NFT მარკეტპლეისი BlueMove: ადგილი, სადაც ფულს ყველა შოულობს?

ფოტო - NFT მარკეტპლეისი BlueMove: ადგილი, სადაც ფულს ყველა შოულობს?
BlueMove ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT მარკეტპლეისია Aptos-ისა და Sui-ს ბლოკჩეინებზე. პროექტი აქცენტს აკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთქმედებაზე და აჯილდოებს ყველა აქტიურ მომხმარებელს MOVE ტოკენით, რომელიც მან პროექტის ეკონომიკის ცენტრად აქცია.
მარკეტპლეისის გამოსაყენებლად დაგჭირდებათ საფულე, რომელიც მხარს უჭერს შესაბამის ბლოკჩეინს. ყველაზე მეტად გამოგადგებათ Martian, რადგან ის ორ ქსელში მუშაობს. დაკავშირების შემდეგ, საჯარო პროფილის შესაქმნელად, შეგიძლიათ შეავსოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ (გარეკანი, ავატარი, მომხმარებლის სახელი და სოციალური ქსელები).

BlueMove-ზე მოცემულია ტოპ ტრეიდერების, კოლექციების სტატისტიკა, მაგრამ ძიების საშუალებით კონკრეტული NFT-ების, ნაკრებების, ან მომხმარებლების პოვნა გაცილებით უფრო სწრაფად შეგიძლიათ.

ვაჭრობა და ლაუნჩპადი

სასურველი კოლექციის შერჩევის შემდეგ, მრავალი ფილტრი დაგეხმარებათ იპოვოთ სასურველი NFT-ები ვიზუალური მახასიათებლების ან ფასის მიხედვით. ეს გვერდი სავსეა ფერადოვანი ანიმაციებით:

ვაჭრობის საკომისიო შეადგენს 2%-ს, რასაც ავტორის როიალტი ემატება. თქვენ შეგიძლიათ NFT, სათითაოდ, აუქციონზე, ან ფიქსირებულ ფასად შეიძინოთ, მაგრამ, ასევე არსებობს ერთ ჯერზე ბევრის შეძენის შესაძლებლობაც. გარდა ამისა, BlueMove გვთავაზობს ფუნქციას, რომლის მეშვეობით შეთავაზების განთავსება კოლექციის ყოველ ელემენტზეა შესაძლებელი და თუ გამყიდველი ფასს მოიწონებს, თქვენ მიიღებთ NFT-ს, რაც ავტომატურად გააუქმებს სხვა ვარიანტებს.

NFT შემქმნელებისთვის გათვალისწინებულია ლაუნჩპადი. წვდომის მისაღებად, უნდა შეავსოთ ფორმა, შეიყვანოთ სრული ინფორმაცია და დამატებით გააგზავნოთ BlueMove-ს მისამართების სია, რომლებსაც აქვთ WL (whitelist). BlueMove-იდან თეთრ სიაში საუკეთესო ათი ტრეიდერი და მათი ტოკენის სტეიკერი ხვდება.

ტოკენი BlueMove

მარკეტპლეისის მსგავსად, მმართველობითი ტოკენი MOVE გამოდის ორ ბლოკჩეინზე: Aptos და Sui. ამჟამად ის  PancakeSwap-ზე ვაჭრობისთვის არის ხელმისაწვდომი. ტოკენი  გამოიყენება პროტოკოლის მართვის დეცენტრალიზაციისა და  BlueMove-ის აქტიური მომხმარებლების წასახალისებლად. ამისათვის, ტოკენები სტეიკინგში უნდა განათავსოთ და მიიღოთ iMOVE, რომელიც გაძლევთ შემდეგ უფლებებს:

1. ყოველდღიური ჯილდოები საკომისიოებიდან.

2. მონაწილეობა პროტოკოლის მართვის კენჭისყრაში.

3. წვდომა უფასო მინთინგზე, ან თეთრ სიაზე.

გარდა ამისა, გარკვეული რაოდენობის ტოკენების დარიცხვა წლიური განაკვეთის შესაბამისად ხდება. iMOVE-ის გადაცემა შეუძლებელია, ხოლო მათი რაოდენობა დამოკიდებულია თანხაზე, ასევე დაბლოკვის პერიოდზე და დროთა განმავლობაში მხოლოდ მცირდება.

2023 წლის 9 აპრილიდან სავაჭრო მოსაკრებლის 100% გამოიყენება ტოკენის შესაძენად და iMOVE-ის მფლობელებზე შემდგომი განაწილებისთვის.

სტანდარტული სტეიკინგის ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ განათავსოთ  MOVE მარკეტპლეისის პარტნიორებისგან NFT-ების მისაღებად. მინიმუმ 1000 ცალი 30 დღის განმავლობაში ერთი NFT-ის მოგების შანსისთვის და არავითარი ჯილდო ნაადრევი გატანის შემთხვევაში. ასევე ხელმისაწვდომია NFT-ების სტეიკინგი, მაგრამ განსხვავებული წლიური განაკვეთებითა და შეთავაზებების მცირე რაოდენობით.

ჯილდოები აქტივობისთვის

MOVE-ების სტეიკინგი ჯილდოებს მნიშვნელოვნად ზრდის, მაგრამ მათ მისაღებად სავალდებულო არ არის. პლატფორმაზე ფულის გამომუშავებისთვის საკმარისია, უბრალოდ აქტიური მომხმარებელი იყოთ:

1. ჯილდო ლისტინგისთვის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ MOVE ტოკენები ყოველდღე, NFT-ების, ან კოლექციების განთავსებით, თუ  დაცული იქნება გარკვეული კრიტერიუმები.

2. ჯილდო ვაჭრობისთვის – პროექტის ეკონომიკის მთავარი შემადგენელია. BlueMove-ზე ყოველ ტრანზაქციაზე, პრივატული  გაყიდვების გარდა, მომხმარებლები იღებენ MOVE ტოკენებს. ჯილდოს გაანგარიშება ხდება  ვაჭრობის მოცულობის, მარკეტპლეისზე  განთავსებული ორდერების მიხედვით, არაოფიციალური პლატფორმების გამოკლებით.

BlueMove ლიდერია?

BlueMove ნამდვილად წამყვანი მარკეტპლეისია Aptos-სა და Sui-ს ბაზარზე. ის გვთავაზობს მოსახერხებელ ფუნქციონალს სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებისთვის, როგორც მოწინავე, ასევე დამწყებთათვის. უკვე ამოქმედებული MOVE ტოკენის წყალობით, პროექტი, კონკურენტებთან შედარებით, ყველა მომხმარებელს აძლევს  საშუალებას გამოიმუშაოს ფული, რაც მათ ბევრად მეტ პრივილეგიას ანიჭებს.

პროექტმა უკვე გამოუშვა მობილური აპლიკაცია, 2023 წელს კი  BlueMove ახალი ფუნქციების პრეზენტაციისთვის ემზადება, რომელთა შორისაა ავტომატური ვაჭრობა, NFT დაკრედიტება და ორდერების წიგნი. ეს ისედაც ხარისხიან პროდუქტს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.