უბლოკჩეინო კრიპტოვალუტა: აშკარა-წარმოუდგენელი

ფოტო - უბლოკჩეინო კრიპტოვალუტა: აშკარა-წარმოუდგენელი
ჩვენს გონებაში, სიტყვა "კრიპტო", პრაქტიკულად, სიტყვა "ბლოკჩეინის" სინონიმი გახდა. კრიპტოვალუტის შემქმნელები ხომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებენ! მაგრამ არ არსებობს წესები გამონაკლისის გარეშე.

იოტისოდენაც კი უბლოკჩეინო

დასაწყისისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ კრიპტოვალუტა IOTA, რომელსაც გერმანული არაკომერციული ორგანიზაცია IOTA Foundation აკონტროლებს. ჯერ კიდევ 2017 წელს ფონდი  Microsoft-თან, Deutsche Telekom-თან, Fujitsu-სთან, Bosch-სა და უამრავ სხვა მსხვილ კომპანიასა და კვლევით ჯგუფთან გაერთიანდა. დაანონსდა „მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზრის ერთობლივი შემუშავება, რომლებსაც third-party სენსორები აწვდის" (გლობალური მასშტაბით, ეს დღეში 2,5 კვინტილიონი ბაიტია). გასაგებია, რომ შემდგომში ამ ბაზრის მონეტიზაცია იყო გათვალისწინებული. 

როგორც ცნობილია, მონაცემთა საცავები პრაქტიკულად არ გადასცემს ინფორმაციას საკუთარი დახურული გარემოს გარეთ. ეს იწვევს იმას, რომ მათი 99%-ზე მეტი არ არის გაანალიზებული და ფუჭად იკარგება (McKinsey-ის კვლევის მიხედვით). ამავდროულად, IOTA-s ქსელთან დაკავშირებულ მოწყობილობებს შეუძლიათ, გადაიტანონ, იყიდონ და გაყიდონ ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა სენსორების მიერ ყოველ წამში გენერირდება (ჰაერის ხარისხის გაზომვებით დაწყებული, სამედიცინო მოწყობილობების ანონიმური მაჩვენებლებით დამთავრებული).

 „და რა?“— იკითხავთ თქვენ?

რა და ის, რომ დასახული მიზნების მისაღწევად, IOTA-ს დეველოპერებმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ არა ბლოკჩეინი, არამედ DAG (მიმართული აციკლური გრაფი). ბლოკჩეინში ბლოკები ერთმანეთის მიყოლებით იწერება. DAG-ში ტრანზაქციები ყოველგვარი თანმიმდევრობის გარეშე იწერება. ასევე ისინი არა რიგრიგობით, არამედ ერთდროულად მუშავდება. DAG-ის ვარიაციას, რომელიც გამოიყენება IOTA-ში, ეწოდება Tangle (ინგლისურად - გორგალი). Tangle-ში თითოეული ნოდი  (იგულისხმება კომპიუტერი, ან სერვერი, ინგლისური nodus-დან, ანუ კვანძიდან) ორ სხვასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ნოდიდან ნოდზე გადაადგილებისას, თქვენ ერთსა და იმავე კვანძს ორჯერ არასოდეს მიმართავთ. 
წყარო: Altabel Group

წყარო: Altabel Group's Blog

ასევე, IOTA-ში არ არის მაინინგი - მთელი კრიპტოვალუტა უკვე ემიტირებულია. როდესაც მომხმარებელი ტრანზაქციას ახორციელებს, ის ორ სხვა შემთხვევით შერჩეულ ტრანზაქციას ამოწმებს. თითოეული მათგანი, თავის მხრივ, კიდევ ორს ამოწმებს. ტრანზაქციების რაოდენობის მატებასთან ერთად, იზრდება მათი დადასტურებების „გორგალიც“. IOTA-ს დეველოპერები თვლიან, რომ DAG ბლოკჩეინის უფრო იაფი და ეფექტური ალტერნატივაა. IOTA-ს ტრანზაქციები უფასოა, შედარებით სწრაფად დასტურდება, ამასთან ერთდროულად დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

სუროს ლიგა

DAG-ის გამოყენების კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი DLT-ზე დაფუძნებული საჯარო ქსელი Hedera Hashgraph არის (hedera ლათინურად "სუროს" ნიშნავს). იდეოლოგიურად, ეს პროექტი ძალიან განსხვავდება IOTA-სგან თავისი „მონაცემთა ბაზრით ყველასთვის და არავინ წავიდეს განაწყენებული“. Hedera მომხმარებლის წვდომას მიზანმიმართულად ართულებს და თავის თავს კორპორაციული დონის პლატფორმას უწოდებს. მასზე დაფუძნებული შემუშავების შესაძლებლობები ასევე სერიოზულად შეზღუდულია, დაბლოკილი თუ არა. საქმე ისაა, რომ პროექტის გუნდმა დააპატენტა Hashgraph-ის ტექნოლოგია (რაც DAG-ის განსაკუთრებული შემთხვევაა). Hedera ნაზად მიანიშნებს, რომ Hashgraph-ის ნებისმიერი არასანქციონირებული გამოყენება ამის გამბედავის სასამართლოში დაბარების გარანტიას იძლევა. ქსელი არ უნდა იყოს კოპირებული და ამოქმედებული კრიპტობაზრის სხვა მონაწილეების მიერ - ეს პროექტის გუნდის პოზიციაა. ეს სერიოზულად განსხვავდება ბიტკოინის მსოფლმხედველობიდან, სადაც, ბლოკჩეინის კოდის გამოყენებით, ყველას შეუძლია, გახდეს საკუთარი ეკოსისტემის შემქმნელი.

კორპორაციულ მომხმარებლებს იზიდავს Hedera-ს მასშტაბირება, ენერგოეფექტურობა, გამოყენების დაბალი საკომისიოები და სხვა შეღავათები. ამავდროულად, გარე დამკვირვებელს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ეს ქსელი არის ადგილი შინაურებისთვის. ყველა შეზღუდვასთან ერთად Hedera-ს მართავს სანდო კომპანიების საბჭო, რომელთა შორისაა ისეთი გიგანტები, როგორიცაა Boeing, IBM, იაპონიის უმსხვილესი საბროკერო კომპანია Nomura Holdings და სხვები. ისინი განსაზღვრავენ ახალი წევრების დაშვების პოლიტიკას, მართავენ პლატფორმის ფინანსებს და პასუხისმგებელნი არიან პროექტის ტექნიკურ განვითარებაზე.

ტოპ-5 DAG-კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

წყარო: СoinMarketCap

წყარო: СoinMarketCap