კრიპტელები მთელ მსოფლიოში გადასახადების გადახდას უგულებელყოფენ

ფოტო - კრიპტელები მთელ მსოფლიოში გადასახადების გადახდას უგულებელყოფენ
კრიპტოინვესტორები მთელ მსოფლიოში კრიპტოვალუტების ფლობაზე, ან მათთან დაკავშირებულ ოპერაციებზე გადასახადების გადახდის მოთხოვნით აღფრთოვანებულები არ არიან. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მთავრობები კრიპტოვალუტების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ყოყმანობენ და არ სურთ, "ნაგვურის" ნაცვლად, ისინი აქტივების უფრო წონიან კლასს მიაკუთვნონ.
გამოქვეყნებული ანგარიშის, Global Cryptocurrency Taxation Report 2022-ის თანახმად, კრიპტოვალუტური ტრეიდერებიდან და ინვესტორებიდან საგადასახადო ორგანოებს თავისი ციფრული აქტივების შესახებ ცოტა თუ აცნობებს და იხდის გადასახადს. 

მოხსენებაში მითითებულია, რომ 2022 წელს საშუალო მაჩვენებელი კრიპტოინვესტორებს შორის, რომლებმაც ციფრული აქტივების სფეროში თავიანთი საქმიანობა დაადეკლარირეს და ამის შესახებ ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებს აცნობეს, მთელ მსოფლიოში 0,53%-ს შეადგენდა. საინტერესოა, რომ ანგარიშის მომზადებისას, მოქალაქეთა ტრადიციული გამოკითხვის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების ოფიციალური მონაცემები გამოიყენეს.
 
ამ კვლევაში, სხვადასხვა ქვეყანაში კრიპტოვალუტის მფლობელების მიერ განხორციელებული გადასახადების შესაფასებლად, მრავალეტაპობრივი მიდგომა გამოიყენებოდა. მეთოდოლოგია ითვალისწინებდა ღია საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების გამოყენებას, ანალიტიკურ მონაცემებსა და საძიებო მოთხოვნების რაოდენობას, ასევე ხელმისაწვდომ ინფორმაციას თითოეულ ქვეყანაში კრიპტოვალუტის მფლობელების შესახებ.
 
მიღებული ინფორმაციის მთელი მასივი კონსოლიდირებული და სტრუქტურირებული იყო კრიპტოინვესტორების რაოდენობის შესაფასებლად, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში დაადეკლარირეს და ციფრული აქტივებით ტრანზაქციებზე გადასახადები გადაიხადეს.
კრიპტოინვესტორების პროცენტი, რომლებმაც ციფრული აქტივებით ოპერაციებზე გადასახადები გადაიხადეს, ქვეყნების მიხედვით. წყარო: Divly.

კრიპტოინვესტორების პროცენტი, რომლებმაც ციფრული აქტივებით ოპერაციებზე გადასახადები გადაიხადეს, ქვეყნების მიხედვით. წყარო: Divly.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე ხშირად  თავიანთ ციფრულ აქტივებს ადეკლარირებდნენ და გადასახადებს იხდიდნენ ფინეთის მაცხოვრებლები - 4,09%. მეორე ადგილს 3,65%-ით ავსტრალია იკავებს. ოდნავ ჩამორჩებიან მას ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და იაპონია. ამ ქვეყნებში გადასახადები კრიპტოაქტივებით საქმიანობაზე ინვესტორების 2,18-2,75%-მა გადაიხადა. უმნიშვნელოდ ჩამორჩება შვედეთი, სადაც ციფრული აქტივების  მთავრობისადმი ლოიალური მფლობელების რიცხვმა  1,72%-შეადგინა.
 
აშშ-ში, ქვეყანაში, სადაც ციფრული აქტივების ყველაზე მეტი მომხმარებელი ფიქსირდება, თავისი კრიპტოვალუტა საგადასახადო ორგანოებში ინვესტორების მხოლოდ 1,62%-მა დაადეკლარირა. ეს რეიტინგში მე-10 ადგილია. აშშ-ის მეზობელ კანადაში ეს მაჩვენებელი 1,65%-ს შეადგენდა.
 
კრიპტოვალუტებზე ყველაზე ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ ფილიპინების (0.03%), ინდონეზიის (0.04%), ინდოეთის (0.07%), ბრაზილიისა (0.10%) და თურქეთის (0.18%) მოქალაქეები.
კრიპტოინვესტორების პროცენტი, რომლებმაც ციფრული აქტივებით ტრანზაქციებზე გადასახადები გადაიხადეს, კონტინენტის მიხედვით და ზოგადად მთელ მსოფლიოში. წყარო: Divly.

