სოციალურ ქსელებში 3 ყველაზე გავრცელებული კრიპტო-სკამი

ფოტო - სოციალურ ქსელებში 3 ყველაზე გავრცელებული კრიპტო-სკამი
ამა თუ იმ ინვესტიციის გარანტია შეუძლებელია. თქვენი ინვესტიციის მომგებიანობის გაგებას მხოლოდ პოსტფაქტუმ შეძლებთ. მიუხედავად ამისა, კრიპტო სამყაროში ბევრი შეთავაზება არსებობს, რომლებიც მაცდურად კი ჟღერს, მაგრამ 100%-იანი ალბათობით ინვესტორს გააკოტრებს.
მიუხედავად იმისა, რომ DeFi-პროტოკოლები კრიპტოვალუტების სფეროში უკანონო გამდიდრებისთვის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე მომგებიანი ინსტრუმენტია, თაღლითები ფულს სოციალურ ქსელებშიც წარმატებით შოულობენ. ამ სქემების დახმარებით გამომუშავებისთვის სმარტ-კონტრაქტების გატეხა საჭირო სულაც არ არის. საკმარისია, უბრალოდ იპოვოთ ყველაზე გულუბრყვილო და მიმნდობი ტრეიდერი და დაარწმუნოთ, ფული თავისი ხელით მოგცეთ. გაცურების ყველაზე გავრცელებული მეთოდებს განვიხილავთ და გასწავლით, როგორ არ გახდეთ მათი მსხვერპლი.

"ტოკენების დარიგების" კლასიკური სკამი

ამ ტიპის თაღლითობას სხვადასხვა სახელს უწოდებენ. ვიღაც მათ "ბიტკოინ დაბლერებს", ვიღაც კი უბრალოდ "დარიგებას" უწოდებს, მაგრამ თაღლითობა, უმეტესად, ერთსა და იმავე ალგორითმის მიხედვით ხორციელდება:

1. თაღლითი ცნობილი პიროვნების, ან  ბრენდის ყალბ ანგარიშს ქმნის;
2. თავის გვერდზე ან სხვა მომხმარებლების შეტყობინებების ქვეშ არსებულ კომენტარებში, ის მოუწოდებს, საფულეზე კრიპტოვალუტა გამოუგზავნონ, სანაცვლოდ კი ორჯერ მეტის დაბრუნებას ჰპირდება.
3. როგორც კი მომხმარებელი თავის მონეტებს ამ მისამართზე აგზავნის, ის მათ სამუდამოდ ემშვიდობება (ჰოი, საოცრებავ).
“ილონ მასკისგან” დარიგებაში მონაწილეობისკენ მოწოდება. წყარო: Twitter

“ილონ მასკისგან” დარიგებაში მონაწილეობისკენ მოწოდება. წყარო: Twitter

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის თაღლითობა, შესაძლოა, ბანალურად მოგეჩვენოთ, მას ზერელედ არ უნდა შეხედოთ. შარშან სკამერებმა  BTC-ის ყალბი დარიგებებისა და "ილონ მასკის" DOGE-ის წყალობით $10 მილიონზე მეტის შეგროვება მოახერხეს. ისინი YouTube-სა და Twitter-ზე "Saturday Night Live-ში" მილიარდერის გამოსვლის ფონზე იმართებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ დიდი ბრენდები ტოკენებს სარეკლამო მიზნებისთვის ნამდვილად ავრცელებს, ამიტომ გამოუცდელ მომხმარებლებს, შესაძლოა, გაუჭირდეს იმის გარკვევა, სად ტარდება ნამდვილი აქცია, სად კი ადამიანის  სისულელეზე ფულის შოვნას ცდილობენ. 

იმისათვის, რომ ამ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ, 
სარეკლამო ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ და Twitter-ში ცნობილი ადამიანის, ან ბრენდის სამომხმარებლო ანგარიშის ავთენტურობა შეამოწმოთ. სასურველია, გადაუმოწმებელ ადამიანებს ინტერნეტში ფული საერთოდ არ გადაუგზავნოთ.

PancakeSwap-ზე არსებული ტოკენები გაყინული ლიკვიდურობით

დეცენტრალიზებული ბირჟებისა და ამ DEX-ებზე მათი ტოკენების სწრაფად შექმნისა და ლისტინგის შესაძლებლობის გაჩენის დღიდან, სკამერებს უკანონო შემოსავლისთვის ახალი ინსტრუმენტი გაუჩნდათ. თაღლითობა შემდეგი პრინციპით ხორციელდება:

1. თაღლითები არსებულ ტელეგრამ-არხს ყიდულობენ, რომელიც კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან არის დაკავშირებული (სიგნალის არხები, კრიპტოანალიტიკოსების არხები);
2. ახლად შეძენილ არხში პოსტს აქვეყნებენ, სადაც ფულის გამომუშავების წარმოუდგენელ შესაძლებლობაზე საუბრობენ - ტოკენის ყიდვა წინასწარი გაყიდვისას, ვიდრე ის ცენტრალიზებული ბირჟების აუქციონებზე მოხვდება;
3. მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათი საყვარელი ანალიტიკოსი მათ ტოპ რეკომენდაციას აძლევს, ამ მონეტას ყიდულობენ;
4. როდესაც გულუბრყვილო ინვესტორი აქტივზე მოგების დაფიქსირებას გაწყვეტს, აღმოაჩენს, რომ მისი გაყიდვა შეუძლებელია. ფული უკვე აღარ არის, ხელში კი გაყინული ლიკვიდურობის მქონე შითკოინი აქვს, რომელსაც ვერაფერს უხერხებს. 
პოსტები, რომლებიც ტოკენების სკამის პოპულარიზაციას ახდენს, როგორც წესი, ასე გამოიყურება. წყარო: Telegram.

