ავტომატური გადახდა Visa-სგან L2-ბლოკჩეინ StarkNet-ის მეშვეობით

icon ETH
icon FOR
ფოტო - ავტომატური გადახდა Visa-სგან L2-ბლოკჩეინ StarkNet-ის მეშვეობით
Visa-მ Ethereum-ის ეკოსისტემის აქტივებისთვის რეგულარული ავტომატური გადახდის სერვისი შექმნა. ასეთი გადახდები კლასიკური საბანკო სისტემისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ კრიპტოვალუტის ინდუსტრიისთვის ეს სრულიად ახალი ოფციონია.
საერთაშორისო გადახდის სისტემა Visa დროულად მიხვდა, რომ კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინის მიმართულება ახალი ტრენდია, რომელიც სერიოზულად და დიდი ხნით შემოვიდა, ეს კი ნიშნავს, რომ მისი უგულებელყოფის ნაცვლად, ამით ფულის კეთება უნდა ვისწავლოთ. ამიტომ Visa-მ ორგანიზაციული სტრუქტურის რეფორმა სასწრაფოდ მოახდინა და შექმნა ქვედანაყოფი, რომელმაც ვირტუალური ვალუტებისა და ბლოკჩეინის სფეროში ახალი სერვისებისა და პროდუქტების მიზანმიმართული შექმნა და ტესტირება დაიწყო. 

Visa-ს კრიპტოვალუტის გადახდის ბარათების გამოშვების კუთხით რამდენიმე კოლაბორაცია აქვს: Binance Visa Card, The Crypto.com Visa Card და სულ ცოტა ხნის წინ Huobi Visa Card. წამყვან კრიპტობირჟებთან პარტნიორობა ნამდვილად წარმატებული მარკეტინგული ხრიკია, რომელიც ადასტურებს, რომ Visa ახალ ბაზრებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ამ ბანკთაშორისი გადახდის სისტემის ღიაობაზეა ორიენტირებული. 

ახლა კი ახალი სერვისების დროც დადგა, რომლების გადატანაც Visa-მ კლასიკური ბანკინგის სამყაროდან კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში გადაწყვიტა.

ბლოკჩეინზე სერვის Standing Order-ისა და Direct Debit-ის გამეორების მცდელობა

რა თქმა უნდა, Visa-მ იმით დაიწყო, რომ ბლოკჩეინზე კარგად ნაცნობი საბანკო სერვისების გამეორება სცადა. Standing order მუდმივი დავალებაა, რომელიც ერთსა და იმავე კონტრაგენტის მისამართით რეგულარულად მეორდება. Direct Debit რეგულარული გადახდაა, რომელიც ბალანსიდან პირდაპირ და ავტომატურად, გადამხდელის მხრიდან რაიმე დადასტურების, ან ელექტრონული ხელმოწერის მოთხოვნის გარეშე ჩამოიწერება. საკმარისია მხოლოდ ნებართვა, რომელიც ბანკს ასეთი ჩამოწერების რეგულარული განხორციელების უფლებას მისცემს. გადახდის სწორედ ამ ფორმატების შექმნა და გატესტვა Visa-მ ბლოკჩეინ Ethereum-ზე გადაწყვიტა.

განხორციელების დროს ახალი კონცეფციის ტესტირება გადაწყდა. ეს Ethereum-ის დეველოპერების ერთ-ერთი შემოთავაზებაა, რომელიც მომხმარებლის ანგარიშის აბსტრაქცია. ასევე უნდა გამოეკვლიათ, როგორ შეიძლება სმარტ კონტრაქტების გამოყენება  რეგულარული გადახდების პროგრამირებისთვის. შედეგად, სპეციალურად დაწერილი სმარტ კონტრაქტის დახმარებით, შეიქმნა გადაწყვეტილება, რომელსაც თანხების ავტომატურად და გარკვეული რეგულარულობით ჩამოწერა, ასევე არაკასტოდიალური საფულიდან გადახდების კრიპტოვალუტაში  გაგზავნა შეუძლია. 

