Consensus არის კრიპტოვალუტური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან იმართება. წელს კრიპტოენთუზიასტები ოსტინში, ტეხასის შტატში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ პრობლემები, თვალყური ადევნონ წარმატებებს და შექმნან პირობები Web3 დარგის დასახვეწად.
სიღრმისეული მსჯელობა კრიპტოგრაფიაზე, ბლოკჩეინზე, მეტავერსსა და NFT-ზე 26-28 აპრილს შედგება.
ღონისძიების ზოგიერთი სპიკერი:
- Jenny Johnson (Franklin Templeton);
- Daniel Alegre (Yuga Labs);
- Jeremy Allaire (Circle);
- Sriram Krishnan (Andreessen Horowitz);
- Yat Siu (Animoca Brands);
- Rich Widmann (Google Cloud).
კლასიკური დისკუსიების, კონფერენციებისა და სამიტების გარდა, წელს იგეგმება კერძო სემინარების ჩატარებაც, რომლებიც კრიპტოვალუტის სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას ეძღვნება. დისკუსიების შედეგები CoinDesk-ის ანგარიშში გამოქვეყნდება.
გამოსვლები გაიმართება შემდეგ თემებზე:
- DeFi და მარეგულირებლები;
- კრიპტობირჟების მომხმარებლების უფლებების დაცვა;
- ლევერიჯის მნიშვნელობა კრიპტოდაკრედიტებაში;
- DeFi vs CeFi;
- კრიპტოვალუტური ბაზრის ახალი სტრუქტურა;
- კროსჩეინ ხიდების დაცვა ჰაკერებისგან;
- რისკების მართვა მაინინგში.
რა პროგრამაა მომზადებული სტუმრებისთვის?
მთავარი სცენა
მთავარ საკონფერენციო დარბაზში წაკითხული იქნება მოხსენებები ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, რომლებზეც კრიპტოვალუტების ბაზრის განვითარებაა დამოკიდებული.
Stage X
27 და 28 აპრილს უახლესი ამბების, პროექტებისა და აღმოჩენების განხილვა თავისუფალ ფორმატში, კონკრეტული თემის გარეშე.
Protocol Village
ბლოკჩეინ პროექტების დეველოპერებისა და დამფუძნებლების შეკრების ადგილი. პროგრამირება, კომუნიკაცია, ურთიერთდახმარება, პროგრამული უზრუნველყოფის კვლევა.
მეტავერსებისა და ბლოკჩეინ თამაშების სივრცე
სტუმრები ამ მიმართულების მოწყობისა და შექმნის შესახებ უფრო მეტს შეიტყობენ.
Hash Stage
CoinDesk-ის ამავე სახელწოდების პროექტის გაცნობა და ყოველდღიური თოქ-შოუს, "The Hash-ის" ჩანაწერების ნახვა.
NFT გალერეა
ღონისძიების ვიზუალური შემადგენელი. ხელოვნებისა და ბლოკჩეინის გაერთიანება. ვიზიტორებს ელოდება არა მხოლოდ NFT მხატვრების გამოფენა, არამედ საგანმანათლებლო მასტერკლასებიც.
სასპონსორო სესიები
შესაძლებლობა შეიტყოთ უახლესი ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის ინოვაციების შესახებ ღონისძიების სპონსორებისგან. მათ შორისაა Filecoin, Hedera, Stellar Development Foundation, TRON, Circle, Algorand Foundation და სხვები.
კომუნიკაცია სპიკერებთან
სტუმრებს საშუალება ექნებათ მომხსენებლებს კითხვები არაფორმალურ გარემოში დაუსვან.
Unlock Stage
სემინარები არაოფიციალურ გარემოში, სადაც მონაწილეები ეძებენ კრიპტოინდუსტრიის აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზებს. მოსალოდნელია ცხარე დისკუსიები პოლიტიკოსებს, მარეგულირებლებსა და მეწარმეებს შორის.
ღონისძიების მთავარი სამიტები
ფულის ახლებურად გააზრების სამიტი
ფინანსებისა და ინვესტიციების მომავალზე მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჰეჯ-ფონდების მენეჯერები, ინვესტორები, ტრეიდერები, ვენჩურული კაპიტალისტები და კრიპტოვალუტის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები. კერძოდ, სტუმრები მოისმენენ მოხსენებებს DeFi-ის ტრადიციულ ფინანსებში ინტეგრაციის სირთულეებისა და კრიპტოზამთრის შესახებ. სამიტი 26 აპრილს გაიმართება. მასზე დასწრებას მხოლოდ Pro ($2,199) და Piranha ($9,000) ბილეთების მფლობელები შეძლებენ.
კრიპტოპოლიტიკის სამიტი
სამიტის ფარგლებში განხილული იქნება CBDC-ის პოპულარიზაცია და გამოყენება, სტეიბლკოინების რეგულირება და AML-ის გამოყენება კრიპტოვალუტების სფეროში. საუბარი იქნება
მე-20 საუკუნის ფასიანი ქაღალდების კანონების 21-ე საუკუნის დეცენტრალიზებულ პროტოკოლებთან ადაპტაციის საკითხზე.
მომხსენებლები და დამსწრეები შეეცდებიან, იპოვონ საერთო მიდგომა რეგულირების მიმართ, რომელიც დაიცავდა მომხმარებლებს და გააძლიერებდა ნდობას ციფრული აქტივების ინდუსტრიის მიმართ, ინოვაციებისთვის ხელის შეშლის გარეშე. სამიტი ყველა ვიზიტორებისთვის ღიაა და 28 აპრილს გაიმართება.
ინსტიტუციონალური ინვესტორებისა და აქტივების მმართველების მრგვალი მაგიდა
ინვესტორებისა და ფონდების მმართველებისთვის განკუთვნილი დახურული შეხვედრა, სადაც მონაწილეები მიიღებენ წვდომას ინდუსტრიის საიდუმლო ანგარიშებსა და ვრცელ ანალიზზე რისკების მართვის სფეროში. შეკრება 26 აპრილს გაიმართება.
სპეციალური ინიციატივები
PitchFest
სტარტაპების ბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან პერსპექტიული Web3 ახალბედები, რომლებსაც ფინალში გასვლა და Consensus-ის მთავარ სცენაზე გამოსვლა სურთ. გამარჯვებული CoinDesk-ის მედიაში გაშუქდება, მომავალი წლის ღონისძიების ორ VIP მოსაწვევსა და სხვა სიურპრიზებს მიიღებს.
Women Who Web3
პროგრამა ლიდერი ქალებისთვის, რომლებსაც მიეცემათ თანამოაზრე ქალბატონებთან ურთიერთობის და სემინარებში მონაწილეობის შესაძლებლობა, Web3 სივრცეში მათი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.
Podcast Competition
პოდკასტების წამყვანები და უბრალოდ ნიჭიერი ორატორები, რომლებიც კრიპტოვალუტებში, NFT-ებსა და ბლოკჩეინში ერკვევიან, შეძლებენ საუკეთესო პოდკასტერების კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. გამარჯვებულს CoinDesk Podcast Network-ის შოუში წარადგენენ.