CoinMarketCap-ს თაღლითობაში ადანაშაულებენ

icon JST
ფოტო - CoinMarketCap-ს თაღლითობაში ადანაშაულებენ
CoinMarketCap airdrops-ით მაქინაციებში დაადანაშაულეს. ტოკენების დიდი მოცულობამ მხოლოდ რამდენიმე საფულეში მოიყარა თავი, რაც უკვე საეჭვოა.
კრიპტოვალუტის ორი პროექტი, CoinMarketCap (CMC) მიერ მათი სახელით  განხორციელებული სარეკლამო აირდროპების გამო, არაკეთილსინდისიერი თამაშის შესახებ აცხადებს.  მათი თქმით, ტოკენები ადამიანთა მცირე ჯგუფის სასარგებლოდ "გათამაშდა".

 CoinMarketCap-ზე პერიოდულად,  სხვადასხვა კრიპტოპროექტების აირდროპები ტარდება.  მთავარი მიზანს წარმოადგენს, აუდიტორიის მოზიდვა  სოციალურ ქსელებში  საკუთარი პროექტის მიმართ ინტერესის გასაზრდელად.   მაგრამ მთელი ეს ისტორია დასრულდა იმით, რომ ტოკენები  მხოლოდ რამდენიმე საფულეზე  დაირიცხა, რაც სისტემასთან პოტენციურ მანიპულირებაზე  მიუთითებს.

SATT token

SaTT კრიპტოპროექტის სარეკლამო აირდროპი ჩატარდა 2022 წლის დეკემბერში. ნავარაუდევი იყო, რომ 25 000 გამარჯვებულის საფულეში, თითოეულს  ჩაერიცხებოდა 4 000 SATT ტოკენი, რომლის ფასიც იმ მომენტში 6.3 დოლარს შეადგენდა. თუმცა შემდგომ კომპანია SaTT-მა განაცხადა, რომ აირდროპისთვის გამოყოფილი ტოკენების 84% მხოლოდ 21 საფულემ  მიიღო.

 20 953 გამარჯვებულის  საფულეზე აირდროპის გაგზავნიდან  მალევე, ტოკენები ავტომატურად გადაირიცხა 21 საფულეზე, რომლებიც რამდენიმე დღეში ყველამ გაყიდა და დაახლოებით 142 000 დოლარი გამოიმუშავეს.

აირდროპის დასრულების მომენტიდან მასობრივი გაყიდვის შედეგად  SATT-ის ფასი 70%-ით შემცირდა.
SaTT აცხადებს, რომ საფულეს 0x929... (სურათზე)4500-ზე მეტი ტრანზაქცია აქვს მათი ტოკენით განხორციელებული. ბლოკჩეინის მონაცემები კი აჩვენებს, რომ საფულემ  4,3 მილიონზე მეტი ტოკენი PancakeSwap-ის მეშვეობით  გაყიდა.

SaTT აცხადებს, რომ საფულეს 0x929... (სურათზე)4500-ზე მეტი ტრანზაქცია აქვს მათი ტოკენით განხორციელებული. ბლოკჩეინის მონაცემები კი აჩვენებს, რომ საფულემ 4,3 მილიონზე მეტი ტოკენი PancakeSwap-ის მეშვეობით გაყიდა.

ასევე აღნიშნული საფულე ტრანზაქციებს ახორციელებდა კიდევ  ერთი ტოკენით, რომელიც CMC-ზე airdrop-ს აწარმოებდა. თუმცა ეს  სიტუაცია  ჯერჯერობით ყურადღების მიღმა რჩება.

ასევე აღნიშნული საფულე ტრანზაქციებს ახორციელებდა კიდევ ერთი ტოკენით, რომელიც CMC-ზე airdrop-ს აწარმოებდა. თუმცა ეს სიტუაცია ჯერჯერობით ყურადღების მიღმა რჩება.

TokenBot token

TokenBot-ის თანადამფუძნებელმა შონ ნიუსუმმა მსგავსი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც 9 დეკემბერს კომპანიამ თავისი TKB-ტოკენის airdrop-ი CoinMarketCup-ის ხელმძღვანელობით  ჩაატარა.

შონ ნიუსუმმა თქვა, რომ CMC-მ მათ 30 000 გამარჯვებული წარუდგინა, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ ტოკენები ყველა საფულეზე ერთდროულად არ გაეგზავნა, არამედ   ეს რამდენიმე  ეტაპად  განეხორციელებინა. თითქოს იგრძნო, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს და მხოლოდ ტოკენების ნაწილი გააგზავნა.

შედეგად, TokenBot-მა თავისი ტოკენები  მხოლოდ პირველ 4000 გამარჯვებულს გაუგზავნა, მაგრამ დაახლოებით მათგან 3300-მა  თანხა  საბოლოოდ  ერთ საფულეზე გადააგზავნა.
bscscan მონაცემები ცხადყოფს, რომ ათასობით TKB ტრანზაქცია მიდის საფულეზე 0x5AF...  სანამ ის იწყებს Cross-chain-  გაცვლას და შემდეგ  ყიდის თავის აქტივებს.

bscscan მონაცემები ცხადყოფს, რომ ათასობით TKB ტრანზაქცია მიდის საფულეზე 0x5AF... სანამ ის იწყებს Cross-chain- გაცვლას და შემდეგ ყიდის თავის აქტივებს.

”ცხადია, ვიღაცა მიხვდა, თუ  როგორ დაამარცხოს CMC”, - დასძინა მან. ” ჩვენ რომ ყველა ტოკენი  გაგვეგზავნა, ეს შეიძლება სრული კატასტროფა გამხდარიყო .”

შონ ნიუსუმმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ მან მიიღო ბოდიში CMC-გან და  დაარწმუნეს, რომ გამოიძიებენ  დაგზავნის ფაქტს და  გამარჯვებულთა სიას განაახლებენ.

გამოძიებაში SaTT აცხადებს, რომ 2022 წლის ივლისიდან CMC-ის მიერ ჩატარებული კიდევ 18 აირიდროპი აღმოაჩინა, რომლებიც ასევე "ინფიცირებული იყვნენ თაღლითობით " 6.6 მილიონი დოლარის ოდენობით.

 თეორიულად SaTT  განიხილავს ორ ვარიანტს, თუ როგორ განხორციელდა თაღლითობა:

"ან ადამიანთა ჯგუფმა შეიტანა უამრავი ყალბი ანგარიში, ან ეს მართლაც CMC-ის შიგნით იყო  ნამოქმედარი".

CoinMarketCap-მა გასცა პასუხი

CoinMarketCap-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხოლოდ სამი პროექტი, მათ შორის SaTT, AgeOfGods და TokenBot, ესაუბრებოდა CMC-ს გუნდს  პრობლემების შესახებ და მეტი შეტყობინება არც ერთი სხვა  პროექტისგან  არ  მიუღიათ.

 თუმცა პრეს-მდივანმა აღიარა, რომ ბოტები მართლაც პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა ინდუსტრიას ეხება:

 "ინდუსტრია დიდი ხანია აწყდება ამ პრობლემას და რეალობა ისაა, რომ ვერც ერთმა დარგმა ვერ შეძლო  ბოტების პრობლემის ბოლომდე გადაჭრა ".

"ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი სისტემებისა და სერვისების გაუმჯობესებაზე, რათა შევამციროთ ეს პრობლემა და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ამ პროექტებთან, რათა ვიპოვოთ გამოსავალი და  ნებისმიერი მიმდინარე პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროთ", - დასძინა გუნდის წარმომადგენელმა.

რბ