Integral Reality Labs-თან (IRL) პარტნიორობით, Ubisoft სათამაშო სერიის მოყვარულთათვის ექსკლუზიურ კოლექციას Assassin's Creed Smart Collectibles გამოუშვებს. კომპანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური საკოლექციო ნივთის მიღების საშუალებას მოგცემთ.
ის ფორმირდება "ციფრული სულის" საფუძველზე, რომელსაც გააჩნია უნიკალური ტოკენი (NFT) Polygon-ის ქსელში. მისი კონფიგურირება შესაძლებელი იქნება Soul Customizer-ის მეშვეობით (ინტერაქციული 3D რედაქტირების გვერდი). იშვიათობიდან გამომდინარე, ტანსაცმლის, იარაღისა და პერსონაჟების მდგომარეობის მრავალრიცხოვანი ვარიანტი გაიხსნება. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ორიგინალური სუვენირის შექმნა გამჭვირვალე კუბის სახით, რომელშიც სათამაშო ფიგურაა მოთავსებული.
ფიზიკური საკოლექციო ნივთების მაგალითები. წყარო: Assassin's Creed Smart Collectibles-ის ოფიციალური Twitter.
ეს მიდგომა, ფაქტობრივად, აყალიბებს კავშირს საკოლექციო ნივთების ორ ვერსიას შორის, თუმცა ის მხოლოდ ვიზუალურად არ ვლინდება. თითოეულ კუბს გააჩნია ავთენტურობის დამადასტურებელი უნიკალური იდენტიფიკატორი Authentic Vision და "ციფრულ სულთან" მიბმული NFC ჩიპი. სკანირებისას ის სპეციალურ IRL აპლიკაციაში იხსნება და მომავალში დეველოპერები გეგმავენ, დაამატონ სხვადასხვა ურთიერთქმედება: დავალებები, მიღწევები და დონის ამაღლება, რაც საშუალებას გაძლევთ, გახსნათ რეცეპტები ახალი ატრიბუტების შესაქმნელად.
გარდა ამისა, კომპანია გეგმავს, გამოუშვას 1500 შეზღუდული Pieces of Eden Pass, რომლებიც უზრუნველყოფს წვდომას ექსკლუზიურ თავისებურებებზე, ლიმიტირებულ "ციფრულ სულებსა“ და პერსონაჟის ფიზიკური რეალიზაციის შექმნაზე რიგების გარეშე. ეს იქნება ფუნქციონალური დანამატი მომხმარებლებისთვის.
საერთო ჯამში, გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი და უზარმაზარი მოთხოვნის გამო "ციფრული სულის" შესყიდვების დროის ძალიან მოკლე პერიოდს პროგნოზირებს. ამასთან, გაყიდვების დაწყების ოფიციალური თარიღი და ფასები ჯერ არ გამოცხადებულა. როგორც ჩანს, ბევრი უბრალოდ ვერ მოასწრებს NFT-ს ყიდვას საბაზისო პლატფორმაზე და სჯობს, მეორადი ბაზრის (OpenSea, Blur) იმედად იყვნენ.
ჩვენი მიზანია, დავამატოთ კოლექციონირების ახალი დონეები, რათა თაყვანისმცემლებს მივცეთ საშუალება, ნამდვილად გამოავლინონ თავიანთი ინდივიდუალობა და გემოვნება რარიტეტული ნივთების მიმართ. ციფრული იდენტიფიკატორები ფიზიკურ ინდიკატორებთან ერთად ამას შესაძლებელს გახდის, – © Assassin’s Creed Smart Collectibles-ის ოფიციალური Official Twitter.
ასევე მოდით, გავიხსენოთ, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიების მიმართ Ubisoft-ის დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, გუნდს წარსულში ჰქონდა უარყოფითი გამოცდილება თამაშ Recon: Breakpoint-თან დაკავშირებით. ხელმძღვანელობამ პროექტი დახურა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ადამიანები ტექნოლოგიებში უბრალოდ ვერ ერკვეოდნენ. ისღა დაგვრჩენია, გვქონდეს იმედი რომ ამჯერად ისინი შეძლებენ მაღალი ხარისხისა და წარმატებული პროდუქტის შექმნას.