🗓 MetaWeek Dubai


Dates 11 - 14 სექ 2022
Location Dubai
ფოტო - MetaWeek Dubai
MetaWeek Dubai - მასშტაბური ოფლაინ ღონისძიებაა, რომელიც მეტასამყაროს ტენდენციებზეა ფოკუსირებული. კიდევ რა საკითხებს შეეხება, სად გაიმართება სამიტი და ვინ იქნება მომხსენებლის როლში? წაიკითხეთ ჩვენს მასალაში.
MetaWeek Dubai არის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება მეტავსამყაროსა და ვებ 3.0-ის სხვა მიმდინარე სფეროებს. მასში შედის მთავარი ორდღიანი კონფერენცია, ასევე დამატებითი ღონისძიებები, წარმოდგენები და წვეულებები. ძირითადი სამიტი 12-დან 13 სექტემბრამდე გაიმართება, ხოლო ზოგადად MetaWeek  2022 წლის 11-დან 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.

შეხვედრის ადგილია Grand Hyatt Dubai Hotel & Conference Centre. მონაწილეებისთვის სასტუმროს ნომრებზე სპეციალური ტარიფი მოქმედებს.

ღონისძიებაზე მეტასამყაროს გარდა სხვა შესაბამისი თემები იქნება განხილული: ბლოკჩეინი, ტოკენიზაცია, NFT, GameFi, DeFi. მაგალითად, რეზიდენტები  შემდეგ მოხსენებებს მოისმენენ:

  •  დიდი ბრენდები მეტასმყაროში: გამოცდილება და ტენდენციები.
  •  GameFi და მეტასამყაროს ეპოქა: როგორ ვითამაშოთ, ვისწავლოთ და გამოვიმუშავოთ ფული.
  •  ინვესტიცია ვებ 3.0-ში: რის გაკეთება შეიძლება, და რისი - არა.
  •  მედიაბრენდები და მეტასამყარო: პარადიგმის ცვლილება.

კონფერენციის  დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი  ბლოკჩეინ-სექტორის ფინანსური ტექნოლოგიების პროტოკოლების და გადაწყვეტილებების, საწარმოების, ლოჯისტიკის, გართობის, ნივთების ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ამჟამინდელ მდგომარეობას შეეხება.

MetaWeek აერთიანებს სათამაშო მაგნატებს, მხატვრებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს და სხვებს, რომლებიც ვებ 3.0 სამყაროს წინსვლით დაინტერესებულები არიან. სამიტზე მომხსენებლები იქნებიან ისეთი ექსპერტები, როგორებიცაა იატ სიუ (Animoca Brands-ის თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი, Outblaze-ის აღმასრულებელი დირექტორი), ნიკ სპანოსი (ერთ-ერთი პირველი ბიტკოინ-ინვესტორი ინვესტორი), დანიელა ბარბოსა (Hyperledger Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი) და კიდევ 50 ექსპერტი.

ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან Arrakis Ventures და BitForex.

შეგახსენებთ, რომ დუბაი არის პირველი და ერთადერთი იურისდიქცია მსოფლიოში, რომელმაც წინდახედულად შექმნა ციფრული აქტივების ცალკე მარეგულირებელი. აქედან გამომდინარე, ქალაქი მიმზიდველია კრიპტოვალუტის ბაზრის ლიდერებისთვის და ბლოკჩეინ სტარტაპების დამფუძნებლებისთვის.

გარდა ამისა, ბოლო დროს დუბაი აგროვებს სახსრებს ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და ქალაქის სტრუქტურაში მეტასამყაროს დანერგვისთვის. დაგეგმილია მომავალი ტექნოლოგიების უმაღლესი კომიტეტის ამოქმედება. სტრატეგიული გეგმები მიზნად ისახავს ემირატის ეკონომიკაში მეტასამყაროს ფარგლების გაფართოებას 4 მილიარდ დოლარამდე და 2030 წლისთვის 40 000 ვირტუალური სამუშაო ადგილის შექმნას.

Sidebar ad banner