პირადი ბრენდის ამბასადორი: მოდური ტენდენცია თუ აუცილებლობა?

ფოტო - პირადი ბრენდის ამბასადორი: მოდური ტენდენცია თუ აუცილებლობა?
ბრენდის ამბასადორი არის ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს პროექტის პოპულარიზაციას აქტიური რეკლამის მეშვეობით სოციალურ ქსელებსა და მედიაში, ან პროექტის საჯაროობისა და აღიარებისთვის, სარეკლამო სტრატეგიაში მისი სახელის გამოყენების უფლებას იძლევს.

ამბასადორი - ვინ არის ის?

ბრენდის ამბასადორი არის ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს პროექტის პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიური რეკლამის საშუალებით, ან აძლევს მას უფლებას,  გამოიყენოს თავისი სახელი სარეკლამო სტრატეგიაში, რაც პროექტს უფრო საჯაროსა და ცნობადს ხდის.
რობერტ დაუნი-უმცროსი - OnePlus-ის ბრენდის ამბასადორი

რობერტ დაუნი-უმცროსი - OnePlus-ის ბრენდის ამბასადორი

ლიონელ მესი - ბირჟა BitGet-ის ამბასადორი

ლიონელ მესი - ბირჟა BitGet-ის ამბასადორი

რაში სჭირდებათ კრიპტოპროექტებს ამბასადორები?

ყველაფერი ძალიან მარტივია: რეკლამა, რეკლამა და კიდევ ერთხელ რეკლამა.
 
დეველოპერებს თანამოაზრე ადამიანების აქტიური და დაინტერესებული საზოგადოება სჭირდებათ. პიარის მოცულობაზე დამოკიდებულია ინვესტორებისა და მომხმარებლების რაოდენობა. სამაგიეროდ, ამბასადორები იღებენ პროექტის მონეტების წილს, როგორც ჯილდოს მათი მუშაობისთვის.

ასევე, იმისათვის, რომ კრიპტოვალუტის პროექტი გავიდეს ბირჟაზე, სადაც მას შეუძლია, გაყიდოს თავისი მონეტები, მას სჭირდება სარგებლიანობის და ცოცხალი აუდიტორიის არსებობის დადასტურება, რომელიც მისი განვითარებით არის დაინტერესებული.

ამიტომ მარკეტინგის დეპარტამენტები საკუთარი თავისკენ მაქსიმალური ყურადღების მიქცევას ყველანაირი ხერხით ცდილობენ.

რა უნარებს ფლობს ამბასადორი?

პროექტიდან გამომდინარე, არსებობს მრავალი მიმართულება, რომელშიც ამბასადორული პროგრამის მონაწილეს საკუთარი თავის გამოჩენა შეუძლია.

კონტენტის შექმნა

  • სტატიები (საგანმანათლებლო, ტექნიკური, ახალი ამბები და ა.შ.);
  • ვიდეოები (მიმოხილვები, სახელმძღვანელოები და ა.შ.);
  • პოდკასტები;
  • მიმები.

თარგმანი

ეს უნარი ძალიან სასარგებლოა ყველა პროექტისთვის, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზეა ორიენტირებული. თარგმნიან აბსოლუტურად მთელ კონტენტს: ახალი ამბებიდან მიმებამდე.

პროგრამირება

დახმარება შემუშავებაში, ხარვეზების ძიება, პროექტის გაუმჯობესება.

ტექნიკური უნარები

დახმარება ტექნიკური ხასიათის სტატიების დაწერაში (რთულის  მარტივი სიტყვებით აღწერა), ნოდის დაყენება.

ნოდა არის სერვერი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტის ბლოკჩეინ ქსელთან.

პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში

ადგილობრივი საზოგადოების განვითარება, მონაწილეებთან კომუნიკაცია, თანამოაზრეებს შორის აქტივის შექმნა. პროექტების საკომუნიკაციო არხების (ტვიტერი, ტელეგრამი, მედიუმი და ა.შ.) განვითარებაში დახმარება.

როგორ გავხდეთ ამბასადორი?

საჭიროა პროექტის პოვნა და განაცხადის წარდგენა ელექტრონული ფოსტით, ან სპეციალური ფორმის შევსება.

თუ კანდიდატი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ის მიიღებს წერილს სამუშაოს შემდგომი ინსტრუქციებით.

არსებობს ათასობით ამბასადორული პროგრამაა. ამიტომ მუშაობის დაწყებამდე ღირს პროექტის RoadMap-ის გაანალიზება და  გუნდისა და საზოგადოებისთვის ჩადებული ბიუჯეტის ოდენობის შეფასება, რადგან მუშაობის ერთი წლის შემდეგ  ისინი შეიძლება პროექტის ლოგოიანი მაისურით დაჯილდოვდნენ, ან რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების კრიპტომონეტები მიიღონ. 

ვებგვერდები ამბასადორული პროგრამების მოსაძებნად: