🗓 აპრილის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტომოვლენები!


Dates 1 - 30 აპრ 2023
Location Global
ფოტო - აპრილის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტომოვლენები!
კრიპტოკალენდარი Gagarin News-ისგან

? მსოფლიოს კოსმოსური მოვლენები შემდეგი თვისთვის!

01.04:

  • კონფერენცია Polkadot Now India
    • ინდოეთის ისტორიაში პირველი Polkadot კონფერენცია ბანგალორში, ინდოეთში, რომლის მიზანი ბლოკჩეინ  დეველოპერების, ინვესტორებისა და პრესის განათლება და მოზიდვაა. 

04.04:

  • Near Protocol-ის პროექტის ტოკენების ანლოქი 
    • (სულ $19 მილიონის ღირებულების 9,86 მილიონი ტოკენი, რაც მთლიანი ემისიის 0,99%-ს შეადგენს).

07.04:

  • უმუშევრობის მაჩვენებელი აშშ-ში 
    • მაღალი პროცენტი შრომის ბაზრის სისუსტეზე მეტყველებს. დაბალი პროცენტი აშშ-ის შრომის ბაზრისთვის დადებითია და უნდა აღიქმებოდეს, როგორც პოზიტიური/ხარული ფაქტორი USD-სთვის.

08.04:

  • PancakeSwap V3-ის ამოქმედება
    • "ახალი ფუნქციები ჩვენს მომხმარებლებს პლატფორმის გამოყენების კიდევ უფრო უკეთეს გამოცდილებას შესთავაზებს და DeFi-ს გახდის ხელმისაწვდომს უფრო მეტი ადამიანისთვის, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა PancakeSwap-ის ანონიმურმა ხელმძღვანელმა, მოჩიმ.

09.04:

  • STEPN-ის პროექტის ტოკენენის ანლოქი 
    • (სულ $33,3 მილიონის ღირებულების 87,92 მილიონი ტოკენი, რაც მთლიანი ემისიის 1,47%-ს შეადგენს).

11.04:

  • dYdX-ის პროექტის ტოკენების ანლოქი
    • (სულ $14,97 მილიონის ღირებულების 6,44 მილიონი ტოკენი, რაც მთლიანი ემისიის 0,64%%-ს შეადგენს).

12.04:

  • Shanghai ჰარდფორკი Ethereum-ის ქსელში
    • დიდი ხნის ნანატრი განახლება საშუალებას მისცემს Ethereum-ის ქსელის ვალიდატორებს, დაიბრუნონ 16 მილიონი ETH, რომელიც მათ ქსელის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დასტეიკეს. Shanghai არის პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება Ethereum-ის  ბლოკჩეინში The Merge-ის შემდეგ.
  • სამომხმარებლო ფასების ინდექსი აშშ-ში
    • სამომხმარებლო ფასების ინდექსი საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილებას ზომავს. ეს აშშ-ში შესყიდვებისა და ინფლაციის ტენდენციების ცვლილებების მთავარი საზომია. მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლები განიხილება, როგორც დადებითი/ხარული ტენდენცია, ხოლო მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლები - როგორც უარყოფითი/დათვური ტენდენცია.

14.04:

  • EVM-ის ამოქმედება EOS-ის ქსელში
    • პროექტის CEO-ს, ივ ლა როსის თქმით, მათ EVM-ს, კონკურენტებთან შედარებით, საუკეთესო თვისებები ექნება. კერძოდ: ის 25-ჯერ უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე Ava Labs და სამჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე Solana ან Binance.

17.04:

  • ApeCoin-ის პროექტის ტოკენების ანლოქი
    • (სულ $62,67 მილიონის ღირებულების 15,60 მილიონი ტოკენი, რაც მთლიანი ემისიის 1,56%-ს შეადგენს).

18.04:

  • Altcoin Genesis Day
    • 2011 წლის ამ დღეს პირველმა ალტკოინმა Namecoin თავისი გენეზის ბლოკი დააგენერირა. Namecoin ბიტკოინის ფორკს წარმოადგენს და იმავე PoW კონსენსუსის ალგორითმს იყენებს.

26.04:

  • CoinDesk-ის ფესტივალი Consensus ოსტინში, ტეხასში
    • Consensus — ყველაზე დიდი და გავლენიანი კრიპტოფესტივალი მსოფლიოში, რომელიც კრიპტოვალუტის, ბლოკჩეინისა და Web3 საზოგადოების ყველა მხარეს აერთიანებს.

Sidebar ad banner