ხარების კრიპტოსაზოგადოება: რა არის ეს?

icon ONE
icon NFT
ფოტო - ხარების კრიპტოსაზოგადოება: რა არის ეს?
NFT ბაზარზე უამრავი საინტერესო პროექტია,ერთ–ერთი მათგანი ხარების კრიპტოსაზოგადოებაა (Crypto Bulls Society), რომელიც კოლექციონერებს უნიკალურ NFT–ებს, რომელთა გმირებიც ხარები და დათვები გახდნენ.
ამ სტატიაში გაგაცნობთ მათ,ვისაც კრიპტოვალუტა ეკონომიკის ევოლუციაში მომდევნო ნაბიჯი მიაჩნია – ხარების კრიპტოსაზოგადოებას.

მოდით,უფრო დეტალურად განვიხილოთ,თუ რას წარმოადგენს ეს პროექტი.

«ხარები» და «დათვები»

უპირველეს ყოვლისა,დამწყებებს მოკლედ უნდა ავუხსნათ,თუ ვინ არიან «ხარები» და «დათვები». 

ფინანსურ სფეროში ეს ცხოველები განასახიერებენ პოლარულ განწყობებს ბაზარზე: ან კონკრეტული აქტივის მიმართებაში,ან მთლიანად ბაზრის. ისინი,ვინც თვლიან, რომ აქციების ღირებულება ზრდას განაგრძობს, თავად ბაზარი კი სწრაფად განვითარდება, არიან ხარები.

ხოლო, ვისაც პირიქით მიაჩნია, არიან დათვები. ამრიგად, დათვის ბაზარი გულისხმობს აქციებზე ფასების შემცირებას, როგორც წესი,რამდენიმე თვის განმავლობაში.

აქედან გამომდინარე, ზედსართავი სახელები "bullish" და "bearish" გამოიყენება ბაზრის ტენდენციების აღსაწერად - ან დადებითი განწყობის ("bullish") ან უარყოფითის ("bearish"). ისინი ერთგვარი პროგნოზია ინვესტორებისთვის, რომელიც  ეხმარება იმის გაგებაში, თუ რას უნდა ელოდო ბაზრისგან.

Эამ ტერმინებს რეგულარულად იყენებენ კრიპტობაზარზე, მედია კი ხშირად აჭრელებულია სათაურებით: «ინვესტორი ხარივითაა განწყობილი» (განსაკუთრებით თუ ეს ინვესტორი – მაიკლ სეილორია).

ხარების კრიპტოსაზოგადოება

როგორც ოფიციალურ აღწერაშია ნათქვამი, Crypto Bull Society «არის თანამოაზრეთა დახურული ჯგუფი,რომლებსაც მყარად სჯერა კრიპტოვალუტების მომავლის» და მოწოდებულია  «გაზარდონ Web 3.0–ის მთლიანი შიდა პროდუქტი».  

«კრიპტოსაზოგადოება თავის წევრებს აძლევს წვდომას ექსკლუზიურ კონტენტზე, მოვლენებზე, თანამშრომლობაზე და ინვესტორების, კოლექციონერების, მასწავლებლების, მოვაჭრეების, დეველოპერების და კრიპტოენთუზიასტების პროფესიონალურ ქსელებზე, რომლებიც ხელმძღვანელობენ, აუმჯობესებენ და აფინანსებენ ტექნოლოგიებისა და ფინანსების დეცენტრალიზებულ მომავალს», – ნათქვამია პროექტის საიტზე. 

კრიპტოსაზოგადოებას თავისი ექაუნტი აქვს  Twitter–ში, სადაც წევრები ერთმანეთს უზიარებენ უკანასკნელ სიახლეებს და მსოფლიოს კრიპტომოყვარულთა NFT შენაძენებს. მათი პროფილის ბიოგრაფიის სექციაში წერია: «მოდა. კულტურა. მეტასამყარო».

ხარების კრიპტოსაზოგადოება გვპირდება, რომ უზრუნველყოფს წვდომას წამყვანი დიზაინერების ექსკლუზიურ კოლექციებზე, ასევე „გააძლიერებს არსებულ გამოცდილებას და ბრენდს ყველაზე პოპულარულ და პერსპექტიულ ბაზრებზე გამოიყვანს“.

მაშ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოებას შეუერთდე?

Crypto Bull Society–ს წევრი რომ გახდეთ, უნდა შეიძინოთ კრიპტო–ხარი ან კრიპტო–დათვი მათი NFT  კოლექციებიდან,ზოგიერთი მათგანი ხელმისაწვდომია პლატფორმაზე OpenSea. 

ყველაზე იაფი  კრიპტო–ხარი  ღირს 0,1649 ETH სტატიის წერის მომენტისთვის, რაც დაახლოებით $255,25–ის ექვივალენტია. ამასობაში, ყველაზე ძვირადღირებული NFT შეთავაზებულია საკმაოდ დიდ ფასად  9 999 ETH, რაც დაახლოებით  $15 491 950,65 შეადგენს. როგორც ამტკიცებენ,ის უნიკალური მახასიათებლების მატარებელია.

კრიპტო–დათვები კი ნაკლები ღირს. OpenSea პლატფორმაზე წარმოდგენილთაგან ყველაზე იაფი  ღირს სულ რაღაც  65 დოლარი. ყველაზე ძვირადღირებული «დათუნიას» შეძენის ფუფუნება მხოლოდ მილიონერებს აქვს: იშვიათი კრიპტო–დათვი  1 796 ETH ან 2 782 632 დოლარი ღირს.

კომპანიის მონაცემებით, მისი  NFT–ების მფლობელები მთელს მსოფლიოში არიან მიმოფანტულები, აშშ–ს,ევროპის,ლათინური ამერიკის ,ავსტრალიის,ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების ჩათვლით. 

მსგავსი პროექტები

Crypto Bull Society –ბაზარზე წარმოდგენილი  მრავალი  NFT პროექტებიდან ერთ–ერთია.

წინა სტატიებში ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ როგორც  ყველაზე ძვირადღირებული, ისე  ყველაზე იაფი  NFT–ები ბაზარზე.  

ყველა სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ჰიპერბმულებით – ჩაატარეთ საკუთარი კვლევა და აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც უშუალოდ თქვენთვისაა უფრო მისაღები.