Credit Suisse: აქციების ფასის -30%, ისტორიული მინიმუმი

ფოტო - Credit Suisse:  აქციების ფასის -30%, ისტორიული მინიმუმი
ბანკის ფასიანი ქაღალდების ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ფინანსური დაწესებულების უმსხვილესმა ინვესტორმა, საუდის არაბეთის ეროვნულმა ბანკმა Credit Suisse-ს დამატებით ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა.
Credit Suisse-ის გარშემო შექმნილი სიტუაცია მსოფლიო საბანკო სისტემაზე უფრო მეტად აისახება, ვიდრე ამერიკული Signature-ის ან SVB-ის ამასწინანდელი ჩამოშლა. ბანკი ღრმად არის ინტეგრირებული გლობალურ ფინანსურ ბაზართან და შვეიცარიის ფარგლებს გარეთ რამდენიმე შვილობილი კომპანია გააჩნია.  

2022 წლის ბოლოს Credit Suisse-ის ბალანსი 577 მლრდ. დოლარს შეადგენდა. 

მსგავსი მოვლენები კვლავ აჩენს საკმაოდ ნეგატიურ აზრს: ხომ არ ვდგავართ ახალი გლობალური კრიზისის ზღვარზე?

GC
GN Crypto
ავტორი