🗓 lockchain Africa Conference 2023


Dates 16 - 17 მარ 2023
Location Johannesburg
ფოტო - lockchain Africa Conference 2023
16-17 მარტს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს მასშტაბურ ღონისძიებას სლოგანით „Ready for business“, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას ეძღვნება. Blockchain Africa Conference ყოველწლიური კონფერენციაა, რომელსაც Bitcoin Events 2015 წლიდან მართავს.
Blockchain Africa Conference-ის დაარსების დღიდან, ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 9000-მდე ადამიანმა 160 ქვეყნიდან.

წლევანდელი ღონისძიება გაიმართება იოჰანესბურგში,The Galleria-ს სივრცეში, რომელიც სენდტონის რაიონში მდებარეობს.

ძირითადი პრობლემატიკა, რომელიც კონფერენციაზე განიხილება:

? ბლოკჩეინის გამოყენება ფინანსურ სექტორში;
? კრიპტოვალუტების რეგულირება;
? დაბრკოლებები, რომლებსაც ბლოკჩეინი აწყდება.

ღონისძიება ეწყობა იმის გასაგებად, თუ რომელ სფეროებშია შესაძლებელი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების გამოყენება აფრიკაში. კონფერენციის მიზანია მიაწოდოს სტრუქტურირებული ინფორმაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებსა და ბიზნეს სფეროებს, ასევე შექმნას პლატფორმა ცოდნის გაზიარებისა და პარტნიორობისთვის.

Blockchain Africa Conference-ის სპიკერები: Rene Reinsberg  (Celo-ს თანადამფუძნებელი და Celo Foundation-ის პრეზიდენტი); Junde Yu (Cobo-ს გლობალური გაყიდვების ქვედანაყოფის ხელმძღვანელი); Briana Marbury ( Interledger Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი); John Kamara (Adanian Labs-ისა და Afyarekod-ის ხელმძღვანელი, აფრიკული ბლოკჩეინ ცენტრის თავმჯდომარე); Julien Bouteloup (Stake Capital Group-ის დამფუძნებელი, Curve-ის გუნდის წევრი); Ayn Du Bazane (სამხრეთ აფრიკის ცენტრალური ბანკის ფინტექ ანალიტიკოსი).
თემები, რომლებზეც გამომსვლელები ისაუბრებენ:

? Web3-ში ინვესტიციის მნიშვნელობა აფრიკის ტექნიკური განვითარებისთვის.
? Web2-ისა და Web3-ის სიმბიოზი კერძო და საჯარო სექტორებში.
? ბლოკჩეინის გამოყენების პოტენციალი  ჯანდაცვაში და ამ სფეროში ტექნოლოგიების დანერგვის სირთულეები.
? ტოკენიზაციის უპირატესობები ფინანსურ ინდუსტრიაში.
? შენარჩუნდება თუ არა სტეიბლკოინები მსოფლიო ფინანსურ ასპარეზზე.

ლექციებისა და პანელური დისკუსიების გარდა, კონფერენციის პროგრამა მოიცავს ონლაინ და ოფლაინ სტარტაპ გამოფენებს, პრაქტიკულ სემინარებს ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის, ნეთვორქინგს და კერძო წვეულებას VIP სტუმრებისთვის.

კონფერენციის პირდაპირ ეთერში საყურებელი ბილეთი 6 დოლარი ღირს. ფასში შედის სტარტაპების ვირტუალური გამოფენები და  ასეთივე ბილეთის მქონე სხვა სტუმრებთან კომუნიკაცია ონლაინ ჩატში.

ოფლაინ ღონისძიების სტანდარტული ბილეთის ფასი 140 დოლარის შეადგენს. კონფერენციის მონაწილეს ექნება წვდომა  მთავარ გამოსვლებზე, გამოფენებზე, ბარზე, სემინარებსა და ნეთვოქრინგზე The Galleria-ს ტერასაზე.

VIP ბილეთი 223 დოლარი ღირს. ასეთ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ სპიკერებს, დაესწრონ დახურულ წვეულებასა და სპეციალურ ვახშამს კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებით.

ღონისძიების ორგანიზატორია Bitcoin Events. პირველი და ყველაზე პოპულარული კომპანია კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის თემაზე აფრიკაში მსოფლიო მასშტაბის ბლოკჩეინ კონფერენციების ჩატარების კუთხით. ის გლობალური საზოგადოებისა და აფრიკის აუდიტორიის Web3-ის მიმართულებით განათლებითაა დაკავებული და უზრუნველყოფს გარემოს ინდუსტრიის ექსპერტებთან კომუნიკაციისთვის.

ღონისძიების წამყვანი სპონსორია Cobo - სინგაპურის უმსხვილესი ბლოკჩეინ პროვაიდერი და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კრიპტოვალუტების შენახვის უნივერსალური კასტოდიალური პროვაიდერი, რომელიც  საერთაშორისო ლიცენზიას ფლობს.

Sidebar ad banner