კრიპტოშურისძიება, სახელად აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია

ფოტო - კრიპტოშურისძიება, სახელად აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიისთვის კრიპტობაზარი საშინელებათა ფილმის მსგავსია. ჩვენ გიამბობთ, როგორ ვითარდებოდა მათი ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში.
ძნელია, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელ კომისიას (SEC) კრიპტოვალუტების თაყვანისმცემელი ვუწოდოთ. კრიპტობაზრის შურისძიება კი, როგორც ამას ზოგიერთი კომენტატორი უწოდებს, სავსებით შესაძლებელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომისიამ სულ ახლახან პირობა დადო, რომ მთელი წლის განმავლობაში კრიპტოპროექტების დარეგულირებას მიადგებოდა.

გთავაზობთ მოკლე ექსკურსს ისტორიაში, სადაც განვიხილავთ ზუსტად, როგორ ვითარდებოდა ურთიერთობა კომისიასა და კრიპტოსფეროს შორის და ასევე ვისაუბრებთ მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარებზე.

კომისიას კრიპტოსთვის განა ყოველთვის ეცალა

ბიტკოინი და მით უმეტეს ალტკოინები, მათ შორის Ethereum,  ყურადღების ცენტრში შედარებით ცოტა ხნის წინ მოექცა. 

მაგალითად, ბიტკოინი შექმნა 2008 წელს (აამოქმედა 2009 წელს) ვინმე სატოში ნაკამოტომ, რომლის ვინაობა დღემდე უცნობია. როგორც თავად ტოკენი, ასევე ბლოკჩეინის ტექნოლოგია, რომელზედაც ის არის აგებული, უფრო "ნერდების" ხვედრად განიხილებოდა.  

მსხვილი პროექტები - როგორიცაა კრიპტობირჟა Coinbase, ანალიტიკური ვებგვერდი Coinmarketcap, გამოცემა Cointelegraph, კრიპტობირჟა Gemini და სხვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2012-2015 წლებში შეიქმნა.

ერთი სიტყვით, მაშინაც კი, როდესაც კომისიამ, რომელსაც იმ დროს ჯეი კლეიტონი ხელმძღვანელობდა, ბიტკოინის შესახებ იცოდა, ის ახალშობილი ინდუსტრიით უბრალოდ საკმარისად არ იყო დაინტერესებული. 

სიტუაცია, დიდი ალბათობით, შეიცვალა 2017 წელს, როდესაც კომისიამ უარყო ტყუპი უინკლვოსების განაცხადი ბიტკოინის საბირჟო ფონდის (Bitcoin ETF) შესახებ და ამტკიცებდა, რომ ბაზარი ჯერ კიდევ ძალიან მანიპულაციური და ვოლატილურია და დაკვირვებას არ ექვემდებარება. 

გარდა ამისა, 2017 წელს კრიპტობაზარმა განიცადა სწრაფი ზრდა, ე.წ. Bull rally, რომლის დროსაც ბიტკოინის ფასი $900-დან $20,000-მდე გაიზარდა. ასევე ფართოდ ჰქონდა ადგილი მონეტების პირველად განთავსებას (Initial Coin Offering), რომელთაგან ბევრი საეჭვო, ზოგჯერ თაღლითურ ხასიათსაც კი ატარებდა. 

კომისიამ, რომელიც კომპეტენციაში, ძირითადად, ე.წ. ჰაუის ტესტის (Howey Test) ჩატარება შედის, რომლის დახმარებით ის ადგენს, არის თუ არა აქტივი ფასიანი ქაღალდი, სწორედ აქ დაიწყო ინდუსტრიისთვის უფრო არსებითი ყურადღების მიქცევა. ამასობაში, მისი დამოკიდებულება, დიპლომატიურად, რბილად რომ ვთქვათ, დამაბნეველი იყო.

2018 წელს კლეიტონმა პირველად უწოდა კრიპტოვალუტებს ჩვეულებრივი ფასიანი ქაღალდები. შემდეგ კი უცებ შეცვალა თვალსაზრისი და დაამატა, რომ ბიტკოინი ასეთი არ არის. 

