🗓 Blockchain Expo North America 2023


Dates 17 - 18 მაი 2023
Location North America
ფოტო - Blockchain Expo North America 2023
Blockchain Expo North America - წამყვანი ღონისძიება, რომელიც აერთიანებს Web3-სა და ბლოკჩეინს ბიზნესისთვის. ღონისძიება ჩატარდება 2023 წლის 17-18 მაისს ქალაქ სანტა კლარას მთავარ საკონფერენციო დარბაზში, რომელიც სილიკონის ველის ცენტრს წარმოადგენს.
ორდღიანი კონფერენციის შედეგად სტუმრები გაეცნობიან ინოვაციებს განაწილებული რეესტრების სფეროში, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიებსა და ბიზნესის პოპულარიზაციას Web3-ის მიმართულებით.

ბლოკჩეინის გამოყენების სფეროები, რომლებსაც ღონისძიებაზე შეეხებიან, ფინანსებითა და ვაჭრობით არ შემოიფარგლება. ახალი ტექნოლოგია ასევე განხიული იქნება წარმოების, მიწოდების ჯაჭვის, ენერგეტიკის, დაზღვევის, ჯანდაცვის კონტექსტში.

ღონისძიება გათვლილია ტექნიკურ დირექტორებზე, IT სპეციალისტებზე, დეველოპერებზე, სტარტაპების დამფუძნებლებზე, ინვესტორებზე, ვენჩურულ კაპიტალისტებსა და არა მხოლოდ მათზე.

Blockchain Expo North America-ს  ორგანიზატორებმა მოიწვიეს 29 სპიკერი, რომლებიც მზად არიან, გააზიარონ თავიანთი დარგობრივი ცოდნა და გამოცდილება.

  • Prasanth Nandanuru. Wells Fargo-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
  • David Palmer. კომპანია Vodafone Business-ის ბლოკჩეინ ლიდერი.
  • Chris Johnson. კორპორაცია Walmart-ის მონაცემთა საერთაშორისო მართვის დირექტორი და ხელმძღვანელი.
  • Gary Brandeleer. Salesforce-ის უფროსი დირექტორი პროდუქტების მართვის მიმართულებით.
  • Joshua Rivera. Blockchain Capital-ის გენერალური კონსული.
  • Tejas Chopra. Netflix-ის უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი და ა.შ.

17 მაისს დაგეგმილი ღონისძიების პრეზენტაციებისა და პანელური დისკუსიების თემები მოიცავს:

  • ახალი თაობის საწარმოს შექმნა Web3-ის მეშვეობით;
  • ფულის მომავალი: როგორ გარდაქმნის ციფრული ვალუტები და CBDC გლობალურ ფინანსურ სისტემას
  • კრიპტოგრაფიის ინსტიტუციონალური დანერგვა;
  • კორპორაციული NFT-ები;
  • Web3 და მეტავერსი - ციფრული ინოვაციების ახალი ერა.

ღონისძიების პირველი დღე ორ სცენად იქნება დაყოფილი - ფასიანი და უფასო წინასწარი რეგისტრაციით.

მეორე დღე დაეთმობა პრობლემატიკას "ბლოკჩეინი ბიზნესისთვის“, სტუმრები მოისმენენ მოხსენებებს შემდეგ თემებზე:

  • მონაცემთა მართვა;
  • რა ელის კორპორაციულ ბლოკჩეინს 2023 წელს;
  • ბლოკჩეინის ტექნოლოგიები უფრო მდგრადი ბიზნესისთვის;
  • ტოკენიზებული უძრავი ქონება.

გარდა ამისა, 18 მაისს გაიმართება სიმპოზიუმი Hyperledger Foundation. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, შეუერთდნენ კომპანიის კერძო  კონფერენციას, რათა მიიღონ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ნერგავენ საწამოები ბლოკჩეინს, ციფრულ აქტივებსა და NFT-ებს, ასევე ეკონტაქტონ ამ პროექტის მონაწილეებს. 

Blockchain Expo-ს ნეტვორკინგ წვეულება 17 მაისს, 18:00 საათზე, კლუბ Levi's 501-ის სტადიონზე გაიმართება. საღამოს პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ Gold Pass და Ultimate Pass ბილეთების მფლობელები, ასევე სპიკერები, მედიის წარმომადგენლები და სპონსორები.

Sidebar ad banner