ბრაუზერი Brave აამოქმედებს Web3 ზარებს ტოკენ გეითინგის ფუნქციით
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულმა ვებ-ბრაუზერმა Brave ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი პროდუქტის, Brave Talk-ის ფუნქციონალი გააფართოვა. მომხმარებლებს Web3 ზარების განხორციელება ახლა NFT-ებისა და POAP-ის მეშვეობით შეუძლიათ.
როგორც Brave-ში აღნიშნეს, ბრაუზერი, კრიპტოსაფულე Brave Wallet და Brave Talk ერთად აყალიბებენ მსოფლიოში პირველ ინტეგრირებულ Web3 პლატფორმას live მოვლენებისთვის.
Brave Talk გთავაზობთ Web3 ზარებს NFT-ებისა და POAP-ის მეშვეობით წყარო: https://twitter.com/brave
Brave Talk-ში Web3 ზარების უნიკალური თავისებურება ტოკენ გეითინგია. ვიდეოზარების ალტერნატიული სერვისების უმეტესობა მომხმარებლის ავტორიზაციას პაროლის მეშვეობით აკონტროლებს, ბრაუზერი Brave კი შლუზის სახით NFT-ების გამოყენებას გვთავაზობს. ფაქტობრივად, ასეთ მიდგომას Web3-ში ტრადიციული ფიზიკური გატარების სისტემა გადმოაქვს: ღონისძიებაზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესასვლელში ბილეთს წარადგენთ.
ტოკენ გეითინგი ხსნის ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს Brave-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ტრადიციულ Web2-ს Web3-ს ამჯობინებენ. კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის გარანტიის გარდა, ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ:
- მოაწყოთ ვიდეოზარები და ონლაინ ღონისძიებები მხოლოდ გარკვეული NFT-ების მფლობელებისთვის;
- ჯილდოს სახით, მისცეთ NFT მფლობელებს უნიკალური შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდნენ პროექტების შემქმნელებს და ა.შ.
Web3 ზარების განხორციელებისთვის მომხმარებლებს Premium Talk უნდა ჰქონდეთ გამოწერილი. ზარში ჩართვა შეუძლია Brave Talk-ის ნებისმიერ მონაწილეს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბრაუზერი და კრიპტოსაფულე აქვს მას დაინსტალიზებული.
Brave Talk-ისა და Web3-ის ინტეგრირების პერსპექტივები
ამჟამად სერვისი მხარს უჭერს მხოლოდ Ethereum-ზე დაფუძნებულ NFT-ებს, მაგრამ უახლოეს მომავალში Brave-ის დეველოპერები ტოკენ გეითინგის დამატებას სხვა ბლოკჩეინზე შექმნილი ციფრული ნივთებისთვისაც გეგმავენ.
ასევე, ბრაუზერის წარმომადგენლები ტოკენ გეითის ფუნქციის მოახლოებულ კასტომიზაციასაც აანონსებენ. კერძოდ, მოსალოდნელია ტოკენ გეითის ამოქმედება მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქვთ აღნიშნული NFT-ების გარკვეული რაოდენობა და ციფრული ნივთების მფლობელებისთვის, რომელთაც წარსულში საკმარისი დონის აქტივობა დააფიქსირეს. მონაწილეები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს, Web3 ზარს ვერ შეუერთდებიან
კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია, რომელიც Brave-ის მომხმარებლებისთვის მალე იქნება ხელმისაწვდომი, არის ვიდეოზარის მონაწილეებისთვის კრიპტოვალუტის გაგზავნის შესაძლებლობა. ყველა მომხმარებლის ავთენტიფიკაციის შემდეგ, საკმარისია, გახსნათ საფულის ვიჯეტი, შეიყვანოთ საჭირო თანხა და დაადასტუროთ ოპერაცია. მიმღების ყველა მონაცემი უკვე მითითებულია, რაც ტრანზაქციის ფაქტობრივად რამდენიმე დაწკაპუნებით განხორციელების საშუალებას იძლევა.
Brave არის ღია საწყისი კოდის მქონე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვებბრაუზერი, რომლისთვის მთავარ პრიორიტეტს მომხმარებლის კონფიდენციალურობა წარმოადგენს. უფრო მეტი ინფორმაცია Brave-ის შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ ჩვენს მიმოხილვაში წაიკითხეთ.