Amazon და AGBO FTX–ის კრახს სერიალში უკვდავყოფენ

ფოტო - Amazon და  AGBO FTX–ის კრახს სერიალში უკვდავყოფენ
Amazon–ში FTX–ის კატასტროფისადმი მიზღვნილი სერიალის გადაღება დააუწყეს. რვა ეპიზეოდი, რომლებზეც AGBO–დან ძმები რუსოები მუშაობენ, ეკრანებზე 2023 წლის გაზაფხულზე გამოვა.
სავარაუდოდ, ხუჭუჭა სემი ისტორიაში შესვლას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მან მხოლოდ თავი შეირცხვინა. FTX–ის კატასტროფა მალე არა მხოლოდ ახალი ამბების ფორმატში, არამედ წიგნების,ტელეშოუების და მხატვრული ფილმების სახით მოგვევლინება.  კინოსტუდია Amazon Studios–მა  ენტონისა და ჯო რუსოს დამოუკიდებელ კინოკომპანიასთან ერთად უკვე სადღაც ნახევარ წელიწადში გეგმავს კრიპტობირჟასა და მის საიდუმლოებზე ორიგინალური სერიალის გამოშვებას.

საპილოტე სერიის სცენარის ავტორი და პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ვეილი გახდა.  ადრე ის  AGBO–სთან  ერთად სუპერჯაშუშულ სერიალზე  «ციხე–სიმაგრე» მუშაობდა, Amazon–თან ერთად კი ტოპ პროვოკაციულ შოუებში მოხვდა  «მონადირეს» წყალობით, რომლის მთავარ როლშიც ალ პაჩინოა. თავად ძმები რუსოები სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან, მაგრამ აწარმოებენ  მოლაპარაკებებს დამატებით რეჟისორების სახით მონაწილეობის მიღებაზე.   

AGBO–ს დამფუძნებელთა აზრით,  FTX–ის კატასტროფა — უკიდურესაც თავხედური თაღლითობაა. სერიალის შექმნის კომენტირებისას ძმებმა რუსოებმა განაცხადეს:
ეს [თაღლითობა] უამრავ სექტორს ეხება — ცნობილ ადამიანებს, პოლიტიკას, მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, დანაშაულებს, სექსს, ნარკოტიკებს და თანამედროვე ფინანსების მომავალს. ამ ყველაფრის ცენტრში ძალზედ იდუმალი ფიგურაა რთული და პოტენციურად საშიში მოტივებით. ჩვენ გვსურს გავიგოთ, რატომ
ანონიმური წყაროები კინოსტუდიის გარემოცვიდან  იუწყებიან, რომ ტელეშოუს საფუძვლად დაედება ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მიღებული  ინსაიდერული ინფორმაცია.რაც შეეხება მსახიობებს,    მათი შერჩევა მოლაპარაკებების შესაძლოა, მთავარი როლები Marvel–ის მსახიობებმა მიიღონ.  

Amazon Studios–ის ხელმძღვანელმა ჯენიფერ სალკემ  რუსოებთან და დევიდ ვეილთან თანამშრომლობის წინადადებით გამოწვეული  სიხარული ვერ დამალა:
უკეთესპარტნიორს ვერც წარმოვიდგენ, რომ ეს მრავალფეროვანი ისტორია Prime Video–ს ჩვენს გლობალურ აუდიტორიამდე მივიტანოთ.
როგორც ჩანს, Apple–თან და  Netflix–თან  FTX–ის შესახებ მაიკლ ლიუისის გამოუცემელი წიგნისთვის  ბრძოლის ფონზე,   Amazon Studios–ში ,   ჭადრაკის ენით რომ ვთქვათ, მხედრის სვლის გაკეთება გადაწყვიტეს. საქმე იმაშია, რომ წინსწრებით  ტოპ მწერლის და ფინანსური ჟურნალისტის ნაწარმოებზე უფლების მოპოვების  მაქსიმალური შანსები  Apple–ს აქვს. კომპანია ნაწარმოების მოტივებზე მხატვრული ფილმის გადაღებას გეგმავს.  

სტუდია Amazon–ის მიერ საკუთარი პროექტის შექმნა— ამ საქმეში თავისი წილის მიღების აშკარა მცდელობაა. მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ მაყურებელი ამისგან მხოლოდ მოიგებს.