Bedrock-ი Optimism-ზე: ოპტიმიზაცია და დაბალი საკომისიო?

ფოტო - Bedrock-ი Optimism-ზე: ოპტიმიზაცია და დაბალი საკომისიო?
Optimism-ის დეველოპერებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ პროტოკოლის განახლება, სახელწოდებით Bedrock, 6 ივნისს მოხდება. ის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, სტაბილურობასა და საკომისიოების მნიშვნელოვან შემცირებაზეა მიმართული.
ინსტალაცია თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, ნებისმიერი გადარიცხვა მიუწვდომელი იქნება, მომხმარებლებმა კი განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ბლოკჩეინის წაკითხვაზე წვდომა აქტიური დარჩება. არსებითად, ეს არის ჰარდფორკი, სადაც ქსელი ინარჩუნებს ბალანსებს, კონტრაქტის მისამართებს, ტრანზაქციისა და ბლოკების მონაცემებს. ამიტომ, შეშფოთებისა და სახსრების გადარიცხვის რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, მაგრამ თუ Optimism-ზე არსებულ სავაჭრო აპლიკაციებში გახსნილია მარჟინალური პოზიციები, შეფერხების დროს რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, უმჯობესია მათი დახურვა. 
Bedrock არის პროტოკოლის პირველი მსხვილი განახლება, რომელსაც კენჭი უყარა და დაამტკიცა Optimism Governance-მა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა
, – © Optimism-ის დეველოპერები.

რა შეიცვლება განახლების შემდეგ?

1. საკომისიო: მონაცემთა შეკუმშვის ოპტიმიზაცია და გაზის მინიმალური მოხმარება L1-ზე ტრანზაქციების გაგზავნისას პროტოკოლისა და უსაფრთხოების დაბალ ხარჯებს გამოიწვევს. ეს რიგითი მომხმარებლების მოსაკრებელზე დადებითად აისახება -  დეველოპერები საფასურის 47%-ით შემცირებას პროგნოზირებენ.

2. დეპოზიტები: ქსელის რეორგანიზაციის მხარდაჭერის წყალობით, მნიშვნელოვნად შემცირდება სახსრების დარიცხვის დრო. ახლა ის  დაახლოებით ათს წუთს შეადგენს, მაგრამ Optimism-ის გუნდის პროგნოზით, მათ პროცესის დაჩქარება თითქმის ოთხჯერ (სამ წუთამდე) მოახერხეს.

3. ნოდის (კვანძის) წარმადობა: რამდენიმე ტრანზაქციის ერთ rollup ბლოკში გაერთიანება და პროტოკოლის ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა მონაცემთა წლიური მოცულობის ზრდას 15 გბ-ით შეამცირებს. 

4. Ethereum-თან ეკვივალენტობა: ამ განახლებას დეველოპერები  ნულიდან ქმნიდნენ, რათა Ethereum-ისა და EVM კოდებთან მაქსიმალური თავსებადობა შეექმნათ. მათ მოუწიათ ბევრი ფუნქციის (დაპროექტების შაბლონები, ტრანზაქციის მოდელები) შეცვლა, ან წაშლა, ასევე ისეთი რაღაცების დამატებაც, როგორიცაა ქსელის რეორგანიზაცია, EIP-1559-ის მხარდაჭერა და ა.შ. 

5. ხიდის უსაფრთხოება: L1-ზე სახსრების ორეტაპიანი გატანის განხორციელება (შემოწმება და დასრულება) ამ პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის, ექსპლოიტის ალბათობას შეამცირებს და ქსელის მონაწილეებს შორის ურთიერთქმედებას გააუმჯობესებს. 

დანარჩენი ცვლილებები წმინდა ტექნიკური ხასიათისაა, შემოწმებულია Sherlock-ის მიერ (Ethereum-ზე დაფუძნებული სმარტ კონტრაქტების აუდიტორი) და  რიგითი მომხმარებლისთვის სასარგებლო ინფორმაციას არ შეიცავს. თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ: მათი მიზანი შეცდომების რაოდენობის შემცირება და მესამე მხარის აპლიკაციების დეველოპერებისთვის პროტოკოლის ოპტიმიზაციაა.