🗓 Token2049: Singapore


Dates 28 - 29 სექ 2022
Location Singapore
ფოტო - Token2049: Singapore
Token2049 არის კრიპტოვალუტის ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად სინგაპურსა და ლონდონში ტარდება. ის იზიდავს ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს და ქმნის გარემოს იდეების, მოსაზრებების და აღმოჩენების ურთიერთგაცვლისთვის, რაც ასტიმულირებს სექტორის მთლიან გაფართოებას.
Token2049 არის სინგაპურის მთავარი ყოველწლიური  კრიპტო მოვლენა, რომელიც აერთიანებს Web3 ინდუსტრიის ასობით ლიდერს. კრიპტოგრაფიის პიონერები, ინვესტორები, დეველოპერები, აზრის ლიდერები - ღონისძიება აერთიანებს კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ათასობით ადამიანს. Token2049 აფართოებს ხედვას  მსოფლიო კრიპტოსისტემასა და მის ფართომასშტაბიან შესაძლებლობებზე.  

  • სად? სინგაპური,სასტუმრო Marina Bay Sands.
  • როდის? 2022 წლის 28-29 სექტემბერს.
 
ორი დღის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს, სემინარებს, გააფართოვონ კონტაქტების ქსელი და მიიღონ ახალი და მრავალმხრივი წარმოდგენა კრიპტოვალუტების სამყაროს შესახებ. Token2049 არის შესაძლებლობა   პირველმა გაიგოთ ავტორიტეტული კომპანიებისგან  ბაზარზე არსებული სიახლეებისა და ახალი პროდუქტების გაშვების შესახებ. ღონისძიებაზე განხილული თემები სცილდება Web3-ს და მოიცავს: NFTs, Metaverses, DeFi, Global Macro, DAO, Play2Earn.
 
სტუმრები მოისმენენ წამყვან კრიპტოგრაფიულ ხმებს. მომხსენებლები იქნებიან ცნობილი კომპანიების ხელმძღვანელები: სანდიპ ნეილვალი (Polygon), მაიკ ბელშე (BitGo), პიტერ სმიტი (Blockchain.com), ალექსანდრე ლეონარდ ლარსენი (Axie Infinity), ჯასტინ სანი (Tron) და მრავალი სხვა. 
 
ეს მოვლენა არის აზიური კრიპტო კვირეულის ფლაგმანი, Token2049-ის ირგვლივ დაგეგმილი დამოუკიდებელი ღონისძიებების შვიდდღიანი მარათონი.  სინგაპურის კრიპტო კვირა გრძელდება 2022 წლის 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე.
 
სხვა მეორეხარისხოვანი პროგრამები ავსებენ მთავარ მოვლენას და ქმნიან პირობებს კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში უწყვეტი ხარისხისიანი   განვითარებისთვის.

Sidebar ad banner