ალექს ატალახი და დევინ ფინცერი: პატივს ვცემთ საავტორო უფლებებს

ფოტო - ალექს ატალახი და დევინ ფინცერი: პატივს ვცემთ საავტორო უფლებებს
OpenSea-ის პლატფორმას იცნობს ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება არაჩანაცვლებად ტოკენებთან. მაგარმ, ამ პროექტის დამფუძნებლებზე ბევრი არ არის ცნობილი. მოგიყვებით კრიპტობაზრის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებზე.
OpenSea-ს შექმნის იდეა 2017 წელს ორ დეველოპერს, დევინ ფინცერსა და ალექს ატალახს გაუჩნდა. მაშინ, მომავალი უდიდესი NFT სავაჭრო პლატფორმის დამფუძნებლები 30 წლისაც კი არ იყვნენ. და არც ფული ჰქონდათ პროექტის განსახორციელებლად.

იყო მხოლოდ ციფრული ნივთებით ვაჭრობისთვის საკუთარი მარკეტპლეისის შექმნის დიდი სურვილი. გატაცება ონლაინ თამაშით CryptoKitties და ტექნოლოგიურ კომპანიებში პროგრამისტებად მუშაობის მცირე გამოცდილება.

როგორ იქმნებოდა პლატფორმა OpenSea

რა დაეხმარა მომავალ მილიარდერებს, რომ ცხოვრებაში ხორცი შეესხათ ზღაპრისთვის იმის შესახებ, რომ ამერიკა თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანაა, სადაც ყველას შეუძლია იმდენი ფული იშოვოს, რომ Lamborghini-ის ყიდვა შეძლოს.

დაფინანსების პირველი ტრანში $2 მილიონის ოდენობით Y Combinator აქსელერატორიდან იქნა მოზიდული. დევინმა და ალექსმა გადაწყვიტეს აღარ ემუშავათ დაქირავებულ პროგრამისტებად იმისთვის,რომ მთელი დრო მომავალი პროექტის კოდისთვის დაეთმოთ და ასევე აენაზღაურებინათ დიზაინერებისა და მარკეტოლოგების შრომა. პლატფორმა  2018 წელს ამოქმედდა და 5 კაციანმა გუნდმა დაიწყო მისი პოპულარიზაცია.

უცნობია, გამოვიდოდა თუ არა რამე ამ პროექტიდან, 2020 წლის ბოლოს უინკლვოსების ტყუპების პლატფორმა Nifty Gateway-ის რომ არ გამოეწვია კრიპტოსაზოგადოებაში აჟიოტაჟი ძვირადღირებული ციფრული ხელოვნების აუქციონების წამოწყებით. საზოგადოებას მაშინვე გაუჩნდა მოთხოვნა მსგავს პროექტზე, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომ ფასობრივ კატეგორიაში.

იმ მომენტში, გაშვებიდან 26 თვის შემდეგ, დევინისა და ალექსის საიტს მხოლოდ 4000 აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, რომლებიც ახორციელებდნენ 1,1 მილიონი აშშ დოლარის ტრანზაქციას თვეში, რამაც (OpenSea გაყიდვებზე 2,5%-იანი საკომისიოს გათვალისწინებით) 27,500 დოლარის  ყოველთვიური მიზერული შემოსავალი მოჰქონდა.

მაგრამ დევინი და ალექსი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდნენ. მათ განაცხადეს თავიანთი გეგმების შესახებ განევითარებინათ საიტი მხატვრული  NFT-ებით ვაჭრობის მიმართულებით და ვენჩურული კომპანია  Andreessen Horowitz-ისგან 100 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლეს.

უკვე 2021 წლის ივლისში OpenSea-მ განაცხადა $350 მილიონის განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. მომდევნო თვეში კი ტრანზაქციებმა  $3.4 მილიარდს მიაღწია, განსაცვიფრებელი ათჯერადი ზრდა, რამაც კომპანიას საკომისიოს სახით 85 მილიონი დოლარის სუფთა შემოსავალი მოუტანა. ამგვარმა მაჩვენებლებმა დამფუძნებლებს კიდევ 13 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვის და პლატფორმის შესაძლებლობების გაფართოების საშუალება მისცა.

