SBF-ის კულისებს მიღმა: სადაა Celsius-ის ექს- მმართველი მაშინსკი?

ფოტო - SBF-ის კულისებს მიღმა: სადაა Celsius-ის ექს- მმართველი მაშინსკი?
SVB-ის და Silvergate Bank-ის კრახმა, რომელიც ყველა სტატიის სათაურში ფიგუგირებდა, თითქმის დაჩრდილა ის კომპანიები, რომლებმაც ასევე შეიტანეს წვლილი დათვურ ბაზარში. ჩვენ მხოლოდ FTX-ზე არ ვსაუბრობთ.
SVB-ისა და Silvergate Bank-ის ჩამოშლის გარშემო აჟიოტაჟმა შესაძლოა გარკვეული ხნით დაჩრდილა საგა FTX-ისა და მისი ყოფილი ძალზე თავისებური აღმასრულებელი დირექტორის სემ ბენკმან-ფრიდის (SBF) გარშემო.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კრიპტოსივრცეში არ არსებობენ სხვა ფიგურები, რომელთა გამოცდილება და მოღვაწეობა საგულდაგულო ​​შესწავლისა და ფართო განხილვის საგანი არ არის.

Celsius-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ალექს მაშინსკი ერთ-ერთი მათგანია.

დღეს ის იქნება ჩვენი სტატიის ცენტრში, სადაც განვიხილავთ მის გზას „აკვნიდან ზრდასრულ ცხოვრებამდე“, მის ბრძოლას ისტებლიშმენტის  წინააღმდეგ და მოსალოდნელ სასამართლო პროცესს.

”დაიბადა კომუნიზმის დროს, გაიზარდა სოციალიზმში და დღეს ყვავის კაპიტალიზმის პირობებში.”

მაშინსკი  საბჭოთა უკრაინაში 1960-იან წლებში დაიბადა. მისივე თქმით, მაშინ მისი ცხოვრება არც თუ ისე ტკბილი იყო. 1970-იან წლებში ისრაელში გამგზავრებამდე - ტოტალიტარულმა სსრკ-მ ზოგიერთ ებრაელს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა - მისი ოჯახი ქოხში ცხოვრობდა.

მისი ჩანაწერების მიხედვით, მან ისრაელში მიიღო  ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში თელ-ავივის უნივერსიტეტში (მას ასევე აქვს ბაკალავრის ხარისხი ელექტროტექნიკაში) და დაიწყო თავისი ბიზნეს უნარების ათვისება, როდესაც  თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში საბაჟო აუქციონებზე ჩამორთმეულ საქონელს ყიდულობდა და შემდეგ უფრო ძვირად ყიდდა.

მან იმოგზაურა ბევრ ქვეყანაში და სცადა მრავალი სქემა, ვიდრე საცხოვრებლად  აშშ-ში გადავიდა, სადაც ის ცდილობდა  რუსეთიდან შარდოვანას შეტანას,  ინდონეზიურ ოქროს  შვეიცარიაში ყიდდა და ჩინეთში მოპოვებული შხამიანი ნატრიუმის ციანიდითაც კი ვაჭრობდა ოქროს მომპოვებლებისთვის შეერთებულ შტატებში.

მას არაფერი გამოუვიდა, ამიტომ მან ჩამოაყალიბა პარტნიორობა ხმოვანი ფოსტის სისტემების შესაქმნელად, რამაც  სატელეკომუნიკაციო ბიზნესში გზა გაუხსნა, სადაც მუშაობდა გამყიდველად, წარუდგენდა თავის იდეებს სხვადასხვა კომპანიებს, ვიდრე 1990-იანი წლებში VoIP კომპანიებს Voicesmart-სა და Arbinet-ს დააარსებდა.  

მას უწოდებდნენ სერიულ მეწარმეს, ერთი შეხედვით, სრულიად  სამართლიანად, მან გაყიდა თავისი წილი Arbinet-ში და დააარსა GroundLink, სანამ  სხვა პროექტებზე გადავიდოდა, როგორიცაა Q-Wireless. ეს არის ერთ-ერთი იმ ოთხი კომპანიადან, რომლებიც Transit Wireless-ში შედის, ერთობლივ საწარმოში, რომელიც აინსტალირებს უკაბელო ფიჭურ და უფასო Wi-Fi ინტერნეტს ნიუ-იორკის მეტროში.