კრიპტოინვესტორების პროცენტი, რომლებმაც ციფრული აქტივებით ტრანზაქციებზე გადასახადები გადაიხადეს, კონტინენტის მიხედვით და ზოგადად მთელ მსოფლიოში. წყარო: Divly.

ასეთ შედეგებზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. უპირველეს ყოვლისა, ეს თითოეულ ქვეყანაში კრიპტოვალუტების განსხვავებული სტატუსითა და ციფრული აქტივების ფლობის შემთხვევაში ანგარიშგების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობით არის განპირობებული.

ასევე მთლიან სტატისტიკაზე გავლენას მთავრობის პოლიტიკაც ახდენს. ცენტრალური ბანკები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კრიპტოვალუტების, როგორც აქტივების კლასის, შეფასებაში რადიკალურად განსხვავდებიან. ზოგიერთ ქვეყანაში მათ საქონლად თვლიან, ზოგიერთში კი - გაცვლის საშუალებად, ან კეთილდღეობად. ზოგიერთი ქვეყანა კი საერთოდ უგულებელყოფს მათ არსებობას, ან კრძალავს. მხოლოდ რამდენიმე მთავრობამ გაბედა და აღიარა ციფრული აქტივები გადახდის ლეგალურ  საშუალებად, ადგილობრივი ეროვნული ვალუტის დონეზე. კრიპტოვალუტებისადმი მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების უმრავლესობის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აყალიბებს ზოგად აზრს, რომ აზრი არ აქვს გადასახადების გადახდას იმ აქტივებიდან მიღებულ შემოსავალზე, რომლებიც არ განიხილება, როგორც ფული, ან რაიმე ღირებული სახელმწიფო დონეზე.
 
მეორეს მხრივ, კრიპტოვალუტის ფლობა გადასახადების გადახდას ყოველთვის არ მოითხოვს  - უმეტეს ქვეყნებში დაბეგვრას მხოლოდ შემოსავალი ექვემდებარება. თუმცა, მთელი 2022 წელი იყო "დათვური" - ყველა კრიპტოაქტივის კურსი მხოლოდ მცირდებოდა, კრიპტოინვესტორების დეპოზიტებმა დოლარის ეკვივალენტში მნიშვნელოვანი ზარალი  განიცადა და კრიპტოვალუტური ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 2021 წლის $3 ტრილიონიდან 2022 წელს $0,8 ტრილიონამდე დაეცა. როგორც ჩანს, ეს რთულია მაშინაც კი, თუ კრიპტოვეშაპი ხარ.
 
კრიპტოვალუტურ ბაზარზე არსებული ზოგადი ტენდენცია ახლა ისეთია, რომ მთავრობები მადლიერები უნდა იყვნენ, რომ მათ  რაღაც მაინც გადაუხადეს. ბანკებისა და ცენტრალიზებული კრიპტობირჟების გაკოტრების ფონზე, ციფრული აქტივების სისტემატური ნაკადის გადინება ცივ საფულეებსა და დეცენტრალიზებულ ბირჟებზე გრძელდება და ეს ტენდენცია მხოლოდ გაძლიერდება.
 
ცივ საფულეებზე არსებული აქტივების აღრიცხვა თითქმის შეუძლებელია მათი მოძრაობის ანგარიშგებისას, ან კონტროლის და მით უმეტეს, მოგების კონტროლის დროს. ამიტომ, ყველა ქვეყნის მთავრობა უნდა დააკვირდეს ფილიპინებს, რომლის მაჩვენებელი 0-ისკენაა მიდრეკილი - ასეთ შედეგებს მალე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მიიღებენ.
 
თუ მთავრობების უმეტესობისთვის კრიპტოვალუტები ფული კი არა, არამედ, ფიატურ ვალუტებთან და ძვირფას ლითონებთან შედარებით, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი ან პლატინა, მხოლოდ "ნაგვური" აქტივებია, მაშინ რატომ უნდა გადავიხადოთ გადასახადები? ციფრულ "ჰაერზე“ გადასახადი ფიზიკური პირებისგან აპრიორი უაზროა! მთავრობები რასაც ებრძოდნენ, იმას გადაეყარნენ ...