კრიპტობირჟაზე დემო ვაჭრობის უპირატესობები

ფოტო - კრიპტობირჟაზე დემო ვაჭრობის უპირატესობები
ნებისმიერი დამწყები ტრეიდერისთვის რეალურ ბაზარზე პირველი დეპოზიტით ვაჭრობის დაწყება შეიძლება ფსიქოლოგიურად რთული იყოს. მაშინაც კი, თუ ის ძალიან გამოცდილ მენტორთან სწავლობდა და პრაქტიკაში რაღაცის მოსინჯვა მოახერხა. იმისათვის, რომ ტრეიდერებს ვაჭრობაში პირველი ნაბიჯების გადადგმა გაუადვილოს, ბირჟა მათ დემო ვაჭრობას სთავაზობს.
დავუშვათ, ახალბედა ტრეიდერმა გარკვეული სავაჭრო სტრატეგია და სისტემა უკვე ჩამოაყალიბა. მას ესმის, რომ რისკ- და მანიმენეჯმენტის გარეშე შორს ვერ წავა, მაგრამ სპოტ, ან ღმერთმა არ ქნას, მარჟინალურ ბაზარზე საკუთარი აქტივებით ექსპერიმენტები პრაქტიკული უნარების გარეშეც ძალიან სარისკო მიდგომაა. თუ ტრეიდერს საბირჟო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება არ აქვს (მინიმუმ ექვსი თვე ან ერთი წელი მაინც), დემო ბაზარი მისი ცოდნისა და კომპეტენციის შესამოწმებლად საუკეთესო სატესტო პლატფორმა გახდება.

რა არის დემო ვაჭრობა

დემო ვაჭრობა ტრეიდერისთვის ერთგვარი საწვრთნელი პრაქტიკა,  ან რეალური ვაჭრობის სიმულაცია არის. ამ ინსტრუმენტის არჩევით,  ტრეიდერი რაიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ განიცდის, რადგან ფულის დაკარგვა შეუძლებელია, დეპოზიტისთვის რისკი არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი დადებითია. პლატფორმის მომხმარებელს შეუძლია, შეცდომა იმდენჯერ დაუშვას რამდენიც უნდა. მთავარია აქედან სწორი დასკვნები გამოიტანოს. თუ გარიგებები წარმატებული იყო და ვირტუალური  მოგება მოიტანა, ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერმა შესანიშნავად შეასრულა ტექნიკური ანალიზი (TA) და სწორ სავაჭრო სტრატეგიას მიჰყვება, რაც ნიშნავს, რომ მან ამ მიმართულებით სვლა უნდა განაგრძოს. თუ პოზიციები ზარალით დაიხურა, მაშინ ეს არის ტრეიდერისთვის სასარგებლო გამოცდილება და იმის სიგნალია, რომ მან სავაჭრო სისტემას და გარიგების მიღწევის მიდგომებს  უნდა გადახედოს.

დემო აქტივები

აქტივების ყიდვა-გაყიდვა ხდება ბაზრის რეალურ პირობებში, მაგრამ დემო ტოკენების გამოყენებით. თითოეული ბირჟა დემო ანგარიშებისთვის სატესტო აქტივების გარკვეულ რაოდენობას გამოყოფს (გამოყენებული სავაჭრო პლატფორმიდან გამომდინარე, აქტივების სტრუქტურა შეიძლება განსხვავდებოდეს) და ტრეიდერს შეუძლია, თავად აირჩიოს ვალუტის წყვილი ვაჭრობისთვის და პოზიციების გახსნის დრო. დემო ანგარიშების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დემო ბაზარზე, ამიტომ მათი ფუნქციონალობა მკაცრად შეზღუდულია. ასეთი ანგარიშების აქტივების ამოღება ან შევსება, როგორც წესი, შეუძლებელია. ისინი, ფაქტობრივად, მარადიულები არიან და გარკვეული პერიოდის შემდეგ არ „იწვებიან“  – ბირჟა მათ მხოლოდ დემო ბაზარზე ვაჭრობის მიზნით ტრეიდერისთვის ხელსაყრელ დროს უზრუნველყოფს, ეს მათი ერთადერთი მისიაა.

დემო ბაზრები

ცნობილია, რომ სპოტ, მარჟინალურ და ფიუჩერსულ ბაზრებს აქვთ საკუთარი სპეციფიკა, ორდერების განსხვავებული ნაკრები და სხვა განსხვავებები. დემო ვაჭრობა შესანიშნავი შესაძლებლობაა,  გაიგოთ განსხვავებები ამ ბაზრებს შორის, გაუმკლავდეთ სხვადასხვა ტიპის ორდერებსა და მათი შექმნის ნიუანსებს. მარჟინალურ და ფიუჩერსულ დემო ბაზრებზე ტრეიდერს აქვს შესაძლებლობა, დატესტოს ლევერიჯი, იპოვოს ოპტიმალური ბალანსი რისკსა და მოგებას შორის, ასევე გაიგოს თავისი ხარჯები სესხით გარკვეული დროით სარგებლობისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სატესტო დეპოზიტი მთლიანად ლიკვიდირებული იქნება,  ანგარიშზე არსებულ რეალური აქტივებისთვის ამას ფატალური შედეგები არ მოჰყვება, რადგან ტრეიდერი მხოლოდ დემო ტოკენებით რისკავს. ის მიიღებს ფასდაუდებელ გამოცდილებას, რომლის გამეორება რეალურ ბაზარზე აღარასდროს მოუნდება.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ტრეიდერს შეეძლება, აირჩიოს  ყველაზე წარმატებული სავაჭრო სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა ბაზარზე ეფექტური იქნება და თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის რეალური ვაჭრობისთვის მზად არის და უკვე ღირს შემუშავებული სავაჭრო სისტემის „ლაივში“ ტესტირება.