„კრიპტოვალუტები ანაცვლებს ეროვნულს… [ისინი] ბიტკოინით ანაცვლებენ იენას, დოლარს, ევროს. ამ ტიპის ვალუტა ფასიან აქტივებს არ განეკუთვნება”, - აღნიშნა მან CNBC-სთან ინტერვიუში 2018 წელს. 

2015 წელს ამოქმედებულმა Ethereum-მა, 2018 წელს ფასიანი ქაღალდის სტატუსის თავიდან აცილება ასევე მოახერხა, რაც არ შეიძლება ითქვას Ripple-ზე, რომლის წინააღმდეგ კომისიამ შესაბამისი სარჩელი სასამართლოში შეიტანა, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 

ტელეგრამ პროექტ Ton-ს Ripple-ის მსგავსი ბედი ეწია. 

2020 წელს ტელეგრამი იძულებული გახდა, ინვესტორებისთვის $1.2 მილიარდი დაებრუნებინა, ასევე კომისიასთან გადასახადებთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად $18.5 მილიონიანი ჯარიმა გადაეხადა.

საუბრები "ველურ დასავლეთზე"

დაე, ეს ვარაუდად ჟღერდეს, მაგრამ ჩანდა, თითქოს კომისიაში თვლიდნენ, რომ კრიპტოსფეროსთვის ყურადღების მხოლოდ ნაწილობრივი მიქცევა საკმარისი იყო. მერე კი ყველაფერი თავად ან რაღაცნაირად მოგვარდება, ან აქტუალობას დაკარგავს. 

მაგრამ ყველაფერი ზუსტად საპირისპირო აღმოჩნდა. 

კრიპტოინდუსტრია იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მაღალჩინოსნებს წარმოედგინათ. თანდათანობით, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით, ის გადადიოდა მეინსტრიმში - მუდმივად მზარდი საბაზრო კაპიტალიზაცია ამას ადასტურებს, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ოფიციალურ საშუალებად  გამოაცხადა, ხოლო ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში მას იყენებენ, როგორც საშუალებას ინფლაციასთან საბრძოლველად, რომელიც ფულს ჰაერად აქცევს. 

ამ ვითარებაში, კომისიისთვის უფრო რთული გახდა ინდუსტრიის იგნორირება, ისევე როგორც მისი იძულება, დაეცვა გარკვეული ბუნდოვანი და ცვალებადი წესები. უფრო მეტიც, 2021 წელს მორიგი "Bull rally" მოხდა, რომლის შედეგად ბიტკოინის ფასი 60 ათას დოლარამდე გაიზარდა. 

შემდეგ კი კომისიამ კვლავ დაიწყო საუბარი კრიპტოვალუტებზე, როგორც ფასიან აქტივებზე. 

უკვე 2021 წელს, კლეიტონი, რომელიც 2020 წელს პენსიაზე გავიდა,  შეცვალა Goldman Sachs-ის ყოფილმა საინვესტიციო ბანკირმა, გარი გენსლერმა, რომელმაც მაშინვე განაცხადა, რომ კომისია ბევრ კრიპტოვალუტასა და ტოკენს, ჰაუის ტესტის თანახმად, ფასიან ქაღალდებად თვლის: „თუ ტოკენის გაყიდვისას აღებულია ფული, ხოლო მყიდველი ელის, რომ შემოსავლის ხარჯზე ის პროექტს დააფინანსებს, მაშინ ეს შეესაბამება ტერმინს "ღირებული აქტივი". 

მან ასევე პირობა დადო, რომ კრიპტობირჟებს უფრო დეტალურად გამოიკვლევს. 

ამასთან, კლეიტონისგან განსხვავებით, რომლისთვის კრიპტობაზარი უფრო უინტერესო იყო, ვიდრე მტრული, გენსლერი რეგულარულად იყენებს სხვადასხვა პლატფორმებს, რათა ადამიანებს კრიპტოვალუტების "საშინელებებზე" უამბოს. ერთ-ერთ უახლეს „საშინელებათა ფილმში“ ის კომისიის წევრ ქეროლაინ კრენშოუსთან ერთად ამერიკელ ჯარისკაცებს უყვებოდა, რომ კრიპტო ჰგავს "ველურ დასავლეთს", სპეკულაციურია, ან მარეგულირებელ ჩარჩოებს არ აკმაყოფილებს. 

