კიდევ ერთი წარმატებული კრიპტოსქამი

ფოტო - კიდევ ერთი წარმატებული კრიპტოსქამი
კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დაკარგა ფული მორიგ კრიპტოთაღლითობაზე, რომლის სახელია Harvest Keeper.
Certik Alert-ის ინფორმაციით, რომელიც თავს  Web3 სმარტ-კონტრაქტების წამყვან აუდიტორად მიიჩნევს და ფლობს სრულ ინსტრუმენტარს დარგის  საიმედო დაცვისთვის, Harvest Keeper თაღლითური პროექტი აღმოჩნდა.

19 მარტის ტვიტში Certik Alert წერს, რომ მათ აქვთ მყარი არგუმენტები საიმისოდ, რომ Harvest Keeper თაღლითობად მიიჩნიონ. „ამ მომენტისთვის ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მომხმარებლის აქტივებიდან დაახლოებით 933,000 აშშ დოლარი იქნა მოპარული. გააუქმეთ ნებართვები EOA-ზე: 0x250ce5a8d8a8f0345fb8708e0575c8ede7710c14. ნუ გადადიხართ პროექტის URL-მისამართზე“, - წერია ტვიტში.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

კომპანია ასევე აცხადებს, რომ Harvest_Keeper-ის კონტრაქტის გადინება გამოიწვია სახსრების მიღების პრივილეგირებულმა ფუნქციამ, რომელმაც დაახლოებით 709,000 დოლარი EOA 0x027c8-ზე გადარიცხა. კონტრაქტი bsc: 0x28120471E1e42e15a71Af5E39cA9f93099F34d2d. თანხები ამჟამად  EOA 0x92288-ზე ინახება.

„ამავდროულად, მომხმარებელთა აქტივები BSC-ს, Ethereum-სა და Polygon-ის ქსელებში ფიშინგური ტრანზაქციებით მეშვეობით მოიპარეს. ფიშინგური ტრანზაქციების შედეგად, ამ დროისთვის, 3 ქსელიდან მოპარულია დაახლოებით $219 000. მოპარული აქტივები EOA 0x15a8a-ზეა გადაყვანილი“, - წერენ ისინი.

Harvest Keeper ასევე ირწმუნებოდა, რომ პროექტი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც „აუმჯობესებს ვაჭრობის პროცესს მაქსიმალური ანაზღაურებისთვის“ და  მომხმარებლებს დეპოზიტებზე 4.81%-იან უკუგებას ჰპირდებოდა.

სტატიის წერის მომენტისთვის  კომპანიის Twitter-ის ანგარიში, ვებგვერდი და Medium გვერდი მიუწვდომელია.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ზოგიერთმა დაზარალებულმა უკვე მიმართა საზოგადოებას კითხვით, თუ როგორ დაიბრუნონ თანხები. სამწუხაროდ, ზოგიერთი მომხმარებლის, კერძოდ  Earn Back Experts-ის და Harvest Keeper Support-ის მიერ მოწოდებული ვარიანტები საეჭვოდ გამოიყურება, რადგანაც პირველს მხოლოდ სამი ტვიტი აქვს. მეორეს კი მხოლოდ ერთი გამომწერი ჰყავს.
წყარო: Certik.com

წყარო: Certik.com

15 მარტს Certik Alert-მა დაადასტურა, რომ Poolz Finance სქამი იყო. მხოლოდ ამ თვეში  ხუთი თაღლითური სქემა გამოვლინდა.

როგორც Gagarin News-მა ადრე დაწერა, Arkham იტყობინებოდა, რომ Arbitrum ქსელმა თანხები 2400 საფულეზე გადარიცხა, რომლებიც შეიძლებოდა გატეხილიყო.

ასევე, აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი სტატია, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ თაღლითური ტოკენი.