რა არის კრიპტოდაკრედიტება და რა სიტუაციებში შეიძლება გამოგვადგეს?

ფოტო - რა არის კრიპტოდაკრედიტება და რა სიტუაციებში შეიძლება გამოგვადგეს?
კრიპტოდაკრედიტება არის შესაძლებლობა, ისესხოთ ციფრული აქტივები დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ან გაასესხოთ სახსრები და ამაზე გამოიმუშავოთ ფული.
მოვიყვანოთ მაგალითი: თქვენ ნამდვილად გჭირდებათ სტეიბლკოინები აქციაში მონაწილეობის მისაღებად ან თქვენი რომელიმე სხვა საჭიროებისთვის, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი ოდენობა. და ამავე დროს, თქვენ ფლობთ ETH ტოკენებს. თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ ისინი და შემდეგ ისევ იყიდოთ, მაგრამ ვარაუდობთ, რომ ETH-ის ღირებულება მალე გაიზრდება, ამიტომ არ გსურთ გამოგრჩეთ ეს შესაძლო ზრდა.

ამ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ კრიპტოდაკრედიტების სერვისები. თქვენ იყენებთ თქვენს ETH-ს როგორც უზრუნველყოფას, სესხულობთ სტეიბლკოინებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ აბრუნებთ მათ წლიური 5-10% განაკვეთის გადახდით. მაგალითად, თუ აიღებთ 1000 დოლარს და დააბრუნებთ ერთი კვირის შემდეგ, წლიური განაკვეთით 10%, თქვენ გადაიხდით საკომისიოს სახით თითქმის $2. სესხის და საკომისიოს დაფარვის შემდეგ დაგირავებული კაპიტალი დაგიბრუნდებათ.

თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ ისესხოთ ფული, არამედ მიიღოთ პასიური შემოსავალი პროცენტის სახით კრიპტოვალუტის იმ პულში განთავსებისთვის, რომელიც განაგებს თქვენს სახსრებს. ამ სიტუაციაში ფულის დაკარგვის რისკი, როგორც წესი, მცირეა, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება სმარტ-კონტრაქტის ან გამოყენებული ბირჟის სანდოობაზე.
(პლატფორმა Venus Protocol)

(პლატფორმა Venus Protocol)

თითოეულ ბირჟას ან dApp-ს აქვს ტოკენების განსხვავებული არჩევანი, სესხის გაცემის პირობები და საპროცენტო განაკვეთები კრიპტოვალუტებისთვის, რომელთა სესხებაც შესაძლებელია.

ვინაიდან კრიპტოვალუტა ძალიან ვოლატილურია, სესხის თანაფარდობა გირაოსთან (LTV) დაბალი იქნება (დამოკიდებულია LTV სერვისზე, 50-დან 80 პროცენტამდე). ანუ, თუ სარგებლობთ სერვისით 50%-იანი LTV-ით, მაშინ უზრუნველყოფა ორჯერ უნდა აღემატებოდეს სესხს ოდენობით. ეს განსხვავება უზრუნველყოფს უსაფრთხოების ბალიშს იმ შემთხვევაში, თუ გირაოს ღირებულება ეცემა. ან პირიქით, თუ თქვენს მიერ ნასესხები ტოკენი გაძვირდება, თქვენი LTV გაიზრდება და როცა ლიმიტს მიაღწევს, შეიძლება მიიღოთ ლიკვიდაცია. ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენ ყურადღებით უნდა აკონტროლოთ აქტივების ფასი. თუ რომელიმე ზემოაღნიშნული სცენარი მოხდება, თქვენ მოგიწევთ თქვენი უზრუნველყოფის შევსება დამატებითი სახსრებით.

ამიტომ, წარმატებული კრიპტოვალუტური სესხისთვის გამოიყენეთ მხოლოდ სანდო საკრედიტო პლატფორმები და უზრუნველყოფისთვის კი სტაბილური აქტივები. აუცილებლად წაიკითხეთ იმ პლატფორმის პირობები, წესები, რეიტინგი, რომლებთანაც აპირებთ მუშაობას. იპოვეთ  ინფორმაცია სმარტ-კონტრაქტის აუდიტის შესახებ, რათა გაიგოთ, რამდენად უსაფრთხოა თქვენი სახსრების იქ განთავსება. გაითვალისწინეთ კრიპტოვალუტების სხვა სერვისებზე შენახვასთან დაკავშირებული რისკები. როგორც კი მონეტები დატოვებენ თქვენს საფულეს, მათი კონტროლი გადადის მესამე მხარეზე (ან სმარტ-კონტრაქტზე). ბევრი პროექტი შეიძლება გახდეს თაღლითების სამიზნე, რის გამოც შეგიძლიათ დაკარგოთ თქვენი სახსრები.

რბ