ავსტრალიის წამყვანი ფინტექ პროდუქტების, სერვისებისა და კომპანიების გამოფენა.
ღონისძიება Fintech22 ეძღვნება ბლოკჩეინ-საწარმოების დემონსტრირებას და წარმოადგენს 40-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ინდუსტრიის უახლეს ტექნოლოგიებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ღონისძიება, რომელიც Covid-19-ის გამო გადაიდო, 18 და 19 მაისს ავსტრალიაში, მელბურნში გაიმართება.
ორდღიან პროგრამაში წარმოდგენილნი იქნებიან მომხსენებლები და ინდუსტრიის პროფესიონალები, რომლებიც გაუზიარებენ საზოგადოებას თავიანთ ინოვაციურ აზრებს და გადაწყვეტილებებს სწრაფად მზარდი ბაზრისთვის.
კონფერენცია ყველა დაინტერესებულს სთავაზობს მრავალფეროვან თემებს: NFT-ები, ბლოკჩეინზე დაფუძნებული მეტავერსები, DeFi-ის მომავალი განვითარება, კიბერუსაფრთხოების საკითხები, AI-ს როლი, ადამიანი vs მანქანა, ავსტრალიური კრიპტო-სექტორი და მრავალი სხვა.
მონაწილეები ჩაეშვებიან მომავლის ბიზნესში და ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ გადახდის სისტემების, ციფრული ბანკინგის, კრიპტოსაფულეების, ციფრული ვალუტების, Web3, სმარტ-კონტრაქტების უახლეს შემუშავებებს. სპიკერებს შორის არიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა Bitscore, Arctic Intelligence, Aurora FS, Asta, BasiQ, Data Robot, Commonwealth Bank, Paytron, Cointree, Jag Jassel, AgriDigital და მრავალი სხვა.