World of Web3 (WOW) — არის ღონისძიებების სერია, რომელიც ეძღვნება ბლოკჩეინს, DeFi-ს, NFT-ს, მეტაამყაროებს და ახალი თაობის ინტერნეტის სხვა მიმართულებებს. კონფერენციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.
29 მარტიდან 30 მარტამდე ჰონკონგში WOW Summit გაიმართება. World of Web3 Hong Kong არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ლიდერებს Web3 სხვადასხვა სფეროდან გლობალურ კომპანიებთან, ინვესტორებთან და NFT მხატვრებთან აერთიანებს. სამიტის მიზანი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უფრო მასიური დანერგვაა.
ღონისძიების მთავარი თემები იქნება:
? Web3 -ის ინფრასტრუქტურა;
? CBDC (ციფრული ბანკების ციფრული ვალუტები)
? ბლოკჩეინი;
? კიბერუსაფრთხოება;
? მეტასამყაროები;
? დიჯითალ ID.
მათი განხილვა კონფერენციებზე მოხდება, რის შემდეგაც მონაწილეები Web3-ის ძირითადი ტენდენციების თავიანთ აღქმას გააფართოებენ. ასევე სამიტზე შესაძლებელი იქნება ინოვაციური ტექნოლოგიებისა და NFT პროექტების დიდი ბიზნეს გამოფენის მონახულება. აქ იქნება ასევე სტარტაპების პლატფორმა, სადაც ინვესტორებს და მეწარმეებს შეუძლიათ გაეცნონ ბლოკჩეინის ახალ პროექტებს, ხოლო დეველოპერებს შეუძლიათ თავიანთი იდეები გაუზიარონ მსოფლიოს და დაფინანსება მოიზიდონ. გარდა ამისა, ვიზიტორებს ელოდება ნიჭიერი მხატვრების NFT გამოფენა და ფანტასტიკური არტ-შოუ.
დაბოლოს, ღონისძიება მოიცავს ნეთვორქინგ-წვეულებას, სადაც მონაწილეები გაიცნობენ ერთმანეთს და თავისუფალი კომუნიკაციის ფორმატში ცოდნას გაუზიარებენ.
ვისთვის არის სამიტი?
მეწარმეები
კომპანიების წარმომადგენლებს შეეძლებათ გაეცნონ ბლოკჩეინის ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, რათა შეარჩიონ შესაბამისი ტექნოლოგიები თავიანთ ბიზნეს პროცესებში დანერგვისთვის. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა იპოვონ სტარტაპები თანამშრომლობისთვის და დაამყარონ პოტენციური პარტნიორობა.
ციფრული ხელოვნების მოყვარულები
ღონისძიების პროგრამაში ასევე შედის NFT-ში ახალი მხატვრული ტენდენციების შესწავლა. სამიტზე წარმოდგენილი იქნება NFT-მხატვრების ნამუშევრები, რომელთა შეძენაც ხელმისაწვდომი იქნება.
სტარტაპერები
დამწყებ კომპანიებს შეეძლებათ სამიტის ერთ-ერთ ადგილზე თავიანთი პროექტი წარმოადგინონ და ინვესტორებისგან ან სხვა დაინტერესებული მხარეებისგან დაფინანსება მიიღონ. სტარტაპებისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ბრენდის ცნობადობა გაზარდონ.
მაინერები
ღონისძიება ასევე სასარგებლო იქნება მაინერებისთვის, რომლებსაც 2023 წლის მაინინგის ეფექტური ინსტრუმენტების შესახებ წარმოდგენა შეიქმნან. მაინინინგის საერთაშორისო გიგანტები და კერძო მაინერები მზად არიან გაუზიარონ რეკომენდაციები და რჩევები WOW Summit-ზე.
ინვესტორები
სტარტაპების პრეზენტაციები, რომლებიც კურირებული და დამტკიცებულია კომპეტენტური სპეციალისტების მიერ, ბლოკჩეინის ინდუსტრიის ლიდერებთან და ექსპერტებთან კომუნიკაცია - შესანიშნავი გამოცდილებაა ინვესტორებისთვის.
სახელმწიფო მოხელეები
მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლებათ შეისწავლონ ტექნოლოგიური სიახლეები თავიანთ სფეროში, კერძოდ, CBDC-სა და Digital ID-ში.
ჰონკონგი არის აზია-წყნარი ოკეანის მაღალტექნოლოგიური რეგიონი, რომელიც იდეალურია Web3 კონფერენციებისთვის. ამიტომ, შემდეგი WOW სამიტი სწორედ იქ გაიმართება. მასში მონაწილეობით, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, რომ ბლოკჩეინის დარგის ლიდერებს, NFT მხატვრებს, ინვესტორებს და მეწარმეებს შეხვდეთ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დასაწყისში ღონისძიებების სერია დუბაიში, ლისაბონსა და თბილისში გაიმართა.