შესაძლებელია თუ არა ალტკოინის სეზონის დადგომის გამოთვლა

ფოტო - შესაძლებელია თუ არა ალტკოინის სეზონის დადგომის გამოთვლა
ბიტკოინმა ძლიერი ხარული მოძრაობა აჩვენა 2023 წლის აპრილის პირველ ნახევარში. აქ არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ არის თუ არა ეს იმპულსი მდგრადი და როდის უნდა ველოდოთ ალტკოინის სეზონს.
2009 წელს გამოსვლის შემდეგ, ბიტკოინი კრიპტობაზარზე ყველაზე ხშირად დომინირებს. ის გადაიქცა ფინანსური აქტივების კლასად, რამდენიმე  მილიარდი დოლარის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობით.

მაგრამ ამ დროის განმავლობაში,  ბაზარზე გამოჩნდა  და მოიპოვა პოპულარობა ალტკოინებმა, რაც ართმევს BTC-ს წილს მთლიან საბაზრო კაპიტალიზაციაში. ეს ყველაზე აშკარა იყო 2021-2022 წლების ხარის ბაზრის დროს, როდესაც ბევრი მონეტა და ტოკენი ასობით პროცენტით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ  ამავე დროს ბიტკოინიც ავლენდა მწვანე განწყობას, მისი შემოსავლიანობა უფრო დაბალი იყო, რაც  მისი დომინირების შემცირებას იწვევდა.

ერთ–ერთ სტატიაში  ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის ალტსეზონი. მოდით შევეცადოთ შევაფასოთ ის ფაქტორები, რომლებიც მიუთითებენ BTC-დან სხვა ციფრულ აქტივებზე სახსრების შესაძლო გადინებაზე. 

საბაზრო ციკლები

ტრადიციულად, ბაზრები განიხილება ხარული ან დათვური  ტრენდის თვალსაზრისით. სინამდვილეში, ისინი მოძრაობენ გრძელვადიან პერიოდებში, რომლებსაც ციკლები ეწოდება.
ბაზრის ციკლები  4 ფაზით ხასიათდება:

  • დაგროვება (გაფართოება);
  •  გადაჭარბებული გაჯერება (პიკი);
  •  გადანაწილება;
  •  რეცესია (კლება).

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელს არ აქვს მკაფიო ვადები, ის ყოველთვის იგივე რჩება. ამ შაბლონების იდენტიფიცირება დაგეხმარებათ ბაზარზე შესვლაში დაგროვების ფაზაში და  თქვენი გრძელვადიანი მოგების პოტენციალის გაზრდაში.
საბაზრო ციკლების შაბლონი ყოველთვის უცვლელია. წყარო: Тhe prolific trader

საბაზრო ციკლების შაბლონი ყოველთვის უცვლელია. წყარო: Тhe prolific trader

მიუხედავად იმისა, რომ ციკლები არის ბაზარზე ფულის შემოდინებისა და ბაზრიდან გადინების შედეგი, ეს რყევები ძირითადად  ბაზრის ფსიქოლოგიითაა განპირობებული- შიშით, გაუმაძღრობით და კოგნიტური მიკერძოებით. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სტანდარტული ბაზრის რყევები გავლენას ახდენს ინვესტორებზე და ისინი, თავის მხრივ, უფრო მეტად ცვლიან ამ რყევების ამპლიტუდას. ეს იმის გამო ხდება, რომ ყველაზე ცივსისხლიანი ტრეიდერებიც კი იშვიათად ინარჩუნებენ ობიექტურ და სტაბილურ პოზიციას. როდესაც ბაზრები იზრდება, ისინი  FOMO-ს, რისკის შემწყნარებლობის და ნახირის მენტალიტეტის მაღალ დონეს აჩვენებენ. 

ბიტკოინის დომინირება იზრდება

ბიტკოინის დომინირება არის საკვანძო მაჩვენებელი, რომელსაც  ინვესტორები იყენებენ, რათა დადგინდეს, სად ვიმყოფებით საბაზრო ციკლში და შესაბამისად დავგეგმოთ შესვლა და გასვლა.