“ბანკი შენი მეგობარი ვერ იქნება”

ერთი შეხედვით, მაშინსკის კარიერა წარმატების ისტორიაა, რადგანაც მისი ზოგიერთი კომპანია ბიზნესს კარგად აწარმოებდა.  თუმცა, ისიც კი უარყოფს ამ შთაბეჭდილებას და ამატებს კატეგორიას წარუმატებელი პროექტების შესახებ თავის პირად გვერდზე და არ ცდილობს დამალოს თავისი ავტორიტარული პიროვნება და უცენზურო ლექსიკისადმი საკუთარი  მიდრეკილება.

1990-იან წლებში მას  ჟან ლუი ბრავარმა მიმართა, რომელიც მაშინ Arbinet-ის პრეზიდენტი იყო. კომპანიის ხელმძღვანელობამ მოითხოვა, რომ მას დაუყოვნებლივ უარი ეთქვა Arbinet-ზე კონტროლზე, რადგანაც  „ალექსს ყველაფერის განადგურების უნარი“ გააჩნდა.

მაგრამ, მაშინსკის პიროვნებას სრულად 2014 წლიდან მოყოლებული მისი კარიერა წარმოაჩენს.

2014 წლის ივნისში ის Novatel-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. თუმცა, სულ რაღაც ხუთი თვის შემდეგ, 2014 წლის ოქტომბერში, იგი მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაშინსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიუ-იორკიდან სან-დიეგოში გადასვლაზე მისი უარის თქმის გამო იყო მიღებული. თავად კომპანიამ არ წარმოადგინა ისტორიის საკუთარი ვერსია. იმავდროულად, The San Diego Union Tribune-მა იმ დროს დაწერა, რომ „ივნისის ინტერვიუში ამბობდა, რომ არ შეერთებია კომპანიას ბავშვების მეთვალყურის სტატუსით, არამედ სურდა Novatel ნივთების ინტერნეტის წამყვან კომპანიად გადაექცია“.

2016 წელს ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა, როდესაც მაშინსკი გახდა RTX-ის გლობალური გენერალური დირექტორი. ეს არის ლონდონში დაფუძნებული ფინანსური ტექნოლოგიური კომპანია სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში. აქაც დასაზუსტებელია, რა მოხდა და რატომ დატოვა მან თანამდებობა ექვსი თვის შემდეგ. მაშინსკის თქმით, მან ეს გააკეთა მენეჯმენტთან უთანხმოების გამო, თუმცა RTX Routetrader-მა არ დაადასტურა ეს განცხადება და არ განუმარტავს ამ კონფლიქტის არსი.

ახლა კი Celsius-ის შესახებ, რომელიც მაშინსკიმ, დანიელ ლეონთან და ნიუკ გოლდშტეინთან ერთად,  2017 წელს დააარსა, როგორც „ბანკების უსაფრთხო ალტერნატივა“, რომლებიც „ჯაჭვით თქვენს დაბმას ცდილობენ“.

მედიაში კომპანია პირველად ცნობილი დიდი ინვესტიციების წყალობით გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის მარტში Celsius-მა   50 მილიონი დოლარი მოიზიდა CEL ტოკენების პირველადი განთავსებით. 2019 წელს Celsius-მა დაასრულა 24 მილიონი დოლარის სააქციო კაპიტალის რაუნდი 140 მილიონი დოლარის შეფასებით.

2020-დან 2021 წლამდე კომპანიის აქტივები გაიზარდა 3,31 მილიარდი დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო მაშინსკიმ, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით „უარი თქვი ბანკებზე“ (მისი კიდევ ერთი საყვარელი ფრაზა: „ბანკი შენი მეგობარი ვერ იქნება“) და ცოლმა კრისტინმა, რომელიც ცნობილია როგორც კრისი, იღებდნენ სახლში ვიდეოებს, და ყვებოდნენ  ბანკების შესაებ, რომლებიც კრედიტს გაძლევენ, სანაცვლოდ კი ხელბორკილებს გიკეთებენ.
წყარო: YouTube

წყარო: YouTube

2020 წელს მან სარეკლამო ხრიკი ჩაატარა და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ცდილობდა მანჰეტენში პარკ-ავენიუზე მდებარე «Chase» ბანკის ფილიალის კედლიდან აბრის ჩამოხსნას, და თან ამბობდა: „აი, როგორ ვანადგურებთ ბანკებს“. "ერთ ჯერზე «Chase»-ის ერთი ფილიალი."

