CoinShares-მა გამოუშვა ბოტი NFT-ზე ფასების გამოსათვლელად
ევროპულმა კრიპტოპლატფორმამ CoinShares-მა შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის ბოტი NFT-ზე სამართლიანი ფასების დასადგენად. პროექტი სახელწოდებით CoinSharesNFTAI ტესტირების ფაზაშია და შექმნილია OpenSea-ზე ყველაზე პოპულარული კოლექციების შესაფასებლად.
მუშაობის დასაწყებად, მომხმარებელმა უნდა მიიღოს მარკეტპლკეისზე არჩეული ურთიერთშეუცვლელი ტოკენის ბმული, განათავსოს ის Twitter-ზე მასში ბოტის მონიშვნით. CoinSharesNFTAI დაამუშავებს მონაცემთა სხვადასხვა მასივებს და მომხმარებელს მიაწვდის NFT-ს სავარაუდო ფასს.
”NFT-ს ფასწარმოება მარტივი ამოცანა არ არის. მათი ფასები მერყეობს და ბაზარზე მილიონობით კოლექციაა წარმოდგენილი, დაწყებული პროექტებიდან, როგორიცაა Bored Ape Yacht Club და დამთავრებული ნაკლებად ცნობილი მხატვრებით, რომლებსაც ვაჭრობის ისტორია საერთოდ არ გააჩნიათ“, - ამბობენ CoinShares-ში.
წყარო: Twitter
CoinSharesNFTAI პროექტი ეფუძნება დადასტურებულ მათემატიკურ კონცეფციებს NFT-ების სამართლიანი ფასის პროგნოზირებისთვის, რომელიც ამჟამად OpenSea-ს მარკეტპლეისზეა წარმოდგენილი. არა აქვს მნიშვნელობა ტოკენი მომხმარებლის საკუთრებაშია თუ არა. ეს ინსტრუმენტი სასარგებლო იქნება მყიდველებისთვის, რომლებიც სხვადასხვა NFT-ებს თავიდან მხოლოდ აფასებენ.
პროექტის ალგორითმი ეფუძნება ჰედონისტურ მოდელს და წარმოქმნის ფასების ინდექსს ათასობით ტრანზაქციის გათვალისწინებით. პოპულარული NFT კოლექციების წინა გაყიდვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური Opensea API გამოიყენება.
ფასების დადგენისთვის ხელმისაწვდომი პროექტების სია ყოველკვირეულად შეიცვლება. 16 ოქტომბრამდე მასში შევა კოლექციები ლურჯი ჯეტონებით, მათ შორის Bored Ape Yacht Club, CryptoPunks და სხვა. მომავალში დეველოპერები გეგმავენ ასევე მუდმივად შემოთავაზებული NFT პროექტის გარკვეული რაოდენობის დამატებას.
CoinShares აფრთხილებს, რომ ზოგიერთი ტოკენის ფასი შეიძლება დაუსაბუთებლად დაბალი ჩანდეს. თუმცა, ალგორითმის დეტალური შეფასებისას, აღმოჩნდება, რომ მიღებულ ციფრებში არაფერია უცნაური.
მრავალ პარამეტრს შორის, რომელსაც ბოტი ამუშავებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აჟიოტაჟს, იშვიათობას და რეალურ სარგებელს. რთული მათემატიკური გამოთვლების საშუალებით, რომელიც მოიცავს ფოლოვერების რაოდენობას, ტრანზაქციების ღირებულებას და მოცულობას, CoinSharesNFTAI დასაბუთებულ ფასს გთავაზობთ. ამავდროულად, ის შეიძლება არ ემთხვეოდეს სოციალურ ქსელებში არსებულ პრეფერენციებს ან ანალიტიკოსებისა და მარკეტოლოგების მონაცემებს.
ამ მახასიათებლის გათვალისწინებით, CoinShares-ის წარმომადგენლები გირჩევენ ბოტის გამოყენებას, როგორც დამატებით ინსტრუმენტს „NFT-ებთან და თქვენს კოლექციასთან ექსპერიმენტებისთვის“.