ბლოკჩეინ-ექსპლორერი — ფანჯარა საჯარო ბლოკჩეინში

ფოტო - ბლოკჩეინ-ექსპლორერი — ფანჯარა საჯარო ბლოკჩეინში
საჯარო ბლოკჩეინები დიდი open source ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც მონაცემების ნახვა სპეციალური ბრაუზერების (ექსპლორერების) გამოყენებით ხდება.
მოგეხსენებათ, ბლოკჩეინები არის კერძო და საჯარო. პირველი კორპორაციული დახურული ქსელებია, რომლებშიც ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის მოწვევითა და წვდომის იმ უფლებებითაა შესაძლებელი, რომელსაცმომწვევი განსაზღვრავს. მეორე სრულიად ღია და საჯარო ქსელებია, რომლებშიც ინფორმაციის ნახვა ნებისმიერს შეუძლია. სწორედ ამისთვის გამოდგება საჯარო დეცენტრალიზებული ქსელების ბრაუზერები - ბლოკჩეინ-ექსპლორერები (blockchain explorers).

რა არის ბლოკჩეინ-ექსპლორერი მარტივი ენით

ინსტრუმენტების გარკვეული ნაკრების მქონდე საძიებო სისტემაა (როგორიცაა Google, Bing ან Yahoo! Search), რომელიც კონკრეტული საჯარო ბლოკჩეინისთვის არის შექმნილი. ასევე უნივერსალური ბრაუზერებიც არსებობს, რომლებსაც მრავალ დეცენტრალიზებულ ქსელთან მუშაობა შეუძლია. თქვენ ჩამონათვალიდან უბრალოდ უნდა აირჩიოთ ის, რომელიც გჭირდებათ.

ბლოკჩეინ-ექსპლორერი კონკრეტული ტრანზაქციის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება. ამისთვის ერთ-ერთი ატრიბუტი უნდა არსებობდეს, რომელიც გადარიცხვის გამგზავნისთვის ან მიმღებისთვის არის ცნობილი. ატრიბუტი, შესაძლოა, საფულის მისამართი, ბლოკის ნომერი, ტრანზაქციის ID (TXID) და ა.შ. იყოს. გარდა ამისა, ბრაუზერი უამრავ სხვა ინფორმაციასაც აწვდის, რაზეც მოგვიანებით იქნება საუბარი.

ფაქტობრივად, ბლოკჩეინ-ექსპლორერი არის ფანჯარა საჯარო ბლოკჩეინში, რომელიც ვირტუალური აქტივების მფლობელებისთვის ვებ-ტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი.

8 საუკეთესო ბლოკჩეინ-ექსპლორები პოპულარობისა და მონახულების მიხედვით

  1. Blockchain.com (Bitcoin, Ethereum, Bitcoin Cash);
  2. TokenView (120+ ბლოკჩეინი);
  3. Coinmarketcap (Bitcoin, Ethereum, Litecoin, Binance Coin);
  4. Blockchair (18 ბლოკჩეინი);
  5. BlockCypher (Bitcoin, Ethereum, Litecoin, Dogecoin, Dash);
  6. BTC.com (Bitcoin, Ethereum, Bitcoin Cash, Ethereum Classic, Litecoin);
  7. Bitcoin.com (21 ბლოკჩეინი);
  8. Etherscan (Ethereum + ყველა ERC-ტოკენი).
Tokenview ერთიან ინტერფეისში 120+ ბლოკჩეინთან მუშაობის საშუალებას იძლევა

Tokenview ერთიან ინტერფეისში 120+ ბლოკჩეინთან მუშაობის საშუალებას იძლევა

რა ინფორმაციას აწვდის ბლოკჩეინ-ექსპლორერი

ბლოკჩეინ-ექსპლორერების უმეტესობის სასტარტო გვერდზე, როგორც წესი, ბოლო ბლოკების სიის ნახვა, რომლებსაც შექმნის თარიღი და თითოეულში ტრანზაქციების რაოდენობა ერთვის თან, ასევე ბოლო ტრანზაქციების გაცნობაა შესაძლებელი. საჯარო გასაღების, ან  ID-ტრანზაქციების დახმარებით, შეგიძლიათ, დარწმუნდეთ, რომ ფული სწორ ადგილზეა გადაგზავნილი, საკომისიოს რა ოდენობა იყო გადახდილი და დაადგინოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება დამუშავება. 

ბლოკჩეინ-ექსპლორერები ყოველი ტრანზაქციის სტატუსის, დადასტურების რაოდენობისა და სხვა  მრავლის დეტალურად შესწავლის საშუალებას ილევა. მონაცემების არჩევითობისა და ძიებისთვის, ერთ-ერთი ატრიბუტის (პარამეტრის) შეყვანაა აუცილებელი: 

  • ტრანზაქციის ჰეში (txn hash);
  • ბლოკის ნომერი;
  • საფულის მისამართი (საჯარო გასაღები). 

