CBDC საპრეზიდენტო რბოლაში საკვანძო თემა ხდება

ფოტო - CBDC საპრეზიდენტო რბოლაში საკვანძო თემა ხდება
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე წელიწადნახევარი რჩება. მაგრამ, დებატები ცენტრალური ბანკებისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის როლსა და CBDC-ის დანერგვაზე უკვე სერიოზულ მასშტაბებს იღებს. აშშ-ის პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატი მკაფიოდ მიანიშნებს: "NO!", არავითარ ციფრულ დოლარს ისინი არ შეეგუებიან.

რესპების პოზიცია: CBDC - განაჩენია აშშ-ის ეკონომიკისთვის

იმის თაობაზე, რომ ისინი არ უჭერენ მხარს "ცენტრალური ბანკის" ციფრული ვალუტის შემოთავაზებებს, უკვე განაცხადეს კანდიდატმა ფლორიდიდან რონ დესანტისმა და კანდიდატმა ოჰაიოდან ვივეკ რამასვამიმ.

ვერ ვიტყვით, რომ CBDC-ის პრობლემატიკა განეკუთვნება საკითხების იმ რიცხვს, რომლებიც ძლიერ აწუხებს ამერიკელ ამომრჩეველს. ამიტომ, რესპუბლიკელების კატეგორიული პოზიციის მკაფიო ახსნა არ გვაქვს. შესაძლოა, ისინი საპრეზიდენტო რბოლაში სწრაფი სტარტის აღებას ცდილობენ და არასტანდარტული განცხადებები აქ ძალიან უპრიანი იქნებოდა. 

გარდა ამისა, როგორც როჩესტერის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა, დევიდ პრიმომ (David Primo) აღნიშნა, რესპუბლიკელები ზოგადად "ეჭვის თვალით უყურებენ  მთავრობას და, შედეგად, მათთვის CBDC-ის ამ ახალ, შეუმოწმებელ იდეაზე მინიშნება ბუნებრივია".

ასე, რამასვამი ამტკიცებს, რომ CBDC-ის დანერგვა აშშ-ის ჩინეთის მსგავს რაღაცად გადააქცევს. ის შიშობს, რომ ციფრული დოლარი გზას გაუხსნის სოციალურ საკრედიტო სისტემას (ჩინურის მსგავსს, სადაც ციფრული იუანი 2 წლის წინ დაინერგა).

თავის მხრივ, დესანტისმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მან დაახასიათა ფრაზით "უფროსი ძმის ციფრული დოლარი". ფლორიდის გუბერნატორს სურს აკრძალოს CBDC-ის დანერგვა  შტატის ტერიტორიაზე, რათა ადგილობრივი მაცხოვრებლების კონფიდენციალური მონაცემები დაიცვას. დესანტისი ციფრულ დოლარს მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და ხალხის ფინანსებზე თვალთვალის ინსტრუმენტს უწოდებს.

„არ უნდა იყოს "საოცნებო", რომ სერიოზული ცვლილებები პოლიტიკაში კონგრესისგან სპეციალურ ნებართვას საჭიროებდეს; ეს კონსტიტუციის მოთხოვნაა. არაანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ამერიკელებს CBDC-ები მოახვიონ თავს. ისინი გვეტყვიან, რომ არ მოხდება CBDC-ის ბოროტად გამოყენება, მაგრამ ჩვენ საკმარისად ბრძენები ვართ, რომ ვიცოდეთ, რომ ეს ასე არ არის. ეს მგელი მგელს გავს“, - დაწერა კანდიდატმა.
წყარო: რონ დესანტისის Twitter