OpenSea-ს გუნდში ამჟამად 70 თანამშრომელია. დამფუძნებლებს კომპანიაში თანაბარი წილი აქვთ - თითოეულს 18,5%. თითოეულის ქონება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია.
ალექს ატალახი და დევინ ფინცერი წყარო: Forbs

ალექს ატალახი და დევინ ფინცერი წყარო: Forbs

რა არის ცნობილი დევინ ფინცერის შესახებ

დევინ ფინცერი ინჟინერ-პროგრამისტი და მეწარმეა.

1. დაიბადა 1990 წელს სან-ფრანცისკოში ექიმისა და IT ინჟინრის ოჯახში.

2. სწავლობდა ბრაუნის უნივერსიტეტში. ეს არის სუროს ლიგის კერძო კვლევითი უნივერსიტეტი და ამერიკის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელი.

3. აქვს კომპიუტერულ მეცნიერებათა და გამოყენებითი მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი.

4. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა Pinterest-ის გამოსახულებათა გაცვლის სერვისის პროგრამისტად.

5. 2015 წელს მან დააარსა თავისი პირველი სტარტაპი, საძიებო სისტემა Claimdog და ერთი წლის შემდეგ მიჰყიდა ის კომპანია Credit Karma-ს. გარიგების თანხა არ გახმაურებულა.

6. ალექსი 2016 წელს გაიცნო, როდესაც ორივე WifiCoin-ის პროექტზე მუშაობდა. ისინი აპირებდნენ სერვისის შექმნას, რომელიც ავტომატურად დააჯილდოვებდა კრიპტოვალუტით იმ მომხმარებლებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ წვდომას საკუთარ Wi-Fi-ზე.

მაგრამ CryptoKitties-ით გატაცებამ მათი გეგმები შეცვალა და მეგობრებმა თავიანთი ძალისხმევა მარკეტპლეისის შექმნაზე მიმართეს.

რა არის ცნობილი ალექს ატალახის შესახებ

1. ალექს ატალახი კოლუმბიელი ემიგრანტის ოჯახში 1992 წელს დაიბადა. ის გაიზარდა პარიზში, სადაც მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ.

2. დაბრუნდა შეერთებულ შტატებში უმაღლესი განათლების მისაღებად.

3. 2016 წელს სტენფორდში კომპიუტერულ მეცნიერებაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში.

4. სტენფორდის დამთავრების შემდეგ, ატალახი მუშაობდა რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მათ შორის Palantir Technologies-სა და Dropbox-ში.

5. 2012 წელს  ღია საწყისი კოდის შეტყობინებების გაცვლის პლატფორმა Zulip-ის შექმნაში მონაწილეობდა, რომელიც 2014 წელს Dropbox-მა შეიძინა.  ალექსი შენიშნეს, როგორც კოდირების პერსპექტიული სპეციალისტი და მან Dropbox-ში რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა, ვიდრე წავიდოდა OpenSea-ს შესაქმნელად.

NFT საზოგადოების აზრით, ალექსი და დევინი  მილიარდერებისთვის უჩვეულო თავმდაბლობით გამოირჩევიან. გარდა ამისა, ისინი  საავტორო უფლებებს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და არცერთ ავტორს არ გამოუთქვამს საყვედური პლატფორმის მიმართ დაგვიანებული როიალტისთვის გამო. 2021 წლის სექტემბერში პლატფორმის დამფუძნებლებმა რამდენიმე დღის ვადაში თანამდებობიდან პროდუქტის დირექტორი გაათავისუფლეს, როდესაც გაირკვა, რომ ის NFT-ებს დაბალ ფასად ყიდულობდა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ისინი OpenSea-ს მთავარ გვერდზე გამოჩნდებოდა, და, შესაბამისად, უკვე რამდენჯერმე გაძვირებული.

ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ატალახი და ფინცერი გაუმკლავდნენ პროექტ Blur-ის გამოწვევას. კრიპტოსამყაროში წარმატების მიღწევა თეთრი ხელთათმანებით დიდი იშვიათობაა.