არდენ ჯონსი თქვენს არასწორ პარკირებას გადაიხდის

ფოტო - არდენ ჯონსი თქვენს არასწორ პარკირებას გადაიხდის
TikTok-ის ვარსკვლავმა, ლეიბლ Atlantic Records-ის მუსიკოსმა, არდენ ჯონსმა გადაწყვიტა თავისი ტრეკის, Parallel Parking-ის მეორე წლისთავი უჩვეულოდ აღენიშნა. მან შექმნა ჰიტის ლიმიტირებული NFT კოლექცია, რომლის გაყიდვიდან შემოსული მთელი შემოსავალი შემთხვევითი ადამიანების პარკირების ჯარიმებს მოხმარდება.
Parallel Parking არის სინგლი, რომელმაც ახალგაზრდა მუსიკოსის ცხოვრება  მკვეთრად შეცვალა. ორი წლის წინ ჯონსის მიერ  საძინებელში ჩაწერილ სიმღერას წამყვან საუკეთესო მუსიკალურ პლატფორმებზე Spotify, Apple Music და YouTube Music 25 მილიონჯერ მოუსმინეს. არდენმა გადაწყვიტა, შემოქმედების მხარდაჭერისთვის თაყვანისმცემლებისთვის მადლობა გადაეხადა და ამავდროულად, ისინი Web3-ის სამყაროში მოეწვია.
წყარო: sound.xyz

წყარო: sound.xyz

შემსრულებელმა შექმნა Parallel Parking Fund  და ლიმიტირებული NFT კოლექცია პლატფორმაზე sound.xyz. NFT ტრეკების  ღირებულება 0.05 ETH-ს შეადგენს. მათი გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალს ჯონსი აღნიშნულ ფონდში აგზავნიდა, რათა შემდგომ ადამიანებისთვის პარკირების ქვითრები გადაეხადა. არდენმა შესთავაზა თაყვანისმცემლებს, ერთად აღენიშნათ ჰიტის წლისთავი და შეეძინათ ციფრული ვერსია, პროექტში მონაწილეობის მსურველებს კი - ქვითრები Twitter-ზე, ან Instagram-ზე განეთავსებინათ და ის მოენიშნათ. 

რატომ მაინცდამაინც პარკირების ჯარიმები? არდენ ჯონსი დარწმუნებულია, რომ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, მისი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში როლი, შესაძლოა, ვიღაცის მიერ ერთ შემთხვევით მოსმენასაც კი ეთამაშა.  ეს ნიშნავს, რომ პარკირების ქვითრის გადახდა ასევე შეიძლება გახდეს ნიშანდობლივი მოვლენა სრულიად უცხო ადამიანისთვის.
ისეთმა, ერთი შეხედვით წვრილმანმა, როგორიცაა პარკირების ჯარიმა, შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ვიღაცის ცხოვრებაზე, ამიტომ ვიფიქრე, რატომ არ გავხადო ის პოზიტიურად?
- ამბობს ჯონსი sound.xyz-ზე კოლექციის აღწერაში.
პროექტის ფარგლებში 1 ETH ოდენობის 20 NFT გაიყიდა. ეს შეიძლება არ იყოს ისეთი შთამბეჭდავი თანხა, რომელსაც ჩვენ კოლექციების საბაზრო ღირებულების შეფასებისას მივეჩვიეთ, მაგრამ ჯონსი ლურჯ ჩიპებთან კონკურენციაში შესვლას არ აპირებდა. Parallel Parking-ის მიზანი მიღწეულია: მუსიკოსმა მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლებს და ხელოვნებისა და ქველმოქმედების შერწყმით, სახალისო ფორმით გააცნო მათ Web3. 
წყარო: Twitter

წყარო: Twitter