SEC-ის დაანონსებული რეპრესიების დასაწყისი

ფოტო - SEC-ის დაანონსებული რეპრესიების დასაწყისი
ბევრი ამას ელოდა და ეს დაიწყო. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო.
გასული რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) აჩვენა, რომ მზად არის, კრიპტობაზრის კონტროლი გაამკაცროს. 

პირველ რიგში, SEC-მა დაადანაშაულა Payward Ventures, Inc. და Payward Trading Ltd., რომლებიც ბირჟა Kraken-ზე იყვნენ პასუხისმგებელნი, იმაში, რომ ისინი კლიენტებს კრიპტოვალუტების სტეიკინგით ფულის გამომუშავების პროგრამას მარეგულირებელში მისი რეგისტრაციის გარეშე სთავაზობდნენ. კომპანიები სტეიკინგის სერვისის მეშვეობით ფასიანი ქაღალდების დაუყოვნებლივ შეჩერებას დათანხმდნენ და კომპენსაციის, სასამართლო მოსაკრებლებისა და სამოქალაქო ჯარიმების სახით $30 მილიონი გადაიხადეს.

SEC-მა ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს, სასამართლოში უჩივლოს Dollar და BUSD სტეიბლკოინების ემიტენტებს. გავრცელებული ცნობებით, ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (NYDFS) უბრძანა Paxos Trust-ს, შეეწყვიტა დოლართან მიბმული Binance USD-ის გამოშვება.

შესაძლო შემოწმებისთვის Coinbase-ის გენერალური დირექტორი ბრაიან არმსტრონგიც ემზადება. თავის ტვიტერზე მან დაწერა: „Coinbase-ის სტეიკინგის სერვისები ფასიანი ქაღალდები არაა. საჭიროების შემთხვევაში, სიხარულით დავიცავთ ამ თვალსაზრისს სასამართლოში“.
წყარო: ბრაიან არმსტრონგის Twitter

წყარო: ბრაიან არმსტრონგის Twitter

Coinbase-ის ოფიციალურ ბლოგში ასევე აღნიშნულია, რომ „ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის გამოყენების მცდელობა ისეთ პროცესებზე, როგორიცაა სტეიკინგი, არანაირად არ ეხმარება მომხმარებლებს, არამედ პირიქით, ნერგავს არასაჭირო და აგრესიულ ვალდებულებებს, რომლებიც ხელს უშლის მათ, მიიღონ  წვდომა კრიპტოვალუტის სერვისებზე და უბიძგებს ოფშორული, დაურეგულირებელი პლატფორმებისკენ“.

ცოტა ხნის წინ, SEC-ის თავმჯდომარემ, გარი გენსლერმა გამოთქვა წინადადება, რომ ციფრული მონეტები შეიძლება ჩაითვალოს ტოკენებად Proof-of-Work-დან Proof-of-Stake-ზე გადასვლის შემდეგ. Ethereum-ის თანადამფუძნებელმა, ჯოზეფ ლუბინმა განაცხადა, რომ კომისიას ETH-ის ფასიან ქაღალდად კლასიფიკაციის არანაირი შანსი არ აქვს. 

SEC-ის რეპრესიებს კრიტიკა არა მხოლოდ კრიპტოსაზოგადოების, არამედ კომისიის შიგნითაც მოჰყვა. SEC-ის კომისარმა, ჰესტერ პირსმა, იგივე „კრიპტოდედამ“ განაცხადა, რომ ზეწოლა Kraken-ზე უსამართლო იყო, ასევე მოუწოდა მარეგულირებელს, ფოკუსირება კომპანიებისთვის გამჭვირვალე წესების შემუშავებაზე მოეხდინა.

2021 წელს კომისიაში გენსლერის მოსვლის შემდეგ, SEC-ის პოლიტიკა კრიპტოვალუტების მიმართ სულ უფრო მტრული გახდა.

წინა უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, მათ შორის SEC-ის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა, 2018 წელს დაადგინა, რომ არც ETH და არც ბიტკოინი ფასიანი ქაღალდები არ არის. თუმცა, მათ წამოიწყეს რამდენიმე სასამართლო პროცესი, რომლებიც დაკავშირებულია არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებთან, მათ შორის Ripple-ისა და Telegram-ის პროექტის, TON-ის წინააღმდეგ.

მანამდე ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, თუ რატომ არის კრიპტოგადასახადებისგან თავის არიდება ცუდი იდეა.