იუზქეისი

Visa ასეთი ჰიპოთეზური სცენარის განხილვას სთავაზობს: დღეს 25 თებერვალია. ალექსი შვებულებაში, ალპებში მიემგზავრება და 10 მარტს დაბრუნდება. მას ყოველთვიური იპოთეკური, საკაბელო ტელევიზიისა და კომუნალური გადასახადები 5 რიცხვამდე უწევს. წასვლამდე ამ ყველაფრის გადასახდელად მას ახლა საკმარისი ფული არ აქვს (ავიაბილეთები და ტურის ღირებულება საკმაოდ ძვირი იყო), მაგრამ ეყოფა, როდესაც 1 მარტს ხელფასი ჩაერიცხება. როგორ ისიამოვნოს სათხილამურო შვებულებით ალექსმა ისე, რომ  ყველა ეს მნიშვნელოვანი გადასახადი არ გამოტოვოს?
გადახდის საშვებულებო კალენდარი

გადახდის საშვებულებო კალენდარი

გადარიცხვის სირთულე

Visa-ს მიერ ასეთი სერვისის განხორციელების პირველივე მცდელობა, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. ბევრმა შეიძლება თქვას - მერე რა, ჩვეულებრივი რეგულარული  გადახდები! რა არის აქ ასეთი რთული? ეს ხომ სტანდარტული, ყველასთვის ნაცნობი სერვისია! და ისინი მართლები იქნებიან. მართლაც, ალექსს საბანკო ანგარიში რომ ჰქონოდა, ეს მარტივი პროცესი იქნებოდა. მას მხოლოდ თავისი Visa ბარათიდან რეგულარული გადახდების კონფიგურაცია უნდა მოეხდინა, რათა გადასახადების გადახდა ავტომატურად მომხდარიყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამის განხორციელება ბლოკჩეინზე არც ისე მარტივია. იმის გასაგებად, თუ რატომ ხდება ეს ასე, მოდით, ბლოკჩეინ Ethereum-ის ამჟამინდელი შესაძლებლობები და შეზღუდვები განვიხილოთ. დავიწყოთ ტერმინოლოგიის განმარტებით, რომელიც პრობლემის არსის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

Ethereum-ზე არსებული ანგარიშები

დღეს ქსელ Ethereum-ში ორი ტიპის მომხმარებლის ანგარიშები არსებობს: გარე ანგარიშები (EOA), რომლებიც ჩვეულებრივ მომხმარებლის ანგარიშებად მოიხსენიება  და საკონტრაქტო  ანგარიშები (CA), რომლებსაც სმარტ კონტრაქტებად მოიხსენიებენ. მომხმარებლის ანგარიშს, რომელიც პირადი გასაღებით იმართება, ტრანზაქციების გაგზავნა შეულია. სმარტ კონტრაქტს ასოცირებული კოდი აქვს, რომლის შესრულება შესაძლებელია, თუმცა კონტრაქტს ტრანზაქციების დამოუკიდებლად განხორციელება არ შეუძლია. ტრანზაქციები ყოველთვის მომხმარებლის ანგარიშიდან უნდა ხორციელდებოდეს და მისი გასაღებით იყოს ხელმოწერილი. ტრანზაქციაში ჩვენ როგორც ბლოკჩეინ Ethereum-ში მომხმარებლის ანგარიშებს შორის კრიპტოაქტივების მარტივ გადაცემას, ასევე უფრო რთულ იუზქსეისსაც ვგულისხმობთ, რომელიც სმარტ კონტრაქტების მეშვეობით შესრულებული ოპერაციების სერიას მოითხოვს.

