🗓 თებერვლის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტომოვლენები!


Dates 1 - 28 თებ 2023
Location Global
ფოტო - თებერვლის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტომოვლენები!
კრიპტოკალენდარი Gagarin News-ისგან

01.02:

  • აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება  საპროცენტო განაკვეთის შესახებ.
    • განაკვეთის პროგნოზირებულზე მეტი ზრდა დადებითად აისახება USD-ზე. პროგნოზზე დაბალი განაკვეთი USD-სთვის ნეგატიური ფაქტორი იქნება.
  • წლიური ანგარიში Meta-სგან.
    • მეტა 2022 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს (კვარტალური და წლიური ანგარიშები).
  • Hooked Protocol პროექტის ტოკენების ანლოკი.
    • ($14 მილიონის ღირებულების 4,17 მილიონი ტოკენი, რაც ემისიის 8,33% შეადგენს).

02.02:

  • შემწეობის მიღებაზე უმუშევართა პირველადი განაცხადების რაოდენობა აშშ-ში (Initial Jobless Claims).
    • შემწეობაზე განაცხადების რაოდენობა გამოიყენება შრომის ბაზრის მდგომარეობის შეფასებისთვის. განაცხადების სტაბილური კლება მიუთითებს შრომის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ხელს უწყობს USD-ს სიმტკიცეს.
  • ანგარიშგება Apple, Amazon და Alphabet-ისგან.
    • Apple წარმოადგენს გაყიდვების შედეგებს, Amazon მოგაწვდით ინფორმაციას ონლაინ სავაჭრო ბაზრის მდგომარეობის შესახებ. Alphabet (Google) აჩვენებს ციფრული რეკლამის ბაზრის მდგომარეობას. შეგახსენებთ, რომ ტექნიკური გიგანტების ანგარიშები საკმაოდ ძლიერად აისახება კრიპტოვალუტის ბაზარზე.
  • პროექტ Agoric ტოკენების ანლოკი.
    • (40,35 მილიონი ტოკენი ~ $18 მლნ; ემისიის 1,27%).

03.02:

  • აშშ-ში უმუშევრობის დონე.
    • მაღალი პროცენტი მოწმობს შრომის ბაზრის სისუსტის შესახებ. დაბალი პროცენტი დადებითია აშშ-ს შრომის ბაზრისთვის და უნდა იქნას აღქმული USD-სთვის როგორც პოზიტიური/ხარის. 
  • The Sandbox პლატფორმის ტოკენების ანლოკი.
    • ($247,84 მილიონის ღირებულების 333,8 მილიონი ტოკენი, რაც არის ემისიის 11,13%).

06.02:

  • DeFi Meet Up ციურიხში.
    • ოთხსაათიანი კონფერენცია DeFi-ის თემაზე Internet Computer blockchain (ICB)-ის დეველოპერებისგან. Meetup-ი ორგანიზებულია ICB-ის DFINITY Foundation-ის მთავარი კონტრიბუტორების მიერ. შეგახსენებთ, რომ Internet Computer blockchain არის ყველასთვის ხელმისაწვდომი დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია მსოფლიო ქსელის ფუნქციონალის გასაფართოებლად.

14.02:

  • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) აშშ-ში.
    • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ასახავს საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილებას. ეს არის აშშ-ში შესყიდვების და ინფლაციის ტენდენციების ცვლილებების საზომი საკვანძო საშუალება. მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლები განიხილება დადებითად/ხარულად, ხოლო მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლები - უარყოფითად/დათვურად.

24.02:

  • 2013 წელს ამ დღეს ბირჟა Mt. Gox-მა შეწყვიტა მუშაობა გატეხის გამო
    • 2010-2014 წლებში Mt. Gox-ის გავლით ხორციელდებოდა ყველა ბიტკოინ-ტრანზაქციის 80%-მდე. ფუნქციონირების ბოლო წლის განმავლობაში ბირჟას არაერთხელ შეექმნა უსაფრთხოების პრობლემები. უკვე 2014 წლის თებერვალში კომპანიამ დაკარგა თავისი მომხმარებლების 650 000-დან 850 000 ბიტკოინამდე და გაკოტრდა.

25.02:

  • Lightning Pizza Day. პირველი შეძენა Bitcoin Lightning Network-ის მეშვეობით.
    • ყველამ იცის ამბავი, როდესაც 2010 წლის 22 მაისს პროგრამისტმა ლასლო ჰაინიცმა გადაიხადა 10 000 ბიტკოინი  Papa John-ის ორ პიცაში. 2018 წლის 25 თებერვალს მან ეს ისევ გააკეთა, ამჯერად პიცა შეიძინა Lightning Network-ის გამოყენებით. ორ პიცაში მან 649 000 სატოში გადაიხადა. 

27.02:

  • Blockchain Life 2023 დუბაიში. კონფერენცია 4000 სტუმრისთვის მსოფლიოს 100 ქვეყნიდან.
    • 27-28 თებერვალს დუბაიში ჩატარდება მე-10 გლობალური ფორუმი ბლოკჩეინზე, კრიპტოვალუტებსა და მაინინგზე. ფორუმი მოიცავს 2 დღიან გამოსვლებს ცნობილი მომხსენებლებისგან, უახლესი Web 3.0 ტექნოლოგიების გამოფენას და ინოვაციურ ნეტვორკინგს. სტუმრებს შორის არიან: Circle, Binance, Bybit, Polygon და სხვები.
  • Interop Summit დენვერში, აშშ.
    • 27-28 თებერვალს დენვერში Interop Summit-ი შედგება. ეს ღონისძიება არის Web3 დეველოპერების თავშეყრის ადგილი. კონფერენცია აერთიანებს ეკოსისტემების, აპლიკაციების, დამფუძნებლების და დეველოპერების წარმომადგენლებს. სტუმრებს შორის არიან: Osmosis, Solana, Google Cloud, Aptos Labs. 

28.02 (ან უფრო ადრე):

  • Filecoin Virtual Machine's EVM (FEVM)-ის გამოშვება.
    • ეს იქნება Filecoin ქსელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განახლება. პირველად, დეველოპერებს შეეძლებათ განათავსონ მომხმარებლის მიერ განსაზღვრული სმარტ-კონტრაქტები ძირითადი Filecoin ქსელის თავზე.

Sidebar ad banner