პოსტები, რომლებიც ტოკენების სკამის პოპულარიზაციას ახდენს, როგორც წესი, ასე გამოიყურება. წყარო: Telegram.

ასეთი თაღლითობის ბოლო დიდი მაგალითი არხია "ტრეიდერ ისა" (60,000 გამომწერი), რომელიც "სპოტზე მარათონის" საფარქვეშ თავის მკითხველებში PancakeSwap-ზე შექმნილი, მორიგი სიაფანდი ტოკენის TECH პოპულარიზაციას ახდენდა. ამჯერად, სკამი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბოროტმოქმედებმა რამდენიმე დღეში გულუბრყვილო ინვესტორებისგან $1,7 მილიონზე მეტის მოპარვა შეძლეს. 
გულუბრყვილო ინვესტორებმა რამდენიმე დღეში ტოკენ TECH-ში $1,7 მილიონზე მეტი ჩადეს.

გულუბრყვილო ინვესტორებმა რამდენიმე დღეში ტოკენ TECH-ში $1,7 მილიონზე მეტი ჩადეს.

თუ არხი, რომელსაც კითხულობთ, Pancake-ზე, ან BSC-ბირჟაზე უცნობი ტოკენის შეძენას გთავაზობთ, არარეალურ იქსებსა და ტოპ CEX-ებზე სწრაფ ლისტინგს გპირდებათ, თქვენს მოტყუებას და თქვენი ფულის მითვისებას ცდილობენ. ეს მონეტა არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ და არანაირ ბმულებზე არ გადახვიდეთ. 

თქვენ ასევე შეგიძლიათ, სხვა მომხმარებლებს დაეხმაროთ, ამ ხაფანგს არ წამოეგონ - ასეთი არხები "დაარეპორტეთ" ("ჩივილის" ღილაკი). თუ არხს საკმარისი რაოდენობით ადამიანი უჩივლებს, ის, შესაძლოა, "SCAM-ად" მონიშნონ. გაავრცელეთ ინფორმაცია, რათა აფერისტებს ფული ადამიანების რაც შეიძლება ნაკლებმა რაოდენობამ მისცეს.

კრიპტო-ქეთფიშინგი

მოტყუების საკმაოდ ბანალური მეთოდი. ქეთფიშერები "წარმატებული ტრეიდერების", ან ცნობილი ადამიანების ყალბ ანგარიშებს ქმნიან  და მათი სახელით მომხმარებლებს პირად შეტყობინებებში წერენ. თუმცა, არსებობს 1000-დან 1 შანსი იმისა, რომ თქვენ უნიკალური შესაძლებლობა გერგოთ: მაგალითად,  Busta Rhymes-მა თავის NFT-მხატვართან თანამშრომლობა იმით დაიწყო, რომ მას Twitter-ის DM-ში მიწერა. მაგრამ 999 შემთხვევაში, ეს თაღლითები თქვენი პირადი მონაცემების, ან ფულის მოპარვას ცდილობენ.
თაღლითის შეტყობინების ნიმუში. წყარო: Telegram

თაღლითის შეტყობინების ნიმუში. წყარო: Telegram

იმისათვის, რომ ასეთ ანკესს არ წამოეგოთ, არსებობს მარტივი რჩევა - არ დააჭიროთ უცხო ადამიანებისგან მიღებულ ბმულებს და არ გაუგზავნოთ მათ ფული. უნდა გახსოვდეთ, რომ მომხმარებლების უმეტესობა, რომლებიც პირადში კრიპტოვალუტის შესახებ გწერენ, თქვენს მოტყუებას ცდილობენ. თაღლითების გაცხრილვისთვის, ორჯერ მაინც გადაამოწმეთ სამომხმარებლო ანგარიშის აქტივობა, ვერიფიკაცია და შექმნის თარიღი, რომლიდანაც თქვენთან პირადი შეტყობინებები იგზავნება. 

კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. საბანკო ბარათებისგან განსხვავებით, სადაც მოტყუების შემთხვევაში, თქვენი ფიატის სწრაფად დაბრუნება (თუ სწრაფად რეაგირებთ და ძალიან ეცდებით) შეგიძლიათ, ციფრული ფულის დაბრუნება არ გამოვა. ამიტომ, ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ და სიტუაცია კრიტიკულად შეაფასეთ. 

პირამიდები და სკამები ყოველთვის დიდ დაპირებებსა და გაუმართლებელ მოლოდინებზეა აგებული. კრიპტობაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ისაა, რომ თუ რამე ზედმეტად კარგად ჟღერს იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, ეს ალბათ სიმართლე არაა. თუ მცირე ინვესტიციის სანაცვლოდ ოქროს მთებსა და კომფორტულ ცხოვრებას გპირდებიან, თქვენს მოტყუებას ცდილობენ.