ლიკვიდური სტეიკინგი — 2023 წლის ტრენდი. განვიხილოთ ტოკენების ოთხ

ფოტო - ლიკვიდური სტეიკინგი  — 2023 წლის ტრენდი. განვიხილოთ ტოკენების ოთხ
ლიკვიდური სტეიკინგის პლატფორმები გაჩნდა როგორც პასუხი ტრადიციული სტეიკინგის შეზღუდვაზე, რომელიც დაბლოკილი აქტივების გამოყენების საშუალებას არ იძლევა. არსებითად, ეს არის ახალი დეცენტრალიზებული ფინანსური სექტორი, რომელიც ჯილდოს დაკარგვის გარეშე თქვენი ლიკვიდურობის გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა .
ეს ლიკვიდურობა არის წარმოებული ინსტრუმენტი სტეიკირებული ტოკენებიდან და შეიძლება გადაცვალოთ სხვა კრიპტოვალუტაზე ან გამოიყენოთ როგორც გირაო კრიპტოლენდინგურ  პლატფორმებზე. ლიკვიდური სტეიკინგის შესახებ უფრო დეტალურად წაიკითხეთ ცალკე სტატიაში ვებსაიტზე.
ლიკვიდური სტეიკინგის პლატფორმების რეიტინგი TVL ზომის მიხედვით წყარო: DefiLlama

ლიკვიდური სტეიკინგის პლატფორმების რეიტინგი TVL ზომის მიხედვით წყარო: DefiLlama

Lido (LDO)

Lido არის ლიდერი ლიკვიდური სტეიკინგის ბაზარზე და ამ სექტორის მეოთხედს იკავებს Ethereum-ის ქსელში. პლატფორმაზე მთლიანი დაბლოკილი სახსრების ღირებულება (TVL) 11 მილიარდ დოლარზე მეტია. მხარს უჭერს შემდეგ ბლოკჩეინებს: Ethereum, Polygon, Solana, Polkadot და Kusama. ETH-სთვის APR არის 4.2%. მას აქვს წარმოებული ინსტრუმენტების ორი მოდელი:

1) სტეიკინგისგან ჯილდო დერივატივებს ცალკე ემატება;

2) ჯილდო შედის დერივატივების ღირებულებაში, ანუ მათი ფასი იზრდება დასტეიკილ  ტოკენებთან შედარებით.

LDO არის Lido DAO-ს მართვის ტოკენი. ემისია შეზღუდულია, მიმოქცევაშია 1 მილიარდი ტოკენის მაქსიმალური მიწოდების 87%. ის იკავებს 30-ე ადგილს CoinMarketCap-ის (CMC) რეიტინგში კაპიტალიზაციის მიხედვით.
პლატფორმა Lido წყარო: lido.fi

პლატფორმა Lido წყარო: lido.fi

Rocket Pool (RPL)

Rocket Pool 2016 წლიდან მუშაობს. ის მესამე ადგილს იკავებს დაბლოკილი სახსრების ოდენობით (1,2 მილიარდი აშშ დოლარი), რაც ძალზე ახლოსაა ცენტრალიზებულ ბირჟასთან Coinbase-ს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ლიკვიდური სტეიკინგის სერვისებს. პლატფორმა გვაძლევს გამორჩეულ შესაძლებლობას გავხდეთ ნოდის ოპერატორი (ვალიდატორი) და, შესაბამისად, მივიღოთ უფრო მაღალი შემოსავალი (დაახლოებით 8% APR ჯილდოებით RPL-ში). სტანდარტული APR არის დაახლოებით 3.9%. მხარდაჭერილია მხოლოდ Ethereum ქსელი და დერივატივების  მოდელი, რომლის ფასში ხტეეიკინგიდან მიღებული შემოსავალია ჩადებული.

RPL არის პლატფორმის ნატიური ტოკენი, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ გახდეთ ნოდის ოპერატორი Rocket Pool-ის მეშვეობით. ამით ხდება ასევე ჯილდოს გადახდა ვალიდიატორებისთვის და ასევე აძლევს ხმის მიცემის უფლებას Oracle DAO-ში, რომელიც დეცენტრალიზებული ორგანიზაციის პროექტს მართავს. ემისია ნახევრად შეზღუდულია, წლიური ინფლაცია 5%-ია. RPL 58-ე ადგილზეა CMC-ის რეიტინგში.
პლატფორმა Rocket Pool წყარო: rocketpool.net

პლატფორმა Rocket Pool წყარო: rocketpool.net

Frax Finance (FXS)

Frax Finance არის ლიკვიდური სტეიკინგის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს განაკვეთს დაახლოებით 5.6%-ის ოდენობით. წარმოებული ინსტრუმენტების ორივე მოდელი მხარდაჭერილია ისევე, როგორც ეს აღწერილია პარაგრაფში Lido-ს შესახებ. ხელმისაწვდომია მხოლოდ Ethereum ქსელი. TVL წერის დროს დაახლოებით 241 მილიონი დოლარია.

Frax Shares (FXS) არის მართვის ტოკენი, რომელიც აგროვებს საკომისიოს, სენიორაჟის შემოსავალს და გირაოს ჭარბ ღირებულებას. ემისია შეზღუდული არ არის. ის კაპიტალიზაციის მიხედვით CMC-ის რეიტინგში 72-ე ადგილზეა.  

პროექტს ასევე აქვს საკუთარი სტეიბლკოინი FRAX. ამის შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ცალკე სტატიაში საიტზე.
პლატფორმა Frax Finance წყარო: app.frax.finance

პლატფორმა Frax Finance წყარო: app.frax.finance

Ankr

Ankr არის პროექტი, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ის გვთავაზობს  Ankr  სტეიკინგის სერვისებს. პლატფორმა მხარს უჭერს ბლოკჩეინის დიდ რაოდენობას: Ethereum, BNB Smart Chain, Avalanche, Fantom, Polkadot, Gnosis და Kusama. APR ETH მონეტებისთვის არის დაახლოებით 3.5%. გამოყენებულია დერივატიული მოდელი, რომლის ფასში სტიკინგისგან მიღებული  შემოსავალიც შედის.  პლატფორმაზე TVL-ის მთლიანი მოცულობა 188 მილიონი დოლარია.

ANKR არის პროექტის ნატიური ტოკენი, რომელიც საჭიროა Ankr-ის სხვადასხვა სერვისების გამოსაყენებლად. ის ასევე იძლევა ხმის მიცემის უფლებას პლატფორმის მენეჯმენტში და ვალიდატორებს საშუალებას აძლევს  თავიანთი ნოდების  ჭარბი წილების მონეტიზაცია მოახდინონ. ANKR-ის გაცემა შეზღუდულია. 10 მილიარდი ტოკენის მთლიანი გამოშვებიდან მიმოქცევაშია ტოკენების დაახლოებით 97%. კაპიტალიზაციის მიხედვით ის CMC-ის რეიტინგში 111-ე ადგილზეა.  
პლატფორმა Ankr წყარო: ankr.com

პლატფორმა Ankr წყარო: ankr.com