აშშ-მა მომდევნო 7 წელიწადში, შესაძლოა, 1 მლნ ვაკანსია დაკარგოს

ფოტო - აშშ-მა მომდევნო 7 წელიწადში, შესაძლოა, 1 მლნ ვაკანსია დაკარგოს
საუბარია web3 დეველოპერების და მასთან დაკავშირებულ მილიონობით არატექნიკური სპეციალობის სამუშაო ადგილზე. მიზეზი - იძულებითი კონტროლისადმი მარეგულირებლების უზომო სწრაფვა. ცოტა ხნის წინ Electric Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში აშშ-ის წილი web3-ის გლობალურ დეველოპმენტში 40-დან 29%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ადრე აშშ web3 პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის უმსხვილესი ცენტრი იყო, მაგრამ ახლა ქვეყნები, სადაც რეგულირების უფრო მკაფიო წესებია (ევროპაში და აზიაში), ერთმანეთს პირველობისთვის ეჯიბრებიან. შეძლებს თუ არა აშშ ლიდერობის შენარჩუნებას?

GC
GN Crypto
ავტორი