Cadabra Canon-სგან: ყოფნა, არყოფნა?

icon NFT
ფოტო - Cadabra  Canon-სგან: ყოფნა, არყოფნა?
Cadabra-ს, NFT-მარკეტპლეისს Canon-სგან, სიცოცხლის ნიშნები პირველად დაეტყო. კომპანიაში მაინც გადაწყვიტეს დაზუსტებინათ, ვის სჭირდება ის და რისთვის.
პირველად ცნობები იმის შესახებ, რომ Canon გეგმავს NFT ბაზარზე შესვლას, Twitter-ზე იანვრის პირველ დეკადაში გამოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ ფოტოინდუსტრიის გიგანტმა შესაბამისი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. სიტყვა “сadabra”  მოგონილია და მას რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ საინტერესოა, რომ მისი არსებობის პირველი ორი წლის განმავლობაში სახელი Cadabra, Inc.-ს კომპანია Amazon-ს ერქვა.
ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტმა @eliana_esq-მა  Canon-ის განაცხადის ასლი გამოაქვეყნა წყარო: Twitter

ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტმა @eliana_esq-მა Canon-ის განაცხადის ასლი გამოაქვეყნა წყარო: Twitter

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის Canon-ის პირველი მცდელობა შევიდეს NFT ტექნოლოგიების ბაზარზე. უფრო ადრე მან Solana-ზე Immutable Image-თან ერთედ კოლექცია Canon Legends გამოუშვა. და 2023 წლის დასაწყისში კომპანიაში ამ გამოცდილების მასშტაბირება გადაწყვიტეს.

ამის შემდეგ Canon-მა ოთხი თვის განმავლობაში დამაინტრიგებელი პაუზა აიღო. და ბოლოს, აპრილის შუა რიცხვებში, მან განაცხადა ბაზარზე საკუთარი NFT-მარკეტპლეისის, Cadabra-ს გაშვებაზე.
გაგრძელება იქნება… წყარო: Twitter

გაგრძელება იქნება… წყარო: Twitter

Canon-ის ამ შეტყობინებას Cadabra-ს სამიზნე აუდიტორიაში  არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ასე, მაგალითდ, პროფესიონალურმა გამოცემამ Digital Camera World-მა  Canon-ის NFT-ინიციატივის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ Canon-ის შესვლა NFT-სამყაროში ასეთ გვიან ეტაპზე ძალზე გასაკვირია. განსაკუთრებით ახლა, გამოსახულებების AI გენერატორების გამოსვლასთან ერთად. ფოტოგრაფების აზრით, სწორედ ისინი დომინირებენ დღეს ციფრულ სივრცეში.

ამის მიუხედავად, მისი ტვიტის ქვეშ, Canon-მა უამრავი დადებითი გამოხმაურება მიიღო. „ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით! მე უკვე 13 წელია Canon-ის მომხმარებელი ვარ და გასაოცარია იმის ნახვა, თუ როგორ ჩაერთო ჩემი საყვარელი ბრენდი NFT-ში. მე შევავსე ფორმა. როგორ განახორციელებთ მხატვრების კურირებას თქვენი ბაზრისთვის?” - წერს მომხმარებელი @E_sanqueira.
ფოტოგრაფები Cadabra-ს ტაშს უკრავენ წყარო: Twitter

ფოტოგრაფები Cadabra-ს ტაშს უკრავენ წყარო: Twitter

პარადოქსულია, მაგრამ კომპანიამ არ გასცა პასუხი კითხვებს მომხმარებლების შემდგომი ქმედებების შესახებ და არ მიუწოდებია დამატებითი ინფორმაცია პროექტის თაობაზე. ცნობილია, რომ მარკეტპლეისი Ethereum-ზე განხორციელდება. სავარაუდოდ, ის მუშაობას 2023 წლის ბოლოს დაიწყებს. ხელმისაწვდომი იქნება NFT-ფოტოების როგორც პირველადი, ასევე მეორადი ბაზარი. რა სახის სურათები იქნება იქ წარმოდგენილი, რის საფუძველზე შეირჩევა NFT ავტორები? No comments. Cadabra-ს ვებსაიტზე Canon-მა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც სთხოვა მომხმრებლებს გამოეწერათ სიახლეები და დამატებით ინფორმაციას დალოდებოდნენ.

ახალი მარკეტპლეისის გახსნის გამოცხადებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, GNcrypto-ის ჟურნალისტის ფოსტაზე, როგორც იქნა, ნანატრი წერილი მივიდა.
წერილი Cadabra-სგან წყარო: GNcrypto

წერილი Cadabra-სგან წყარო: GNcrypto

„გმადლობთ, რომ დარეგისტრირდით და გსურთ გაიგოთ მეტი Cadabra-ზე, ფოტოების  სპეციალიზებულ ბაზრის შესახებ. გვსურს შემოგთავაზოთ მოკლე კითხარის შევსება პლატფორმის მიმართ თქვენი ინტერესის თაობაზე. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით გამოკითხვის დროს, შიდა მიზნებისთვის გამოიყენება “, - განაცხადა გამგზავნმა Canon U.S.A. Research.

როგორც გამოკითხვისას გაირკვა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან 5 თვის შემდეგ და Cadabra-ს ანონსიდან ერთი თვის შემდეგ, მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, საერთოდ ვის სჭირდება ახალი მარკეტპლეისი?

  • Cadabra, ძირითადად, NFT-ების გასაყიდად თუ შესაძენად გაინტერესებთ?
  • რა ტიპის NFT-ებს აგროვებთ ამჟამად?
  • რამდენად სავარაუდოა, რომ Cadabra-ს NFT-ფოტოებს შეიძენთ?
  • რამდენს გადაიხდიდით ერთ NFT-ფოტოში?
  • როგორც წესი, რამდენად ყიდით NFT-ფოტოებს? (100$-ზე ნაკლებად, 100-299$, 300-499$, 500-999$, 1000$ თუ მეტად)?..

სტოპ. შეჩერდით! მარკეტინგული კვლევა პროექტის დაწყებამდე არ უნდა ჩატარდეს? როგორც ჩანს, საქმე გვაქვს Canon-ის ორიგინალურ ნოუ-ჰაუსთან. TM რეგისტრაციის, ერთგვერდიანი ვებსაიტის და სოციალური მედიის პოსტის მინიმალური ინვესტიციით, Canon-მა დააგროვა პოტენციური მომხმარებლების ბაზა თავისი NFT სტარტაპისთვის. ახლა კი, კომპანიაში, სავარაუდოდ, ცდილობენ გადაწყვიტონ, აქვს თუ არა აზრი  Cadabra- ში ინვესტირებას, თუ თემა ამოწურულია.

თავის მხრივ, მცირე გადამეტებით, ჩვენ მარკეტოლოგების ყველა კითხვას მაქსიმალურად ოპტიმისტური პასუხი გავეცით. და მაინც, ძალიან დიდ სურვილი გვაქვს ვნახოთ, როგორი იქნება NFT მარკეტპლეისი Canon-ისგან.
Canon U.S.A. Research-ის გამოკითხვა გავლილია წყარო: GNcrypto

Canon U.S.A. Research-ის გამოკითხვა გავლილია წყარო: GNcrypto