დროა, ბიტკოინ ენთუზიასტები ერთად შეიკრიბონ, რათა განიხილონ და თავიდან გაიაზრონ ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელშიც მთავარ როლს BTC თამაშობს. ამისთვის ეწყობა კონფერენცია Bitcoin 2023, რომელიც 18-20 მაისს გაიმართება.
პროგრამა მოიცავს პრეზენტაციებსა და დისკუსიებს შემდეგ თემებზე:
- მაინინგის მდგომარეობა 2023 წელს;
- ბიტკოინების დამოუკიდებელი შენახვა და პირადი გასაღებების დაცვა;
- აპლიკაციების აგება Lightning Network-ის ქსელის საფუძველზე;
- მემპულის მომავალი;
- ინვესტირება ბიტკოინში;
- BTC და გადასახადები;
- ბიტკოინის ფილოსოფია;
- ყოველდღიური ბიტკოინ გადახდები;
- Bitcoin Ordinals-ის ინფრასტრუქტურა და სხვა.
კონფერენციის პირველი დღე გათვლილია Industry Pass და Whale Pass საშვების მფლობელებზე. ამ დღის პროგრამა შექმნილია სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისთვის, კორპორაციული ბიზნესისა და სტარტაპებისთვის. დამსწრეები შეძლებენ შეისწავლონ ბიტკოინ პროექტების საგამოფენო სტენდები, დაამყარონ ურთიერთობა ერთმანეთთან და მოუსმინონ სპეციალურ მოხსენებებს, რათა გაეცნონ იმ ფარულ შესაძლებლობებს, რომლებსაც BTC სხვადასხვა საწარმოებს სთავაზობს.
ღონისძიების მთავარი სპიკერები:
- Michael Lewis. ამერიკელი მწერალი და ფინანსური ჟურნალისტი, ბესტსელერების "Liar's Poker" და "The Big Short-ის" ავტორი.
- Michael Saylor. კომპანია MicroStrategy-ს აღმასრულებელი თავმჯდომარე.
- Arthur Hayes. კრიპტობირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი.
დამატებითი ინიციატივები
არტ გალერეა
ბიტკოინ კონფერენციის საგალერეო სივრცეში წარმოდგენილი იქნება იმ მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც Ordinals NFT-ებს ქმნიან.
Bitcoin Bazaar
P2P მარკეტპლეისი Lightning-ის მხარდაჭერით, სადაც კონფერენციის მონაწილეები აღმოაჩენენ ახალ რითეილერებს, რომლებიც გადახდებს BTC-ში იღებენ და შეძლებენ მათთვის სასურველი საქონლის შეძენას.
Bitcoin Games
გუნდური შეჯიბრი ბიტკოინ ენთუზიასტებისთვის, სადაც გამარჯვებულები 1 BTC-ს მიიღებენ.
Mining Village
სპეციალური სივრცე საკონფერენციო დარბაზში მათთვის, ვინც BTC-ის მაინინგს ეწევა. აქ წარმოდგენილი იქნება უახლესი პროექტები ამ სფეროში (ASIC, მონაცემთა დამუშავების ცენტრები, გამაგრილებლები, კორპუსები და მრავალი სხვა), ასევე ინტერაქციული ექსპონატები წამყვანი მაინინგ კომპანიებისგან.
Bitcoin 2023-ის ბილეთები
General Admission ($899). შესასვლელი ბილეთი კონფერენციის ორი დღისთვის - 19 და 20 მაისი. ასევე, ამ საშვის მქონე მომხმარებლები მიიღებენ ფასდაკლებას სასტუმროს ხარჯებზე, წვდომას კონფერენცია Bitcoin 2023-ის მობილურ აპლიკაციაზე, შეძლებენ დაესწრონ მთავარი სპიკერების გამოსვლებს და ეწვევიან უმსხვილეს საგამოფენო დარბაზს, სადაც სხვადასხვა ბიტკოინ სტარტაპების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
Industry Pass ($2099). ამ ბილეთის მქონე სტუმრებს კონფერენციის სამივე დღეზე ექნებათ წვდომა. ისინი შეძლებენ ურთიერთობის დამყარებას ინვესტორებსა და მეწარმეებთან, ასევე დაესწრებიან პრესკონფერენციას, მიიღებენ წვდომას networking lounge-ზე და Cleanspark Mining Lounge-ის სივრცეზე. ბონუსად ეს სტუმრები, ასევე, მიიღებენ Bitcoin Magazine-ის ორთვიან უფასო გამოწერას.
Whale Pass (9999$). Industry Pass ბილეთის ყველა უპირატესობა, ასევე VIP დარბაზის, The Deep Backstage-ის სტუმრობა, პრემიუმ-ადგილები მაყურებელთა დარბაზში, "all inclusive" კვება, წვდომა ღონისძიების კულისებს მიღმა, ცალკე შესასვლელი რეგისტრაციისთვის და ა.შ.
After Party ($60). ამ ბილეთის მფლობელები კონფერენციის ბოლო დღეს წვეულებაზე დაიშვებიან.