დემო ვაჭრობის შემდეგ რეალურ ბაზარზე ვაჭრობის რეკომენდაციები

რეალურ ბაზარზე ორდერების გახსნა უნდა დაიწყოთ მცირე თანხებით, რომელთა დაკარგვას მთლიან დეპოზიტზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. უმჯობესია პირველ გარიგებები მთლიანი ბალანსის 5%-დან 10%-მდე ინვესტიციით დაიწყოთ, ამასთან არ დაივიწყოთ რისკების მართვაც. გასაგებია, რომ ასეთი გარიგებებიდან მიღებული მოგება შთამბეჭდავი არ იქნება, მაგრამ ასეთი ფრთხილი და შეწონილი ტაქტიკა რეალურ ტრანზაქციებზე "ხელის გაწაფვაში" დაგეხმარებათ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ და სტარტისას ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეამცირებს. შესანიშნავ შედეგად ჩაითვლება ის, რომელიც საწყისი დეპოზიტის გაორმაგებაში დაგეხმარებათ. თუ ეს გამოვა, მაშინ შეიძლება, იფიქროთ ფსონების თანდათანობით მატებასა და შემდეგი გარიგების თანხის თანდათანობით გაზრდაზე.

დემო ვაჭრობის უპირატესობები და ნაკლოვანებები

დემო ვაჭრობას აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • იძლევა შესაძლებლობას გაეცნოთ, თუ როგორ მოქმედებენ სხვადასხვა ბაზრები, რა არის მათი განსხვავებები და რისკების ტიპები და როგორ მოახდინოთ რეაგირება ბაზარზე არსებულ ვოლატილობაზე;
  • აცნობს ახალბედა ტრეიდერებს ისეთ რთულ ინსტრუმენტს, როგორიცაა ლევერიჯი. მარჟინალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ლევერიჯით (10x - 100x) ვაჭრობისას, ტრეიდერს შეუძლია, როგორც მიიღოს მნიშვნელოვანი მოგება, ასევე დაკარგოს მთელი დეპოზიტი. დემო ბაზარზე შეგიძლიათ, მარჟინალური  ვაჭრობის ყველა ნიუანსს დანაკარგების შიშის გარეშე გაეცნოთ;
  • საშუალებას იძლევა, გამოსცადოთ სავაჭრო პლატფორმის მთელი ფუნქციონალი: სხვადასხვა ტიპის ანგარიშები, ორდერები, გრაფიკები, ინდიკატორები, ასევე ანგარიშგების, ვაჭრობისა და ტრანზაქციის ისტორია;
  • გაძლევთ შესაძლებლობას, დატესტოთ და გააუმჯობესოთ სავაჭრო სტრატეგიები და დახვეწოთ თქვენი სავაჭრო სისტემა.

დემო ვაჭრობას აქვს შემდეგი ნაკლოვანებები:

  • არ ავითარებს ტრეიდერის ფსიქოლოგიურ მდგრადობას, რადგან დემო ვაჭრობის პროცესში არ არის აღელვება, არ არის წარმატებული ტრანზაქციებით გამოწვეული სიამოვნება, ან წარუმატებლობით იმედგაცრუება, რადგან აქტივები სატესტოა, არარეალური. ასე რომ, დეპოზიტების მართვის სწავლა და სავაჭრო სტრატეგიების დატესტვა აქ სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ხისტი ბაზრის პირობებში მომგებიანი ვაჭრობა ნაკლებად სავარაუდოა;
  • არ უწყობს ხელს სავაჭრო დისციპლინის დაცვას. რეალურ ვაჭრობაში თითოეულ ტრეიდერს სავაჭრო გეგმის მკაცრად დაცვა ყოველთვის სჭირდება, დემო ბაზარზე კი ბევრი დუნდება და მხოლოდ ინტუიციის, და არა TA-ს იმედზე რჩება.

რომელი ბირჟები გვთავაზობენ დემო ვაჭრობას

დემო ვაჭრობას ბევრი კრიპტობირჟა სთავაზობს. მათთვის, ვინც სხვადასხვა ფიატის ვალუტების სისტემატურ შეტანას, ან გატანას აპირებს, დემო ბაზარზე საკუთარი უნარების დახვეწის საუკეთესო ვარიანტი ევროპის უმსხვილესი კრიპტობირჟა WhiteBIT არის. ტრეიდერებს, რომლებსაც სურთ, გამოცადონ თავიანთი ცოდნა და უნარები დემო ვაჭრობაში, ის სთავაზობთ სპეციალურ დემო ტოკენებს: Demo BTC და Demo USDT. ახალი მომხმარებლები სტარტზე 0.5 DBTC-სა და 1000 DUSDT-ს მიიღებენ, რაც სავსებით საკმარისია სპოტ ბაზარზე ყველა შესაძლო სავაჭრო სტრატეგიისა და ტაქტიკის შესამოწმებლად, რა თქმა უნდა, პრეფიქსით „დემო“.
დემო აქტივები, რომლებსაც მომხმარებელი ბირჟისგან WhiteBIT იღებს

დემო აქტივები, რომლებსაც მომხმარებელი ბირჟისგან WhiteBIT იღებს