კრეიგ რაიტი Hodlnaut–ის გასამართლებას ითხოვს

ფოტო - კრეიგ რაიტი  Hodlnaut–ის გასამართლებას ითხოვს
როგორც ჩანს, ბიტკოინის თვითგამოცხადებული შემქმნელი სასამართლოს სარბაზში დასახლებას გეგმავს
 თვითგამოცხადებული სატოში ნაკამოტო,რომელსაც განსხვავებული აზრის მქონეთა წინააღმდეგ  სარჩელების ხშირი  შეტანისკენ აქვს მიდრეკილება, სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს.

 მიუხედავად ბოლო ტვიტისა, რომელშიც ნათქვამი იყო: „ზედმეტად დიდხანს ვიყავი  გაბრაზებული, რადგან  სხვებში ვეძებდი მოწონებას. ეს დასრულდა. ერთადერთი მოწონება, რაც მე მჭირდება, არის ჩემი ოჯახის მოწონება და იმის გააზრება, რომ ჩემი იდეები რეალიზდება და  ხალხის მიერ მთელ მსოფლიოში გამოიყენება. ყველას არ სჭირდება ის, რისი შეთავაზებაც მე შემიძლია..”, ის აგრძელებს ცნობილი ბიტკოინ მაქსიმალისტის Hodlnaut-ის წინააღმდეგ სასამართლო განხილვისთვის მზადებას. 
წყარო: კრეიგ რაიტის ტვიტერი

წყარო: კრეიგ რაიტის ტვიტერი

Gagarin News-თან ინტერვიუში Citadel21-ის შემქმნელმა, ფსევდონიმით Hodlnaut, განაცხადა, რომ მოსმენა წელს გაიმართება.  მანამდე Hodlnaut უკვე   მოიგო ნორვეგიაში საქმე რაიტის წინააღმდეგ  მას შემდეგ, რაც მან მას თაღლითი უწოდა. მან თქვა:

„ბევრისასამართლო პროცესი მოვიგე. მოვიგე პროცესი  ნორვეგიაში. მაგრამ კრეიგ რაიტს აქვს საკუთარი მეთოდოლოგია - ის უბრალოდ განაგრძობს სასამართლოში სარჩელის სარჩელზე შეტანას. ასე რომ, სექტემბერში ნორვეგიაში კიდევ ერთი  მოსმენა იქნება. გარდა ამისა, მან  დიდი ბრიტანეთის სასამართლოშიც მიჩივლა, ამიტომ ახლა ინგლისის სასამართლოსთანაც მიწევს საქმის გარკვევა“.

მან დასძინა, რომ Kraken-ის, Coinbase-ისა და Bitcoin-ის დეველოპერებს ასევე ემუქრებათ პრეტენზიები რაიტისგან, რომელიც  „ბევრ ტოქსიკურ და დაუნდობელ სასამართლო პროცესს მართავს, რაც  ბიტკოინის მთელი ეკოსისტემის საზიანოდ მოქმედებს“.

”ის  აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ითრევს თავის გარჩევებში, რომლებსაც უწევთ ამისთვის დროის და ფინანსების დახარჯვა”, - თქვა Hodlnaut –მა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად კრეიგ რაიტს არ აქვს ფული და  მას ფულის ტომარა კელვინ ეირი აფინანსებს.

ბიტკოინ მაქსიმალისტი დარწმუნებულია, რომ ნორვეგიაში  მომავალ სასამართლო პროცესს მოიგებს, მიუხედავად იმისა, რომ რაიტის გუნდმა შეცვალა სტრატეგია, და ამჯერად Hodlnaut–ს უწოდებს „კიბერ–ხულიგანს“ და ამტკიცებს, რომ მან რაიტის მორალური  ტანჯვა  მიაყენა.

„მან  ცრემლის გადმოგდებაც კი მოახერხა და ცოტა იტირა  სასამართლო დარბაზში, რათა ყველას დაენახა, როგორ ვდევნი მას“.

თვალი ადევნეთ განახლებებს,რათა არ გამოტოვოთ ინტერვიუ!