კრიპტოკალენდარი Gagarin News-ისგან
? მაისის კოსმოსური მოვლენები!
03.05
- Sui Network-ის (SUI) ძირითადი ქსელის ამოქმედება
- SUI – პლატფორმა სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის, აგებულია პროგრამირების ენაზე Move. პროექტმა უკვე მოასწრო საჯარო Testnet-ის ამოქმედება, Mainnet-ის რელიზი კი, დეველოპერების თქმით 3 აპრილს იგეგმება.
- ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება განაკვეთის შესახებ + FOMC-ის განცხადება და პრესკონფერენცია
- ფედერალური სარეზერვო სისტემა წელიწადში რვაჯერ იკრიბება, რათა განიხილოს მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები, გადახედოს ეკონომიკურ და ფინანსურ პირობებს, ასევე შეაფასოს საფასო სტაბილურობა და დასაქმების ზრდა აშშ-ში. სხდომის რიტორიკამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სარისკო აქტივებსა და დოლარის ძალაზე.
04.05
- ვირტუალური კრიპტორუკის ამოქმედება Baby Doge Coin-ისგან
- Baby Doge-ის ანონსში აღნიშნულია, რომ რუკა საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად იმუშავებს. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც Google Pay/Apple Pay-ს მეშვეობით, ასევე ოფლაინ შესყიდვებისთვის.
- VeChain-ის (VET) საფულის განახლება
- მობილური საფულე დღის განმავლობაში მიუწვდომელი იქნება, რადგან პროდუქტის ახალი ვერსიის გამოშვებამდე გუნდი შიდა ელემენტებზე იმუშავებს.
05.05
- უმუშევრობის მაჩვენებელი აშშ-ში
- მაღალი პროცენტი იქნება შრომის ბაზრის სისუსტის მაჩვენებელი, ხოლო დაბალი პროცენტი - დადებითი და ხარული ფაქტორი USD-სთვის.
08.05
- სმარტფონ Saga-ს საჯარო გაყიდვების დაწყება Solana Labs-ისგან
- Saga შეძლებს, დაიკვეხნოს 6,67 დიუმიანი OLED დისპლეით, 12 GB ოპერატიული მეხსიერებით, 512 GB საცავითა და Snapdragon 8+ Gen 1 მობილური პროცესორით. Solana Mobile Stack-ზე დაფუძნებული SEED საცავი გააძლიერებს უსაფრთხოების ფუნქციებს Secure Element-ის მეშვეობით პირადი გასაღებებისა და საიდუმლო ფრაზების შესანახად.
- Blockchain Economy Istanbul Summit
- სამიტი, რომელის სტამბოლში გაიმართება, იწვევს კრიპტოენთუზიასტებსა და მეწარმეებს 80-ზე მეტი ქვეყნიდან, რათა მათ განიხილონ, თუ როგორ ცვლის ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა ფინანსების მომავალს. წლევანდელი მომხსენებლებს შორის არიან OKX-ის ფინანსური ბაზრების დირექტორი, BIT com-ის მარკეტინგის დირექტორი, OneFootball Labs-ის გენერალური დირექტორი, Turkish Airlines-ის ციფრული ინოვაციების ხელმძღვანელი და მრავალი სხვა.
09.05
- DAO Maker-ის პროექტის ტოკენების ანლოქი
- ($23.42 მილიონის ღირებულების 15.07 მლნ ტოკენი, რაც საერთო ემისიის 5.37%-ს შეადგენს).
- dYdX-ის პროექტის ტოკენების ანლოქი
- ($16.36 მილიონის ღირებულების 6.44 მლნ ტოკენი, რაც საერთო ემისიის 0.64% შეადგენს).
10.05
- სამომხმარებლო ფასების ინდექსი აშშ-ში
- სამომხმარებლო ფასების ინდექსი საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილებას აჩვენებს. ეს არის აშშ-ში შესყიდვებისა და ინფლაციის ტენდენციების ცვლილებების საკვანძო საზომი. მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლები დადებით/ხარულ ტენდენციაზე მიანიშნებს, ხოლო მოსალოდნელზე დაბალი - უარყოფით/დათვურ ტენდენციაზე.
- საჯარო ამოქმედება Sports Blockchain от Chiliz
- “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მარტივი ტოკენიდან მთელ ბლოკჩეინის ეკოსისტემაზე გადასვლა“, - განაცხადა Chiliz-ის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრ დრეიფუსმა. CHZ ტოკენი გახდება ეკოსისტემის ნატიური ტოკენი, ზუსტად ისევე, როგორც ETH მუშაობს Ethereum-ზე, ყველა დეცენტრალიზებული აპლიკაციის (dApps) ჩათვლით, რომელიც Chiliz-ის ახალ ბლოკჩეინზე იქნება აგებული.
12.05
- Aptos-ის პროექტის ტოკენების ანლოქი
- ($46.35 მილიონის ღირებულების 4.54 მლნ ტოკენი, რაც საერთო ემისიის 2.40%-ს შეადგენს).
16.05
- Uniswap-ის პროექტის ტოკენების ანლოქი
- ($44.92 მილიონის ღირებულების 8.33 მლნ ტოკენი, რაც საერთო ემისიის 0.83%-ს შეადგენს).
17.05
- Blockchain Expo North America
- წამყვანი ციფრული ექსპერტები დაესწრებიან ღონისძიებას, რათა გააზიარონ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბლოკჩეინს, დაეხმაროს კომპანიებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში. კონფერენციას Visa-ს, CVS Health-ის, Change Healthcare-ის, J&J-ის, Kaiser Permanente-ის, LinkedIn-ის, Nestle-ს, Sanofi-სა და სხვა კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
18.05
- კონფერენცია Bitcoin 2023
- სამდღიანი ინტენსიური ნეტვორკინგი მაიამიში კრიპტოინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებთან მთელი მსოფლიოდან. წლევანდელ კონფერენციაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი მომხსენებელი და 2000 კომპანია. ცნობილ კრიპტელებს შორისაა მაიკლ ლუისი, არტურ ჰეისი, მაიკლ სეილორი და მრავალი სხვა.
22.05
- Bitcoin Pizza Day
- 2023 წლის 22 მაისს ბიტკოინით ფიზიკური პროდუქტის პირველი შეძენიდან ცამეტი წელი სრულდება. სწორედ მაშინ გადაიხადა ფლორიდაში მცხოვრებმა, ლაზლო ხანეშმა ორ პიცაში 10 000 BTC. ისე რა სადილი თითქმის $300 მილიონად. ახალგაზრდა პროგრამისტმა ბიტკოინ ფორუმზე შემდეგი მოთხოვნა გამოაქვეყნა: "რამდენიმე პიცაში 10 000 ბიტკოინს გადავიხდი. შესაძლოა, 2 დიდში, რათა ცოტაოდენი მეორე დღისთვისაც დამრჩეს. მიყვარს პიცის ნარჩენები, რომ მოგვიანებით წავიხემსო“.
31.05
- Optimism-ის პროექტის ტოკენების ანლოქი
- ($330.98 მლნ-ს ღირებულების 154.62 მლნ ტოკენი, რას საერთო ემისიის 3.60%-ს შეადგენს).