ანონიმური მონეტა Beldex (BDX) - Monero-ს "მკვლელი"

icon BDX
ფოტო - ანონიმური მონეტა Beldex (BDX) - Monero-ს "მკვლელი"
კარგმა მოსწავლემ მასწავლებელს უნდა აჯობოს. მონეტა Beldex, რომელიც თავდაპირველად ანონიმური გადარიცხვებისთვის განკუთვნილი მორიგი აქტივის სახით შეიქმნა (Monero-ს, Zcash-ის, ან Dash-ის კონკურენტი), შემდგომში გადაიქცა გაცილებით უფრო დიდ პროექტად - კონფიდენციალური სერვისების ეკოსისტემად, რომელიც Web3-ზეა ორიენტირებული.

თავიდანვე, კრიპტოვალუტა Beldex დეველოპერების მიერ იმისთვის შეიქმნა, რომ მშობელ აქტივზე, მონეტა Monero-ზე უკეთესი ყოფილიყო, რომლის ფორკსაც თავად წარმოადგენს. კოდის გარდა, Monero-სგან მან თანამედროვე კონფიდენციალურობის ყველა მექანიზმი და ალგორითმი გადმოიღო, რათა ისინი გაეუმჯობესებინა და ამავდროულად, რაღაც თავისი, უნიკალური დაემატებინა. უპირველეს ყოვლისა, Beldex-ის დეველოპერებს მოსწონდათ ის ფაქტი, რომ გადარიცხვების ანონიმურობის შენარჩუნებაზე Monero-ს საჯარო ბლოკჩეინი სხვებზე მეტად ზრუნავდა და შეთანხმების მხარეთა მთელ პირად ინფორმაციას მალავდა. გადარიცხვის თანხების, მონეტების გამგზავნებისა და მიმღებების საფულეების მისამართების ნახვა, ასევე საფულის ბალანსზე, ან ტრანზაქციების ნუსხაზე წვდომის მიღება Monero-ში შეუძლებელი იყო. თუმცა, ეს ბლოკჩეინი დაბალი გამტარუნარიანობით გამოირჩეოდა და მოქნილი მასშტაბირება უჭირდა. სწორედ ამიტომ, 2018 წელს, Monero-ს ჰარდფორკის შედეგად, გაჩნდა კრიპტოვალუტა Beldex, რომელსაც მშობელი აქტივის პრობლემების უმეტესი ნაწილი უნდა გადაეჭრა.

პარადიგმის შეცვლა

თავდაპირველად, Beldex-ის PoW ქსელი მუშაობდა CryptoNote-ის კონსენსუსის ალგორითმზე, ხოლო მაინინგში, Monero-ს მსგავსად, ASIC-მდგრადი RandomX-ი იყო ჩართული. მონეტა BDX-ის ემისიისა და ბლოკების შექმნისთვის ჯილდოების მისაღებად მომხმარებლები მაინინგ ნოდებს ქმნიდნენ და მონეტებს CPU/GPU-ს მეშვეობით მოიპოვებდნენ.
 
2021 წელს, დეველოპერებმა გადაწყვიტეს, პარადიგმა შეეცვალათ და CeFi-დან გადასულიყვნენ DeFi-ზე - ბაზარზე, რომელიც კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ინსტრუმენტების და სერვისების ნაკლებობას განიცდის. ამისთვის მოხდა ქსელის მიგრაცია ალგორითმზე Proof-of-Stake. თუმცა, გადაწყდა მასტერნოდების დატოვება (ამ ტიპის კვანძის განსათავსებლად, პულში 10 000 BDX-ი უნდა იყოს გაყინული).

Beldex-ის PoS-ქსელი

დანერგილმა კონსენსუსმა Proof-of-Stake გააუმჯობესა Beldex-ის ქსელის რამდენიმე საკვანძო მაჩვენებელი. ბლოკების ფორმირების დრო შემცირდა, მათი ზომა დაპატარავდა და რაც მთავარია, ჯილდო გაიზარდა. ბლოკების შექმნისთვის საჭირო დრო 4-ჯერ შემცირდა და ძველ PoW ქსელის 2 წუთის ნაცვლად, მხოლოდ 30 წამი შეადგინა. ბლოკის ჯილდო 5-ჯერ გაიზარდა - 2 BDX-დან 10 BDX-მდე, საიდანაც 62.5% მასტერნოდის მფლობელებს ეგზავნებოდა, ხოლო 37.5% - საერთო ფონდში. ქსელში ასევე გამოჩნდა მყისიერი Flash  ტრანზაქციები (Lightning Network-ის ანალოგი).
 