წყარო: რონ დესანტისის Twitter

რობერტ ფ. კენედი უმცროსმა, რომელიც პანდემიის დროს თავისი ანტივაქსერული პოზიციით გახდა ცნობილი, ასევე მწვავედ გააკრიტიკა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა. მაგრამ ის, სხვა კანდიდატებთან შედარებით კიდევ უფრო შორს წავიდა და CBDC-ის პოტენციური შემოღება დაუკავშირა FedNow-ის - ფედერალური სარეზერვო სისტემის გადახდების სერვისის ამოქმედებას, რომელიც ივლისშია მოსალოდნელი. კენედი დარწმუნებულია, რომ მისი სტარტი არის პირველი ნაბიჯი CBDC-ისკენ.
2008-დან 2022 წლამდე ფედერალური სარეზერვო სისტემა რამდენიმე მსხვილ ბანკთან თანამშრომლობდა, რათა 15 წლის განმავლობაში $10 ტრილიონი დაებეჭდა… ოქროს საბადო ბანკირებისთვის. როდესაც ეს ბუშტი გასკდება, კრიპტოვალუტები, ისეთები როგორც ბიტკოინი, საზოგადოებას საშიში ზონიდან გამოსავალს შესთავაზებს. ასე რომ, თეთრი სახლი თანამშრომლობს ბანკსტერებთან, რათა ჩვენ ყველანი სპეკულაციისა და კონტროლის ბუშტში გვამყოფოს
, – ამბობს ბობი.
ბიტკოინის თაობაზე წუხს ტეხასელი სენატორი ტედ კრუზიც (თუმცა, პოლიტიკოსს თავისი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად ჯერ არ წარუდგენია). მან პირდაპირ და ხისტად ისაუბრა: CBDC-ის დანიშნულება ბიტკოინების მთელი ღირებულების ლიკვიდაციაში მდგომარეობს. მისი აზრით, CBDC გაანადგურებს ანონიმურობასა და დეცენტრალიზაციას, ხელისუფლებას კი თითოეული ამერიკელის ყველა ტრანზაქციაზე ექნება წვდომა.

ბაიდენი: CBDC – პანაცეა ფინანსური სისტემისთვის?

თუმცა, ახლა, როდესაც არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორსაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბაიდენის პოზიციას უკავია, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ თავისი პოსტის შენარჩუნება სურს და აპირებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
მარტის ეკონომიკურმა ანგარიშმა გარკვეულწილად ნათელი მოჰფინა CBDC-ის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის დამოკიდებულების საკითხს. შეუძლებელია იმის ცალსახად მტკიცება, რომ ბაიდენი ციფრული დოლარის "მომხრეა". თეთრ სახლში ჯერ კიდევ მსჯელობენ იმაზე, უნდა იყოს თუ არა CBDC "საბითუმო", რომელზეც წვდომა მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებს ექნებათ. ან, პირიქით, CBDC-ზე წვდომა  ფიზიკურ პირებს მიეცემათ.

საერთო ჯამში, ბაიდენი CBDC-ში მხოლოდ სასიკეთოს ხედავს. ციფრულ დოლარს შეუძლია გახადოს გადახდის სისტემა უფრო ეფექტიანი, ჩაუყაროს საფუძველი შემდგომ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, დააჩქაროს ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციები, გააფართოოს წვდომა ფინანსურ სერვისებზე და ა.შ. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციაში უკვე შეიმუშავეს შესაბამისი "პოლიტიკური მიზნები აშშ-ის CBDC-ის სისტემისთვის“. მოკლედ, ისინი შეიძლება შეფასდეს, როგორც "ყველაფერი კარგის მომხრე ფედერალები ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ".
CBDC - ოქროს შუალედი კრიპტოსა და ფიატს შორის წყარო: აშშ-ის პრეზიდენტის წლიური ეკონომიკური ანგარიში

CBDC - ოქროს შუალედი კრიპტოსა და ფიატს შორის წყარო: აშშ-ის პრეზიდენტის წლიური ეკონომიკური ანგარიში

თუმცა, ციფრული დოლარის იდეას აკრიტიკებენ არა მხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ უოლ სტრიტელი ბანკირებიც. ისინი შიშობენ, რომ CBDC-ის ემიტენტი ფინანსურ ბაზარზე თამაშის ახალ, არაკონკურენტულ წესებს შემოიღებს. Circle კი გვაფრთხილებს, რომ ციფრულმა დოლარმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი საბანკო სექტორის დესტაბილიზაცია. სხვათა შორის, ბაიდენმა მოამზადა კრიპტოინდუსტრიის მონაწილეებისთვის არც თუ სახარბიელო როლი. CBDC-ის იდეოლოგების ჩანაფიქრით, კერძო კრიპტოკომპანიები შეასრულებენ მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბების როლს, რომლებიც ციფრული დოლარის ტრანზაქციებს გაამარტივებენ.