Blur როგორც OpenSea-ს ალტერნატივა

ფოტო - Blur როგორც OpenSea-ს ალტერნატივა
სულ უფრო პოპულარული ხდება NFT-ების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა Blur, რომელიც ბაზრის ლიდერის - OpenSea-ს მარკეტპლეისის ალტერნატივა ხდება.

Blur როგორც OpenSea-ს ალტერნატივა

რა არის Blur?

Blur არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც Ethereum-ის ქსელის ბაზაზე მუშაობს. 2021 წელს ის დააარსა დეველოპერების გუნდმა, რომელსაც სურდა შეექმნა უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი პირობები NFT-ების ყიდვა-გაყიდვისთვის.

Blur-ის ერთ-ერთი საკვანძო თავისებურება მისი დაბალი საკომისიოა. იმ დროს, როდესაც OpenSea შესრულებული ოპერაციების 2.5%-ს იღებს, Blur - მხოლოდ 0.5%-ს. ეს მას ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის მხატვრებისა და კოლექციონერებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაზოგონ ტრანზაქციის ხარჯებზე.

პლატფორმა ორიენტირებულია ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე ჯილდოს სისტემის წყალობით. NFT-ებით შესრულებული ტრანზაქციებისთვის ირიცხება BLUR ტოკენი, რომლის გაყიდვა მოგვიანებით ცენტრალიზებულ ბირჟებზეა შესაძლებელი.

Blur-ის მარკეტპლეისის ინტერფეისი შემუშავებულია იმგვარად, რომ მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და ინტუიციურად გასაგები იყოს. თანამედროვე და ელეგანტური, ადვილად აღქმადი   და მკაფიო მაკეტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად იმუშაონ მარკეტპლეისის განყოფილებებსა და ფუნქციებთან.
 
რა თქმა უნდა, არცერთი პლატფორმა არ არის იდეალური და Blur-ს ასევე აქვს გარკვეული ნაკლოვანებები:
 
1. შედარებით ცოტა მომხმარებელი.
ჯერჯერობით, OpenSea არის ყველაზე პოპულარული NFT ბაზარი ათასობით მომხმარებლითა და მილიონობით დოლარის ყოველდღიური გაყიდვებით, ამიტომ Blur-ს ახალი აუდიტორიის მოზიდვა სჭირდება.

2. გაფართოებული ფუნქციების ნაკლებობა.
იმ დროს, როდესაც OpenSea მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი ვიტრინები და მოაწყონ აუქციონები, Blur-ის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია. თუ მომხმარებლებს მხოლოდ NFT-ების ყიდვა-გაყიდვა სურთ, მაშინ ეს არ არის პრობლემა, თუმცა მათთვის, ვისაც უფრო გაფართოებული შესაძლებლობები სურს, OpenSea შეიძლება საუკეთესო ვარიანტი იყოს.

Blur vs Opensea – რა ავირჩიოთ?

თავისი რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში, OpenSea-მ, როგორც ერთ-ერთმა უმსხვილესმა NFT ბაზარმა, შთამბეჭდავი რეპუტაცია მოიპოვა. პლატფორმა მხარს უჭერს რამდენიმე ძირითად ბლოკჩეინს და უკიდურესად მოსახერხებელია დამწყებთათვის.

Blur, მეორეს მხრივ, არ ახდევინებს მომხმარებლებს ტრანზაქციის არანაირ საკომისიოს. მას აქვს პროფესიონალური დონის ანალიზის ფუნქციები, რაც აუმჯობესებს მომსახურებას მსხვილი NFT ტრეიდერებისთვის. OpenSea დიდი ხანია არის NFT-ის საუკეთესო ბაზარი, მაგრამ Blur-ს შეუძლია მისი ადგილი დაიკავოს.

იმის გასაგებად, თუ რომელი პლატფორმა მართლაც შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და პრეფერენციებს, უნდა ჩაატაროთ თითოეული მარკეტპლეისის ინსტრუმენტებისა და ფუნქციონალის პირადი ანალიზი.