ამჟამად გამოშვებული 9,9 მილიარდი მონეტიდან მიმოქცევაშია 4 მილიარდზე მეტი BDX. დანარჩენი დაბლოკილია და 2025 წლამდე ბაზარზე ნაწილ-ნაწილ მოხვდება. 

კიდევ რა შეიცვალა მიგრაციის შემდეგ

დეველოპერებმა განაგრძეს ანონიმურობის ტექნოლოგიების მუდმივი დახვეწა და სერვისების სიის გაფართოება. ისევე, როგორც ადრე, Beldex-ის ბლოკჩეინში შეუძლებელია ტრანზაქციის თანხის, მიმღებისა და გამგზავნის მისამართების დადგენა, საფულის ბალანსები კი ისევ დაფარულია.

გარდა ამისა, ქსელში მოხდა შემდეგი ცვლილებები:

  • შეიქმნა Beldex-ის ეკოსისტემა (dApps სერვისებისა და აპლიკაციების კოლექცია);
  • დაინერგა Ethereum-ის ვირტუალური მანქანა (EVM) სმარტ კონტრაქტებისა და dApps-ის შესაქმნელად;
  • ხელმისაწვდომი გახდა სტეიკინგი და კლასიკური DeFi სერვისები, კერძოდ დაკრედიტება და სესხები;
  • BDX მონეტა Beldex-ის ეკოსისტემის ფარგლებში და ყველა „ადგილობრივი“ dApp-ისთვის ნატიური აქტივი გახდა;
  • დაინერგა მყისიერი Flash ტრანზაქციები;
  • ხელმისაწვდომი გახდა ღრუბლოვანი ჰოსტინგის სერვისები მასტერნოდების განთავსებისთვის;
  • დაინერგა გამოყოფილი BNS დომენები, რომლებიც BDX საფულის მისამართების დასახელებებს ამარტივებს;
  • ონლაინ ტრანზაქციები ნაგულისხმევად ანონიმურია (Zcash-ისა და Dash-ისგან განსხვავებით);
  • კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია კრიპტოგრაფიული დაშიფვრის მეთოდებითა და ტექნოლოგიებით (რგოლური  ხელმოწერები, RingCT, ფარული stealth-მისამართები, zk-SNARKS და ა.შ.).
ახალ ალგორითმზე მიგრაციისა და პარადიგმის შეცვლის შემდეგ, ორიენტაცია კონფიდენციალურობასა და პრივატულობაზე პრიორიტეტად დარჩა

ახალ ალგორითმზე მიგრაციისა და პარადიგმის შეცვლის შემდეგ, ორიენტაცია კონფიდენციალურობასა და პრივატულობაზე პრიორიტეტად დარჩა

Beldex-ის ეკოსისტემა

დეველოპერები DeFi-ის ბაზარზე ხელცარიელები არ მისულან. რამდენიმე წლის განმავლობაში დაპროექტდა მოსახერხებელი და user-friendly სერვისები, რომლებიც ტრანზაქციების ანონიმურობასა და მომხმარებლების კონფიდენციალურობას უზრუნველყოფდნენ. ამ გადაწყვეტილებებიდან ზოგიერთი, მაგალითად მესენჯერი BChat, გაზვიადების გარეშე, ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოადგენს.
 
BChat. დეცენტრალიზებული ანონიმური მესენჯერი, რომელიც უსაფრთხო კომუნიკაციის გარანტიას იძლევა. დაშიფრული შეტყობინებებისა და მეტამონაცემების წაკითხვა მხოლოდ მიმღებს შეუძლია. მესენჯერის  უახლეს ვერსიებში ინტეგრირებულია BDX საფულე. ახლა ეს გადაწყვეტილება ბევრად უკეთესი და უსაფრთხოა, ვიდრე მისი ანალოგები – Signal, Telegram ან WeChat.
 
BelNet. დეცენტრალიზებული VPN სერვისი (dVPN), რომელიც ახდენს მომხმარებლების IP მისამართების ანონიმიზაციას. BelNet მხარდაჭერილია მასტერნოდებით, რომლებიც გეოგრაფიულად მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა განლაგებული.
 
Beldex Browser. ანონიმური ვებბრაუზერი, რომელიც, განსხვავებით ისეთი ცენტრალიზებული საძიებო სისტემებისგან, როგორიცაა Google, არ ახდენს მომხმარებელთა აქტივობის მონიტორინგს და არ უგზავნის მომხმარებლის მონაცემებს რეკლამის დამკვეთებს.
 
