$1 მლნ-ზე და 1 BTC-ზე დანაძლევება?

ფოტო - $1  მლნ-ზე და 1 BTC-ზე დანაძლევება?
რატომაც არა, თუ შენ - Coinbase-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორი ხარ
ბალაჯი ს. შრინივასანმა მიიღო ტვიტერის ქარიზმატული პერსონაჟის, ჯეიმს მედლოკის წინადადება $1 მლნ-ზე დანაძლევების შესახებ, რომ აშშ-ში ჰიპერინფლაცია არ მოხდება.

ბალაჯის წინადადებაა USD-ს და BTC-ის თანაფარდობაზე ორიენტირება 90 დღის შემდეგ.

BTC > $1 მლნ. -  ყველა აქტივს ბალაჯი იღებს.
BTC < $1 მლნ. - ყველა აქტივს მედლოკი იღებს.

მოულოდნელად ამ „დიდების თამაშს“ პოკერის პროფესიონალი მოთამაშე ისააკ ჰეკსტონი შეუერთდა. მან განაცხადა, რომ აქვს  1 BTC და მას ფსონზე მედლოკის ნაცვლად დადებს. წაგების ჰეკსტონს არ ეშინია, ხოლო ბალაჯის გამარჯვების შემთხვევაში მოგებაზე პრეტენზია არ გააჩნია.

თავისი ფინანსური ურთიერთობები მონაწილეებმა სმარტ-კონტრაქტის მეშვეობით და პირობითი დეპონირების მეშვეობით დააკანონეს.

აზარტული წამოწყება ისე სწრაფად გავრცელდა ტვიტერში, რომ ფსონების გარანტორად თავად CZ-ც კი გამოვიდა.

აბუ ბიჭებმა ან რამე წინასწარ იციან, ან უბრალოდ ერთობიან, რადგანაც ამის შესაძლებლობა გააჩნიათ? ამას ზაფხულში შევიტყობთ!

GC
GN Crypto
ავტორი