Ball is our Friend Project – საფეხბურთო NFT მშვიდობისთვის

ფოტო - Ball is our Friend Project – საფეხბურთო NFT მშვიდობისთვის
მარტის დასაწყისში იაპონიაში დაიწყო პროექტი “Ball is our Friend Project”. პროექტის გლობალური მიზანია ომების სრული შეწყვეტა ფეხბურთის პოპულარიზაციის გზით.
"მე მინდა მივაღწიო დიად მშვიდობას ფეხბურთის საშუალებით", - ამბობს მანგას პერსონაჟი კაპიტანი ცუბაშა (Tsubasa) თავის "მსოფლიო მშვიდობის საფეხბურთო დეკლარაციაში". იქნებ სწორედ ამიტომ გახდა იაპონური კომიქსების პოპულარული პერსონაჟი „Ball is our Friend Project“-ის სახე? კაპიტანი ცუბაშა იაპონელმა კარიკატურისტმა და მხატვარმა იოიჩი ტაკაჰაშიმ შექმნა. მანგას სერია, რომელშიც მთავარი გმირი "Ball is our Friend Project"-ი არის, უკვე 14 წიგნის ითვლის და ფანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"Ball is our Friend Project-ის" რეალიზაციის ფარგლებში, ორგანიზატორებმა დაიწყეს ბურთების შეძენისთვის საჭირო თანხების შეგროვება ბავშვებისთვის 12 ქვეყნიდან - ფილიპინებიდან, კამბოჯიდან, ვიეტნამიდან, კენიიდან, ეთიოპიიდან, უგანდიდან, ეკვადორიდან, სალვადორიდან, გვატემალიდან, ერაყიდან, სირიიდან და იორდანიიდან. როგორც მიხვდით, ინიციატივის დაფინანსების წყარო თემატური NFT-ების გაყიდვაა. მათი მოჭრისთვის ძალისხმევა გააერთიანეს სპეციალურად შექმნილმა TSUBASA Co., Ltd.-მ და ბლოკჩეინ თამაშების შემქმნელმა და NFT გადაწყვეტილებების პროვაიდერმა double jump.tokyo.

პროექტის ამბასადორად ცნობილი იაპონელი ფეხბურთელი, კლუბ "სერესო ოსაკას" ნახევარმცველი შინჯი კაგავა აირჩიეს. სათამაშო კარიერის განმავლობაში ის 2011 წელს გახდა აზიის თასის მფლობელი, თამაშობდა ევროპის წამყვან კლუბებში, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედში".

Tsubasa NFT-ის პირველი სერია მოიცავს ფეხბურთის ბურთის გამოსახულებების სერიას, რომელთაც იოიჩი ტაკაჰაშის ორიგინალური ილუსტრაციები ამშვენებს. მათ შორის არის 280-ზე მეტი ლეგენდარული სცენა მხატვრის პოპულარული მანგიდან. ამასთან, ხელოვნების უნიკალური ნიმუშის შესაქმნელად NFT-ის ფონი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევა.

პროექტი 2 მარტს დაიწყო. პრესეილის 2 საათის განმავლობაში მოწვეულთა სპეციალური სიისთვის განკუთვნილი Tsubasa NFT-ის ლიმიტირებული ოქროს სერია გაიყიდა. ერთი NFT-ის ღირებულებამ 0.08 ETH შეადგინა.

ამის შემდეგ გაიხსნა 12-დღიანი საჯარო სეილი, რომლის დროსაც პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე NFT-ს შეძენა 0.1 ETH-ად იყო შესაძლებელი. სურვილისამებრ, ყოველი Tsubasa NFT კონვერტირდება soulbound tokens-ში (SBT) "კუტიურიე" იოჩი ტაკაჰაშის ნამდვილ საფეხბურთო ბურთებში შემდგომი გადაცვლის მიზნით.  

და ბოლოს, ახალი სამშვიდობო ინიციატივის ტექნიკური შემსრულებელიც ვახსენოთ. კომპანია double jump.tokyo 2018 წელს დაარსდა და ახლა ითვლება წამყვან იაპონურ სტარტაპად, რომელიც სპეციალიზდება NFT გადაწყვეტილებებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაშების შემუშავებაზე.

2022 წელს Double jump.tokyo-მ აამოქმედა 2XJ „WEB3 Tech Studio“, სადაც ცნობილ IT ბრენდებთან თანამშრომლობით web3 პროექტებს ქმნის.