Ethereum-ზე არასკასტოდიალური საფულეების მეშვეობით ავტომატური გადახდების შეუძლებლობა

დავუბრუნდეთ ალექსის მდგომარეობას. დავუშვათ, მას მომხმარებლის ანგარიში და საფულე, აქვს სადაც მისი ხელფასი ირიცხება და საიდანაც მას იპოთეკის, საკაბელო ტელევიზიისა და კომუნალური მომსახურების გადახდა სურს. ანგარიშების დასაფარად, ალექსმა ტრანზაქციის ინიციირება უნდა მოახდინოს, რომელიც კრიპტოაქტივებს მისი EOA-დან მომხმარებლის ანგარიშზე გადარიცხავს, რომელიც მიმღებს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ანგარიშების გენერირებას ახდენს და მათ გადახდას ელოდება. ალექსის EOA-სთან დაკავშირებულია კერძო გასაღები, რომელიც მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. 

ეს პირადი გასაღები ელიფსური მრუდით ციფრული ხელმოწერის ალგორითმის (ECDSA) გასააქტიურებლად გამოიყენება, რაც ასეთი ტრანზაქციის შესაქმნელად საკვანძოა. სწორედ აქ ჩნდება პრობლემა! თუკი ალექსი შვებულებაშია და საფულეზე წვდომა არ აქვს, ვინ იქნება ტრანზაქციის შექმნის ხელმოწერის ინიციატორი, რათა გადახდა განხორციელდეს?

ერთ-ერთი გამოსავალი ალექსის მიერ არაკასტოდიალური საფულის გამოყენებაა. ასეთი საფულის დახმარებით სერვისის პროვაიდერი პირად გასაღებს აკონტროლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალექსი მისი თანხების შენახვას მესამე მხარეს ანდობს. პლუსი ისაა, რომ ალექსს ავტომატური გადახდის დაყენების შესაძლებლობა აქვს. ვინაიდან პროვაიდერი მხარეა, რომელიც საფულეს მართავს და მის პირად გასაღებზე წვდომა აქვს, მას შეუძლია, შექმნას ხელმოწერა, რომელიც ტრანზაქციების განსახორციელებლად და დაგეგმილი რეგულარული გადახდების გასაგზავნად არის საჭირო. არის მინუსიც. მიუხედავად იმისა, რომ  კასტოდიალური საფულე ალექსის პრობლემას აგვარებს, ის მისი მხრიდან პროვაიდერის მიმართ ნდობას საჭიროებს, რომელიც სახსრებს ინახავს.

არაკასტოდიალური საფულის გამოყენებით, მფლობელს თავის აქტივებსა და პირად გასაღებზე სრული კონტროლი აქვს. მაგრამ ყველაფერზე პერსონალური (შუამავლების გარეშე) კონტროლის გამო, ალექსს ავტომატური გადახდის დაყენება არ შეუძლია, ვინაიდან გადახდის ხელმოწერისთვის პირადი გასაღები მან თავად უნდა გამოიყენოს და ოპერაციის ინიციირება პერსონალურად უნდა მოახდინოს. ალპებში კი თოვლი, თხილამურები, კარგი ბიჭები არიან და რაღაც მოსაწყენი ტრანზაქციების დრო საერთოდ არ არის. 

მაშ, რა უნდა გააკეთოს ალექსმა, თუ არ სურს, თავისი აქტივები შუამავლებს ანდოს და ამავე დროს, უნდა, არაკასტოდიალური საფულე გამოიყენოს და კრიპტოვალუტაში რეგულარული გადახდები განახორციელოს?

ანგარიშის აბსტრაქცია და დელეგირების ფუნქცია

მომხმარებლის ანგარიშის აბსტრაქცია (AA) არის გადაწყვეტილება, რომელიც მომხმარებლის ანგარიშებსა და სმარტ კონტრაქტებს Ethereum-ის მომხმარებლის ანგარიშის ახალ, ერთ ტიპად აერთიანებს, რაც მომხმარებლის ანგარიშებს სმარტ კონტრაქტებად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ამგვარად, AA-ს საფუძველზე ავტომატური რეგულარული გადახდებისთვის მოსახერხებელი გადაწყვეტილების შექმნის შესაძლებლობა ჩნდება. 

ამისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ოფციონი  დელეგირების ფუნქციაა. მისი წყალობით, AA-ს პრაქტიკაში ავტომატური გადახდების შექმნა რეალურად შეუძლია. 

Visa-ს გადაწყვეტილება AA-ს გამოყენებასა და დელეგირების უფლების მქონე ახალი ტიპის მომხმარებლის ანგარიშის შექმნაა. სმარტ კონტრაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კონცეფცია კოდში გარკვეული ტიპის ტრანზაქციების შექმნის წესებისა და მათი ავტონომიური შექმნის დელეგირებული უფლებების ყველა პირობის შენახვას ეყრდნობა. ფაქტობრივად, AA ავტომატურის გადახდის სმარტ კონტრაქტის უფლების დელეგირების, მომხმარებლის ანგარიშის ინსტრუქციების წარდგენის, გარკვეული რეგულარობით წინასწარ ნებადართული push-გადახდის ინიციატივის საშუალებას იძლევა. რთულია, მაგრამ როგორც არის.
ავტომატური რეგულარული გადახდის გადაწყვეტა აბსტრაქტული ანგარიშით, სმარტ კონტრაქტითა და დელეგირების ფუნქციით

ავტომატური რეგულარული გადახდის გადაწყვეტა აბსტრაქტული ანგარიშით, სმარტ კონტრაქტითა და დელეგირების ფუნქციით

არასრულყოფილების და პროტოკოლის მკაცრი მოთხოვნების გამო, ბლოკჩეინ Ethereum-ზე ასეთი განხორციელება უკიდურესად რთულად მიიჩნიეს და უარით გაისტუმრეს

Visa-ს არჩევანი - მეორე დონის ბლოკჩეინი StarkNet

ვინაიდან Ethereum-ს AA-ს მხარდაჭერა ჯერ კიდევ არ აქვს, Visa-მ დელეგირებული ანგარიშებისთვის გადაწყვეტილებების რეალიზაცია მეორე დონის (L2) ბლოკჩეინ StarkNet-ზე გადაწყვიტა. ის  L1 ბლოკჩეინის (Ethereum) გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით შეიქმნა და ამასთან, რიგი სხვა საინტერესო ოფციონებიც აქვს.
 
ბლოკჩეინი StarkNet კრიპტოსტარტაპმა StarkWare შეიმუშავა. StarkNet-ის მომხმარებლის ანგარიშის მოდელი არის ის, რასაც მანამდე АА-ს უწოდებდნენ. იმ დროს, როდესაც L1 ბლოკჩეინის კონკრეტული მომხმარებლის ანგარიშები ამოწმებს, შემოდის თუ არა ტრანზაქცია სწორი ხელმოწერით, აბსტრაქტული ანგარიშები უბრალოდ თვალს ადევნებენ, შემოდის თუ არა ტრანზაქცია წინასწარ მოცემული მისამართიდან. 

აბსტრაქტული მომხმარებლის ანგარიშების გამოყენებისას, თუ ვინმე თქვენს მისამართზე ERC-ტოკენს აგზავნის, ასეთი ტრანზაქცია ამ აქტივის სმარტ კონტრაქტთან ურთიერთქმედებას ააქტიურებს. შედეგად, კრიპტოვალუტის მფლობელი გამგზავნის მისამართის მიმღების მისამართით მარტივი ჩანაცვლებით იცვლება. 

ბლოკჩეინ StarkNet-ის წყალობით, Visa-მ არაკასტოდიალური საფულის გამოყენებით ავტომატური რეგულარული გადახდების რეალიზება შეძლო, რისთვისაც დელეგირების შესაძლებლობის მქონე მომხმარებლის ანგარიშები გამოიყენა. ეს სერვისი ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია, სანამ Visa ამ სერვისს ღია ბაზარს შესთავაზებს. როგორც ჩანს, ეს არც ისე შორია.