ეს პროცენტი გამოითვლება შემდეგნაირად:

BTC–ის საბაზრო კაპიტალიზაცია / ყველა ციფრული აქტივის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია * 100 
სტატიის წერის მომენტისთვის, ყველა კრიპტოვალუტის ერთობლივი საბაზრო კაპიტალიზაცია 1,225 ტრილიონი დოლარია, ხოლო ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 589,06 მილიარდი დოლარია.

ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინის დომინირება ახლა 48,79%-ია. შესაბამისად, ჯერ კიდევ დაგროვების ფაზაში ვართ და სანამ ეს მაჩვენებელი 55%-ს არ გადააჭარბებს, დივერსიფიკაციისთვის იაფი აქტივების ძებნა არ ღირს.
BTC–ის დომინირება 48,78%  წყარო: TradingView

BTC–ის დომინირება 48,78% წყარო: TradingView

BTC–ის დომინირების ინდექსის თვალყურის დევნით, ინვესტორებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ბაზრის ტენდენციების შესახებ და განსაზღვრონ პოტენციური შესაძლებლობები. რადგან ბიტკოინის დომინირების ციკლების ვითარება ზუსტად იგივეა, რაც ბაზრის რყევების შაბლონები: როდესაც ბიტკოინი შემოდის ბრტყელ ციკლში და  განიცდის რეცესიას, სცენაზე გამოდიან „უმცროსი კრიპტოვალუტები“. 

ამ მეტრიკის გამოყენებით, შეგიძლიათ განსაზღვროთ, როდის იწყება ფულის გადინება უძველესი კრიპტოვალუტისგან დაბალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე სავაჭრო წყვილებში. ეს საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოახდინოთ თქვენი პორტფელის დივერსიფიკაცია და დროულად მოხვდეთ  ალტსეზონის სეზონის რაკეტაში. 

რას უნდა ველოდოთ ალტსეზონისგან

ადრე ალტკოინების სეზონს თან ახლდა ახალი ტენდენციები: DeFi-ის, NFT-ის ბუმი და აჟიოტაჟი Мetaverse-ის გარშემო. გარდა ამისა, ეს იყო ნამდვილი შობა ტრეიდერებისთვის, რადგან მცირე მონეტების ფასები უცებ იზრდებოდა.

არ არის გამორიცხული, როდესაც ამ ციკლში კვლავ შევალთ, მეორე ხაზის მრავალი პროექტი საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, რომლებიც  საინტერესო საინვესტიციო მიზნებს ეძებენ. ამ პერიოდებში, ტრეიდერები ხშირად ვაჭრობენ BTC-ს ალტკოინებთან (ფიატის ან სტეიბლკოინების ნაცვლად), რათა ბაზრის საერთო მოძრაობით ისარგებლონ. 

მიუხედავად იმისა, რომ მონეტები და ტოკენები შეიძლება განსხვავებული იყოს, ალტკოინის სეზონი ყოველთვის ხასიათდება ბიტკოინის დომინანტური ინდექსის მნიშვნელოვანი ვარდნით. 2021 წელს „უმცროსი კრიპტოვალუტების“ დომინირების დროს ის 40%-ზე დაბლა დაეცა. მაშინ  BTC-ით  და  სტეიბლკოინებით ვაჭრობიდან მოგება უკვე მიღებულ იქნა და ინვესტორებმა მასიურად მოახდინეს  თავიანთი პორტფოლიოების დივერსიფიკაცია, შემოსავლის ალტერნატიულ წყაროებში ინვესტირებით.

BTC-ს დიდი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე თავის წინა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. მაგრამ ინვესტორებს, რომლებმაც ის იყიდეს გასული წლის მინიმუმის პერიოდში, შეუძლიათ  მოგების მიღებისა და დაბალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე პერსპექტიულ აქტივებში დივერსიფიკაციის იმედი ჰქონდეთ. ისინი კი ბაზარზე ახლა  საკმარისზე მეტია.