პლატფორმამ Towns $25,5 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

ფოტო - პლატფორმამ Towns $25,5 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ Facebook, Instagram და Twitter არ უნდა მოდუნდეს. Web2-ისთვის დამახასიათებელი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და მუდმივი რეკლამის ფონზე, Web3 სტარტაპების რაოდენობა სწრაფად იზრდება.
Towns არის ერთ-ერთი პერსპექტიული სოციალური სტარტაპი, რომელიც 2023 წლის იანვარში Here Not There Labs-ის დეველოპერებმა აამოქმედეს. პროექტმა 23 თებერვალს A სერიის დაფინანსების ფარგლებში  $25,5 მილიონის ოდენობის დაფინანსება მოიზიდა. რაუნდს წარუძღვა ვენჩურული ფონდი a16z crypto, რომელსაც Benchmark და Framework Ventures შეუერთდნენ.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

რა არის Towns?

Towns არის საკომუნიკაციო Web პლატფორმა ონლაინ საზოგადოებებისთვის. მისი შემქმნელები ე.წ. ქალაქის მოედნის აღდგენასა და ვირტუალური ქალაქებისთვის პერსპექტიული მომავლის უზრუნველყოფას გვთავაზობენ. კონკრეტულად რას გულისხმობენ ისინი?
წყარო: towns.com

წყარო: towns.com

Towns არის აპლიკაცია, რომელიც ეფუძნება ამავე სახელწოდების ჯგუფური ჩატის პროტოკოლს. პროექტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ ესაუბრონ ერთმანეთს, არამედ ფლობდნენ საზოგადოებას და ციფრულ მოედანს.
ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია, გამოიყენოს Towns, რათა თავისუფლად შეიკრიბოს და ისაუბროს მათი საჭიროებებისთვის განკუთვნილ სივრცეში ისე, რომ არ იდარდოს, რომ რომელიმე ორგანიზაცია შეცვლის წესებს, მიიღებს სარგებელს მათი საქმიანობიდან, ან წაართმევს მათ უფლებებს
, - ნათქვამია პროექტის ვებგვერდზე.
Here Not There Labs-ის გათვლებით, თავდაპირველად ყველა საზოგადოების მართვა დეველოპერების ამოცანა იქნება. მაგრამ მომავალში, ცალკეულ ქალაქებზე კონტროლს გადასცემენ დამოუკიდებლად მოქმედ DAO-ებს, რომლებიც ქსელის დეცენტრალიზაციისას ჩამოყალიბდებიან. მათ შემადგენლობაში შევა პროექტის განვითარებით დაინტერესებული ყველა ძირითადი  კატეგორია - მომხმარებლები, კვანძების ოპერატორები, სივრცის მფლობელები და საკვანძო მონაწილეები.

Towns საზოგადოებების შემქმნელებს სთავაზობს Ethereum ქსელში არსებულ  ყველა საჭირო ინსტრუმენტსა და შესაძლებლობას:

  • ღია საწყისი კოდს;
  • End-to-end დაშიფვრას;
  • თავსებადობას სმარტ კონტრაქტებთან.

ამჟამად მომხმარებლებს შეუძლიათ, მიიღონ ადრეული წვდომა Towns-ის აპლიკაციის ალფა ვერსიაზე. მისი ამოქმედება ხდება Ethereum Goerli-ის სატესტო ქსელზე. რაც შეეხება ბეტა ვერსიას, დეველოპერები მის ამოქმედებას Ethereum-სა და L2 გადაწყვეტილებებზე გეგმავენ.