Beldex Privacy Protocol. კროსჩეინ პროტოკოლი, რომელიც BDX-ითა და სხვა აქტივებით (BTC, ETH და ა.შ.) განხორციელებული ტრანზაქციების კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. Beldex-ის ქსელში ტრანზაქციები სხვადასხვა ბლოკჩეინის აქტივებს შორის შეფუთულ ფორმაზე (BTC-სთვის ეს არის bBTC) გაცვლის წყალობით ხორციელდება. გადარიცხვის მიმღებს აქტივები 1:1 კურსით ერიცხება.
 
Beldex Wallet. უნივერსალური ნატიური საფულე საშუალებას გაძლევთ შეინახოთ, მიიღოთ და გაგზავნოთ BDX მონეტები, ასევე განათავსოთ მასტერნოდები. ის სხვადასხვა ფორმატშია ხელმისაწვდომი მრავალი ოპერაციული სისტემისთვის: მობილური ვერსია Android-ისა და iOS-ისთვის, ბრაუზერის ვერსია პლაგინის ფორმატში Chrome-ისა და Firefox-ისთვის, დესკტოპის ვერსია Linux-ისა და Windows OS-ისთვის. ნოდის ამოქმედება შესაძლებელია მხოლოდ Ubuntu-ს OS-ში.
 
Beldex Bridge. კროსჩეინ გადაწყვეტილება აქტივების გაცვლისთვის სხვადასხვა ეკოსისტემებსა და ქსელებს შორის. უკვე აგებულია ხიდები  Ethereum-ისა და Polkadot-ის ქსელებთან. დანარჩენი ხიდები რეალიზაციის პროცესშია.
 
Beldex Bridge-ის უპირატესობები:

  • გაცვლის დაბალი საკომისიო;
  • მყისიერი პროცესი;
  • ხორციელდება გირაოს შექმნის კროსჩეინ პროცედურა;
  • მიმოქცევის ბაზრების ზრდა ნატიური კრიპტოვალუტა BDX-ისთვის;
  • ყველა ტიპის dApp-ის გამოყენება ნატიური მონეტების დაკარგვის რისკის გარეშე;
  • შეფუთული აქტივების მარტივი ჩანაცვლება ორიგინალურებით.

სად არის შესაძლებელი მონეტა BDX-ის ყიდვა და გაცვლა?

კრიპტოვალუტა BDX წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ცენტრალიზებული (CEX) ბირჟების ლისტინგში, როგორიცაა HitBTC, KuCoin, Gate.io და ა.შ. იქ მისი შეძენა და ვაჭრობა შესაძლებელია სპოტურ ბაზარზე. გარდა ამისა, აქტივის DeFi ბაზარზე ორიენტაციის გათვალისწინებით, BDX-ის გაცვლა შესაძლებელია DEX ბირჟებსა და მრავალრიცხოვან swap-სერვისზე: PancakeSwap, Exolix Swap, SwapSpace, Houdini Swap, Simple Swap და ა.შ.
ბირჟები და სავაჭრო პლატფორმები კრიპტოვალუტა BDX-ის შეძენისა და გაცვლისთვის

ბირჟები და სავაჭრო პლატფორმები კრიპტოვალუტა BDX-ის შეძენისა და გაცვლისთვის

დასკვნა

პროექტი Beldex თავდაპირველად იქმნებოდა CeFi-ს ბაზარზე ანონიმურ კრიპტოვალუტებს შორის კონკურენციის გასაძლიერებლად, მაგრამ დროთა განმავლობაში DeFi-სა და Web 3.0-ისთვის განკუთვნილ, კონფიდენციალური სერვისების ეკოსისტემად გარდაიქმნა. დეველოპერებმა გადაწყვიტეს დაესრულებინათ უაზრო მეტოქეობა ანონიმურ მონეტებს შორის ბაზარზე, სადაც იგივე Monero-სთვის წინააღმდეგობის გაწევა ობიექტურად რთული იყო და ყურადღება მიაქციეს სეგმენტს, სადაც Beldex-ს  კონკურენტები პრაქტიკულად არ ჰყავდა. პროექტმა მოახერხა კონფიდენციალური dApps სერვისების უნიკალური ეკოსისტემის შექმნა, ვირტუალური მანქანისა და სმარტ კონტრაქტების ამოქმედება, რაც Monero-ს ჯერ კიდევ არ გააჩნია. შეიძლება დავასკვნათ, რომ "მოსწავლემ" შეძლო, რაღაც კუთხით "მასწავლებელზე" უკეთესი გამხდარიყო. კონცეფციის ცვლილებამ Beldex-თან ნახევარ მილიონზე მეტი ახალი მომხმარებელი მიიზიდა, ხოლო დეველოპერთა გუნდის აქტიური მუშაობა და რამდენიმე წელზე გაწერილი საგზაო რუკა მიუთითებს იმაზე, რომ ამ პროექტს შესანიშნავი პერსპექტივები გააჩნია.