🗓 FANS LOVE IT! კონფერენცია, რომელიც Web3-ს და სპორტს აერთიანებს


Dates 10 - 11 ივნ 2023
Location Istanbul
ფოტო - FANS LOVE IT! კონფერენცია, რომელიც Web3-ს და სპორტს აერთიანებს
10 ივნისს, სტამბოლში, ფეხბურთის მოყვარულებს და პროფესიულ სპორტთან დაკავშირებულ სპეციალისტებს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ ელით. სწორედ ეს დღე შეირჩა სპორტული Web3-კონფერენციისთვის FANS LOVE IT!.
FANS LOVE IT! - ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება სპორტის დიჯიტალიზაციას. ის გაიმართება უდიდეს ევროპულ სპორტულ და გასართობ კომპლექსში Fishehan, სადაც ორგანიზატორები გეგმავენ მომხსენებლებისთვის სცენების განთავსებას,  პარტნიორ Neustreet-სგან წარმატებული სპორტული NFT-ების გამოფენის, VIP ზონის და ნეთვორქინგისთვის ლოკაციის მოწყობას.
FANS LOVE IT! -ის მომავალი სტუმრებია –  ფეხბურთის და ზოგადად სპორტული ინდუსტრიის პროფესიონალები, Web3 პროექტების ხელმძვანელები და ტექნიკური სპეციალისტები, ინვესტორები, Web3 ენთუზიასტები, ციფრული აქტივების მფლობელები და ყველა, ვისთვისაც ფანატების მოზიდვის და სპორტის დიჯიტალიზაციის საკითხებია საინტერესო. მაგალითად, კონფერენციის პროგრამაში უკვე გაცხადებულია საფეხბურთო კლუბების, “მანჩესტერ სიტის”, “ლესტერ სიტის”, “ჩელსის”, “მონაკოსა” და “ანტალიასპორის”, ასევე პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის FIFPro-ს წარმომადგენლების მონაწილეობა.
FANS LOVE IT! სპიკერების გუნდი ცნობილი სპორტული და ციფრული კომპანიების თანადამფუძნებლებს აერთიანებს, მათ შორის:

  • ენდრიუ ორსატი - FIFPro-ს კომერციის, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი;
  • ფრედ ანტუნესი - ფენტეზი-ფეხბურთის აპლიკაციის RealFevr-ის გენერალური დირექტორი, პორტუგალიის ბლოკჩეინებისა და კრიპტოვალუტების ასოციაციის დამფუძნებელი;
  • იორნ შლიმი - გერმანიის სპორტული უნივერსიტეტის სპორტის ეკონომიკისა და სპორტული მენეჯმენტის ინსტიტუტის დოქტორი, FIFA-ს უფროსი მენეჯერი;
  • ლუსი მილსი, კომპანიი READY Sport Global-ის დამფუძნებელი, რომელიც სპეციალიზებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ქალთა სპორტის განვითარებისთვის;
  • აჰმედ ონურ ეიგუნი არის ციფრული აქტივების და ფან-ტოკენ Bitci-ს  თურქული პლატფორმის გენერალური დირექტორი.

კონფერენციის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან Web3-სა და სპორტს შორის არსებულ შეხების წერტილებს, ასევე გულშემატკივრების მოსაზიდი ინოვაციების ეფექტიანობის პრინციპებს. გაცხადებულ თემებს შორისაა Web3 მომხმარებლებთან ურთიერთქმედების პრაქტიკა, ფან-საზოგადოება და ფენტეზი-სპორტი, სპორტულ ინდუსტრიაში ციფრული აქტივების მეტავერსიების და ChatGPT-ის შესაძლებლობები, ციფრული წევრობის უპირატესობები კლუბებისა და ბრენდებისთვის. ყურადღება დაეთმობა ქალთა ფეხბურთს, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება, და მის პერსპექტივებს Web3-ში.

FANS LOVE IT გვთავაზობს სამი სახის ბილეთს, რომლის შეძენა 15 მაისამდე შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი:

  • ონლაინ-ბილეთი. 60 ევროდ მიიღებთ ყველა წარმოდგენის სტრიმს და ვირტუალურ სივრცეში კომუნიკაციის შესაძლებლობას. 15 მაისის შემდეგ ონლაინ-მონაწილეებისთვის ბილეთის ფასი 120 ევრო იქნება;
  • სტანდარტული ბილეთი. ის განკუთვნილია სტუმრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან სპორტის დიჯიტალიზაციით. ბილეთი საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა სპექტაკლს და პრეზენტაციას დაესწროთ, მისი ღირებულებაა 100 ევრო (15 მაისის შემდეგ - 200 ევრო);
  • VIP ბილეთი. საშვი განკუთვნილია სპორტული და ციფრული პროექტების ხელმძვანელებისთვის, მეწარმეებისთვის, თანამდებობის პირებისთვის, ინვესტორებისთვის და პროფესიულ სპორტთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა სტუმრებისთვის. საბაზისო  ღონისძიებების გარდა, VIP ბილეთი უზრუნველყოფს წვდომას pre-party-სა და ნეთვორქინგის ზონაზე. 15 მაისამდე მისი ყიდვა 200 ევროდ არის შესაძლებელი,  შემდეგ კი ფასი 400 ევრომდე გაიზრდება.

Sidebar ad banner