CoinList-მა კიდევ ერთი სეილი დააანონსა! პროექტი Archway

ფოტო - CoinList-მა კიდევ ერთი სეილი დააანონსა! პროექტი Archway
NEON-ის ტოკენსეილისთანავე, CoinList-მა წარადგინა ახალი პროექტი, სახელწოდებით Archway. ამ ICO-ში მონაწილეობის მიღებას ყველა მსურველი (აკრძალული იურისდიქციის მოქალაქეების გარდა) უკვე ივნისის შუა რიცხვებში შეძლებს.

რა არის Archways?

Archway არის პირველი დონის ბლოკჩეინი, რომელიც Cosmos-ზეა  აგებული, რისი წყალობითაც პროექტებს ტრანზაქციის საკომისიოს წილის (50%) მიღება შეუძლიათ. ასე რომ, დეველოპერები დაინტერესებულები იქნებიან იმაში, რომ მომხმარებლები მათ განხორციელებაზე წაახალისონ. 
 
აღნიშნულია, რომ 100-ზე მეტი დეცენტრალიზებული აპლიკაცია და ინსტრუმენტალური გადაწყვეტილება მზადაა, შეუერთდეს Archway-ის ეკოსისტემას მას შემდეგ, რაც Mainnet ამოქმედდება.
Archway-ის ეკოსისტემა. წყარო: CoinList

Archway-ის ეკოსისტემა. წყარო: CoinList

ARCH-ის ტოკენომიკა

ARCH არის Archway-ის ქსელის ნატიური ტოკენი, რომელიც ასრულებს შემდეგ ოთხ ფუნქციას:

1. ბლოკჩეინის მხარდაჭერა ალგორითმ Proof-of-Stake-ის მეშვეობით.
2. მართვა. პროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხმის უფლება აქვს იმას, ვინც ARCH-ის სტეიკინგი მოახდინა.
3. ტრანზაქციებზე საკომისიოს გადახდა.
4. დეველოპერისთვის განკუთვნილი ჯილდო.

ქვემოთ მოცემულია ტოკენ ARCH-ების განაწილების სქემა.
ARCH-ის ტოკენომიკა. წყარო: CoinList

ARCH-ის ტოკენომიკა. წყარო: CoinList

CoinList-ზე დაგეგმილი ICO-ს პირობები:

  • სეილის თარიღი — 15 ივნისი.
  • გასაყიდი ტოკენების საერთო რაოდენობა — 30 მილიონი. ეს ტოკენების მთლიანი მიწოდების 3%-ია.
  • ARCH-ის ფასი - $0,2.
  • დაბლოკვა და გამოშვება: ტოკენების 25% ICO-დან 40 დღეში  განიბლოკება. ამას მოჰყვება 8-თვიანი ხაზოვანი ვესტინგი.
  • გამოსყიდვის მინიმალური თანხა - $100, მაქსიმალური - $1000.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

CoinList-ზე დაგეგმილ ICO-ში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე, გაიაროთ KYC ვერიფიკაცია და 12 ივნისამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე, რადგან შემოწმებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. იქ გაეცნობით ყველა დეტალს. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული იურისდიქციის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები მოქმედებს.
 
ტოკენების შესაძენად დარეგისტრირებისას, თქვენ უნდა უპასუხოთ კითხვებს პროექტ Archway-სა და თავად სეილთან დაკავშირებით. პასუხები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. ასევე, დასასრულს, თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი საფულის მისამართი Cosmos-ის ქსელში. თუ ასეთი არ გაქვთ, უნდა შექმნათ ის. ეს შეიძლება გაკეთდეს  საფულე Keplr-ის მეშვეობით.
 
1. 30 000 000;
2. Users in the waiting room for the sale will be given a random spot…;
3. Archway is a Cosmos-native Layer 1 blockchain that…;
4. USDC, USDT;
5. $0.20 per token, $1000 max purchase amount;
6. The user's purchase may be canceled…;
7. CoinList.co;
8. The user's purchase may be canceled...