შეიძლება თუ არა NFT-თამაშები ისევ პოპულარულები გახდნენ?

ფოტო - შეიძლება თუ არა NFT-თამაშები  ისევ პოპულარულები გახდნენ?
ბლოკჩეინ-თამაშები საშუალებას აძლევენ მოთამაშეებს რეალურად ფლობდნენ საკუთარ სათამაშო ნივთებს, გაყიდონ ისინი კრიპტოვალუტაზე და ზოგჯერ ამაზე ფულიც გამოიმუშავონ, რაც მათ კრიპტოინდუსტრიის საკმაოდ საინტერესო სეგმენტად აქცევს.
მათ ყველაზე მეტი პოპულარობა 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში მოიპოვეს, მაგრამ მას შემდეგ აუდიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა. ვნახოთ, რატომ გაქრა ინტერესი ასეთი პროექტების მიმართ და შეიძლება თუ არა ისინი ისეთივე პოპულარულები გახდნენ, როგორც ჩვეულებრივი თამაშები.

პრობლემები

აუდიტორიის დაკარგვის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი არის სირთულე და მოუხერხებლობა. ასეთი თამაშის პროცესში სრულად ჩასართავად, ხშირად გჭირდებათ ახალ ბლოკჩეინებში,  კრიპტოსაფულეებში და NFT ბაზრებში გარკვევა. ეს არის დამატებითი რუტინული პროცესები, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებელი „დააფრთხოს“. ეს, განსაკუთრებით, უბრალო გეიმერს ეხება, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობს კრიპტოვალუტურ სამყაროს.

ბლოკჩეინის თამაშების კიდევ ერთი პრობლემა არის არასაკმარისი კონტენტი და არასრულყოფილი გეიმპლეი. ბევრი მათგანი სათამაშოდ ხელმისაწვდომი ძალიან ადრე ხდება, როდესაც ის ძალიან ადრეულ ეტაპზეა, რადგანაც დეველოპერებს სურთ საკუთარი მოღვაწეობის ნაყოფი რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ. გარდა ამისა, ასეთ პროექტებს ხშირად ახორციელებენ გუნდები, რომლებსაც თამაშის შემუშავების გამოცდილება არ აქვთ, ამიტომ გეიმპლეი  მოთამაშის ინტერესს დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს .

მესამე მიზეზი, რის გამოც Web3 თამაშები კარგავენ პოპულარობას, არის მათი ტოკენომიკა. ხშირ შემთხვევაში, ის სრულყოფილი არ არის და ზოგჯერ  მხოლოდ მისი დეველოპერების გამდიდრებას ისახავს მიზნად. მომხმარებლები, რომლებიც რეგულარუდად თამაშობენ, ხშირად უკმაყოფილოები არიან, რადგანაც NFT-ები და კრიპტოვალუტები, რომლებსაც ისინი ადრე სათამაშოდ ყიდულობდნენ, გარკვეული დროის განმავლობაში უფასურდება.

პერსპექტივები

ზემოაღნიშნული პრობლემების მიუხედავად, ეს ინდუსტრია დიდ პოტენციალს ინარჩუნებს. ვინაიდან ბლოკჩეინის ტექნოლოგია აგრძელებს განვითარებას და უფრო მოსახერხებელი ხდება მომხმარებლისთვის, ჩვეულებრივი გეიმერების  NFT თამაშებთან ადაპტაციის პროცესი მაინც შეიძლება წარმატებული იყოს.

იმისთვის, რომ P2E პროექტებმა მართლაც ჰპოვონ ფართო გავრცელება, აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთი თამაშების შექმნაზე, რომლებიც სთავაზობენ საინტერესო გეიმპლეის და შთამბეჭდავ სათამაშო გამოცდილებას და არა მხოლოდ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას. ის, რაც Web3-ს საფუძვლად უდევს, ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ თამაში იზიდავს და ინარჩუნებს მოთამაშეებს.

ამიტომ, კოლაბორაციამ დიდ სათამაშო სტუდიებს, როგორიცაა Ubisoft ან Electronic Arts, და სანდო ბლოკჩეინ-პროექტებს შორის შეიძლება პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშოს. ეს არის ის, რაც შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში და  ინდუსტრია ახალ დონეზე აიყვანოს.