„მათი [ტოკენების] უმრავლესობა არ შეესაბამება კანონს ფასიანი აქტივების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს მოეთხოვებათ“, - აღნიშნა მან. კრენშოუ, რომელიც გენსლერზე არანაკლებ სკეპტიკურად არის განწყობილი, ჯარისკაცებს ურჩია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩაედოთ სპეციალურ შემნახველ-საპენსიო ფონდში, რომელიც ფედერალური თანამშრომლებისა და სხვა მოხელეებისთვის შეიქმნა (Thrift Savings Plan).

კომისიაში ნეგატიურად ყველა არ არის განწყობილი

მიუხედავად იმისა, რომ კომისია ჩამოყალიბებულ ანტიკრიპტოვალუტურ იმიჯს ამართლებს, მასში კრიპტოსკეპტიკოსთა რიგებს ყველა არ მიეკუთვნება. 

ჰესტერ პირსმა, რომელმაც ფიცი 2018 წელს დადო და რომელსაც კომისიაში კრიპტოინდუსტრიის შედარებითი მხარდაჭერის გამო „კრიპტოდედად“ მოიხსენიებენ, გენსლერისგან შორსაა, თუმცა კრიპტოს მხარდამჭერად თავს არ თვლის. დიდი ალბათობით, მას უბრალოდ ესმის, რატომ არ მოსწონს კრიპტოინდუსტრიას გენსლერის საქციელი, ისევე, როგორც ადეკვატური სახელმძღვანელოს არარსებობა მარეგულირებელი ბაზის შესახებ, რომელიც კრიპტოვალუტებისა და ციფრულ აქტივების შემთხვევაში იქნებოდა გამოყენებული. 

ასე, თავის ბოლო ინტერვიუში მან აღიარა, რომ კრიპტომარეგულირებლის რანგში კომისიამ თავი სათანადოდ არ გამოავლინა და სტრუქტურაში მუშაობის 5 წლის მანძილზე არანაირი პროგრესი არ ყოფილა. მან ასევე დასძინა, რომ კომისია, პრინციპში, ინოვაციების გამკლავებისკენ არ არის მიდრეკილი. 

მაშ, როგორ გეგმავს კომისია ინდუსტრიის მარეგულირებელი ბაზის გაძლიერებას, თუ ხუთი წლის თავზე ის მის პოტენციალს მაინც ვერ აცნობიერებს და FTX-ის კრახის მსგავს ნეგატივზე ფოკუსირებას ამჯობინებს?
 

ისღა რჩება, მხოლოდ ვიმარჩიელოთ, როგორ. 

როგორც კომისია, ასევე კრიპტოსივრცის კიდევ ერთი საკვანძო  მოთამაშე, აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია (CFTC), სავარაუდოდ, წელს დამატებით რეგულირებას მოჰკიდებენ ხელს. მაგრამ რამდენად? და როგორ იმოქმედებს ეს ინდუსტრიაზე?

სავარაუდოდ, ბევრი ტოკენი "ფასიანი აქტივების" განმარტებაში მაინც მოხვდება. არ არის გამორიცხული, რომ ეს ეთირიუმსაც შეეხოს, რომელიც კონსენსუსის ალგორითმიდან Proof-of-Work  გადავიდა Proof-of-Stake-ზე. 

Gagarin News-თან ინტერვიუში კომისიის საქციელზე საუბრისას, ცნობილმა ბიტკოინ მაქსიმალისტმა, Hodlonaut-მა აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში მარეგულირებლების მხრიდან ბიტკოინზე მნიშვნელოვან თავდასხმებს ელოდება. მან ასევე დასძინა, რომ "ვფიქრობ, ისინი ბიტკოინს რეალურ საფრთხედ სულ უფრო მეტად განიხილავენ“. 

ძნელია, ამ განცხადებას არ დაეთანხმო. მაგრამ ასევე ძნელია უარყო ის გარემოებაც, რომ მაშინაც კი, თუ კომისია ბიტკოინის ფასიან აქტივად გამოცხადებას გადაწყვეტს, ეს მის არსზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს. ბიტკოინი იქმნებოდა, როგორც მონეტარული სისტემა სხვადასხვა ადამიანებს შორის აქტივების პირდაპირი გადაცემისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც კომისიისა და არც სხვა მსგავსი უწყებების მხრიდან დამტკიცებას არ საჭიროებს.