ChatGPT, როგორც იურისტი

ფოტო - ChatGPT, როგორც იურისტი
ახლახან გამართული სასამართლო პროცესის დროს, სტივენ შვარცი, პრესტიჟული ნიუ-იორკის იურიდიული ფირმის Levidow, Levidow & Oberman-ის ადვოკატი, გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან მისი კლიენტის, რობერტ მატას მიერ Avianca Airlines-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში სამართლებრივი ექსპერტიზისთვის ChatGPT-ი გამოიყენა.
CNN Business-ის მოხსენების თანახმად, მატამ განაცხადა, რომ 2019 წელს Avianca Airlines-ის თვითმფრინავით მგაზვრობისას სერვირების გორგოლაჭებიანი მაგიდის გამო ტრავმა მიიღო.

მაგრამ, პროცესმა მოულოდნელი სახე მიიღო, როდესაც თავმჯდომარე მოსამართლეს ყურადღება მიიპყრო დოკუმენტებში არსებულმა შეუსაბამოებებმა და ფაქტობრივმა შეცდომებმა. 24 მაისს დათარიღებულ წერილობით განცხადებაში შვარცმა აღიარა, რომ იყენებდა ChatGPT-ს თავის იურიდიულ პრაქტიკაში. ამასთან, მან მიუთითა, რომ მსგავსი ტექნოლოგია პირველად გამოიყენა და არ იცოდა საქმის მასალების შესაძლო გაყალბების შესახებ.

ირკვევა, რომ ჩატბოტის მიერ მომზადებულ იურიდიულ დოკუმენტში ნახსენები საქმეები  არ არსებობდა. ამასთან, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საქმის რიგითი ნომერი შეიცვალა სხვა სარჩელის ნომრით.
ამ ინციდენტმა გააჩინა შეშფოთება იურიდიული კვლევების ჩატარებისას ხელოვნური ინტელექტის ენობრივი მოდელების სანდოობასთან და ასევე მათ ეფექტიანობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, დიდ თანხებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში.

GC
GN Crypto
ავტორი