საჯარო გასაღების დახმარებით, შეგიძლიათ გაიგოთ:

  • საფულის ბალანსი (თუ მონეტა ანონიმური არ არის);
  • ტრანზაქციების რაოდენობა თანხებითურთ და დადასტურების რაოდენობა;
  • მონეტების საერთო მოცულობა, რომლებმაც ამ საფულეში გაიარა;
  • მიმღებთა მისამართები;
  • გადარიცხვისთვის გადახდილი საკომისიოს მოცულობა.

კონკრეტული გზავნილის სტატუსის მონიტორინგი ტრანზაქციების იდენტიფიკატორის, TXID-ის, ან HASH-ის დახმარებითაა შესაძლებელი. თუ ასოებისა და ციფრების გრძელი სტრიქონისგან შემდგარი მნიშვნელობა სწორად იყო დაკოპირებული, ბრაუზერი ბლოკჩეინში ტრანზაქციას აუცილებლად იპოვის და ამ ოპერაციის შესახებ ყველა დეტალს გაცნობებთ. 
გადარიცხვის ოპერაციის 179 TRX ძიების შედეგი HASH ტრანზაქციით Tokenview-ს საშუალებით

გადარიცხვის ოპერაციის 179 TRX ძიების შედეგი HASH ტრანზაქციით Tokenview-ს საშუალებით

ტრანზაქციის იდენტიფიკატორი მნიშვნელოვან როლს საკამათო სიტუაციებში ასრულებს, როდესაც გადარიცხვა, შესაძლოა, შეფერხდეს - ბლოკჩეინის პიკური დატვირთვის მომენტებში (ეს  იმავე ბიტკოინისთვის ტიპური სიტუაციაა). გადარიცხვის გამგზავნი მას მიმღებს აწვდის და ამით მონეტების გაგზავნის ფაქტს ადასტურებს, ამ უკანასკნელს საშუალებას აძლევს, შეთანხმების მონიტორინგი განახორციელოს, შეფერხებული ტრანზაქციის სტატუსი განსაზღვროს, ასევე დადასტურებების რაოდენობა გააკონტროლოს.

კიდევ რა საინტერესოს აჩვენებს ბლოკჩეინ-ექსპლორერი

ტრანზაქციების სტატისტიკის გარდა, ზოგიერთ ბლოკჩეინ-ბრაუზერს ციფრების, გრაფიკების ან სქემების სახით ანალიტიკური მონაცემების მიწოდება შეუძლია, რაც შემდეგის შესახებ იუწყება:

  • პულებს შორის ჰეშრეიტის განაწილება;
  • კომისიის ოდენობის რყევა;
  • მაინინგის დრო და ბლოკის ზომა;
  • უკვე ემიტირებული ან ჯერ არაემიტირებული მონეტების რაოდენობა;
  • “ვეშაპების” საფულეების მისამართები, რომლებზეც მონეტების ყველაზე დიდი რაოდენობა ინახება;
  • ბლოკჩეინის მიმდინარე ზომა (ეს ინფორმაცია სრული ნოდების მფლობელებისთვის არის მნიშვნელოვანი;
  • “ობოლი” ბლოკების რიცხვი (მხოლოდ PoW-ბლოკჩეინებში);
  • საბაზრო კაპიტალიზაციის მიმდინარე მოცულობა;
  • სმარტ-კონტრაქტების სტატისტიკა (მხოლოდ იმ ბლოკჩეინებზე, სადაც მათი მხარდაჭერა არსებობს) და მრავალი სხვა.

ანონიმური კრიპტოვალუტების ბლოკჩეინ-ექსპლორერები, როგორიცაა Monero (XMR) და ა.შ. ტრანზაქციის თანხების, საფულის ნაშთებისა და გამგზავნის/მიმღების მისამართების შესახებ ინფორმაციას არ ასახავს. ერთადერთი, რისი ნახვაც მომხმარებელს ტრანზაქციის HASH-ის შეყვანით შეუძლია, ოპერაციის ინიციაციის დრო, კომისიის ოდენობა და დადასტურებების რაოდენობაა.

დასკვნა

ბლოკჩეინ-ექსპლორერი კრიპტოვალუტის ყოველი მფლობელისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტია. ასეთი რესურსი ნებისმიერ დროს ნებისმიერი მონეტის ტრანზაქციის სტატუსის მონიტორინგის საშუალებას იძლევა, რათა მიმღები დარწმუნდეს, რომ გადარიცხვა შესრულდა. საჯარო ბლოკჩეინში მიმდინარე ტრანზაქციების უკან გაწვევა, ან გაუქმება შეუძლებელია. ერთადერთი, რასაც მათი შეფერხება შეუძლია, გადატვირთული მემპულია, რომელიც ტრანზაქციების რიგს ქმნის და გარკვეულ დროს მოითხოვს, რათა ის მოიცილოს. რიგში ტრანზაქციების რაოდენობის მითითებით, ბლოკჩეინ-ექსპლორერები ასეთი სიტუაციების კონტროლის საშუალებას იძლევა, ამიტომ სასურველია, ყველა კრიპტერმა ბრაუზერების გამოყენება ისწავლოს და მათი ფუნქციონალი იცოდეს.