ეს თემა მისი ინტერვიუების უმეტესობაში შეინიშნება, სადაც ის ამბობდა, რომ ბანკები არავისი მეგობრები არ არიან, და ხაზს უსვამდა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ უორენ ბაფეტი ფლობს უზარმაზარ წილს გიგანტურ ბანკებში, როგორიცაა Wells Fargo, ასევე აკრიტიკებდა კონკურენტებს, როგორიცაა Coinbase, რომელიც  მას  "ზედმეტად ტრადიციულად" მიაჩნდა, რადგანაც ისინი თითქოს უფრო მეტს აძლევდნენ უოლ სტრიტის ინვესტორებს, ვიდრე საკუთარ კლიენტებს.

რობინ ჰუდის საეჭვო იმიჯი

მიუხედავად მაშინსკის მცდელობისა, მიმართოს "ცელსიელებს" და თავი წარმოჩინოს როგორც ახალქმნილმა ფინანსურმა რობინ ჰუდმა, რომელსაც სურს ყველა გადაარჩინოს ბოროტი ბანკებისგან, ეს იმიჯი ძალზე საეჭვოა და საბოლოოდ წარუმატებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლა ასეა, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მაშინსკიმ თქვა, რომ ის არ ცდილობს თავი ღარიბად წარმოაჩინოს და ზოგადად მისი ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობს - მაგალითად, 2020 წელს მან მეუღლეს კრისის 20 მილიონი დოლარის ღირენულების Cel ტოკენები აჩუქა  - მისი წარმატებული კარიერა ტრადიციულ ეკონომიკურ სექტორში  მისი სიტყვების გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს.

კითხვებს აჩენს ასევე  Celsius-ის ჩამოშლა 2022 წლის ივლისში, როდესაც მისი მომხმარებლების უმეტესობამ ვერ მიიღო თავის სახსრებზე წვდომა, ხოლო მაშინსკიმ, სავარაუდოდ, წინასწარ გაანაღდა მილიონები - ეს არის გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც აშშ-ის ხელისუფლება ემზადება იმის დასამტკიცებლად, რომ Celsius თავიდანვე თაღლითური სქემა იყო.

2023 წლის იანვარში შეტანილი საჩივრის მიხედვით, მაშინსკიმ, თანადამფუძნებელმა დანიელ ლეონმა, თანადამფუძნებელმა ნიუკ გოლდშტეინმა, ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა  ჰარუმი ურატა-ტომპსონმა, შესაბამისობის დაცვის ყოფილმა მთავარმა დირექტორმა ჯერემი ბოდრიმ და ტრეიდინგის განყოფილების  ყოფილმა ხელმძღვანელმა იოჰანეს ტრეიტლერმა დაარღვიეს თავიანთი ფიდუციარული ვალდებულებები რამდენიმე ეპიზოდში.

იქვე ნათქვამია, რომ ორი მათგანის მეუღლეები, კრისტინ მაშინსკი და ალიზა ლანდესიც მილიონების დაბრუნების მცდელობაში მონაწილეობდნენ.

სად არის მაშინსკი ამჟამად?

ის შესაძლოა მოახლოებული სამართლებრივი განხილვებისთვის ემზადება, ისევე როგორც SBF - მისი იურისტების გუნდი ამბობს, რომ ის მზადაა დაიცვას თავი სასამართლოში.

მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც რეკლამის მოყვარულ პიროვნებას, როგორც ჩანს, ეს აღარ აწყობს, რადგანაც მისი Twitter აკაუნტი დაბლოკილია  - Gagarin News-მა გამოითხოვა წვდომა, მაგრამ მოწვევა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია - თუმცა მისი მეუღლე კრისი, ჯერ კიდევ გახსნილი რჩება.
წყარო: მაშინსკის ტვიტერი

წყარო: მაშინსკის ტვიტერი

ტვიტერის მოყვარული მომხმარებელი უამრავი შთამაგონებელი პოსტით, როგორც ჩანს, კარგ განწყობაზეა, ის აქვეყნებს მაშინსკის და მათი შვილის ფოტოებს, Celsius კი ამ დროს ახალ მფლობელს ეძებს.

მათი ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია.