CryptoGPT: მე ვარ რევოლუცია მონაცემთა სფეროში

ფოტო - CryptoGPT: მე ვარ რევოლუცია მონაცემთა სფეროში
ChatGPT-ის თავბრუდამხვევმა წარმატებამ აიძულა IT ინდუსტრია, განევითარებინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროექტები. ყველა სახის ხელოვნური ინტელექტი, ნეიროქსელები და ჩატბოტები მეინსტრიმად იქცა. სასიამოვნო მღელვარების ეტაპს კრიპტობაზარიც გადის. ჯერჯერობით ChatGPT-ს მაჩვენებლებს ვერავინ მიუახლოვდა, მაგრამ ზოგიერთი პროექტი სოლიდურ აუდიტორიას უკვე აგროვებს.

CryptoGPT-ის ZK Layer-2 ბლოკჩეინი

ამგვარად, 2022 წლის მეორე ნახევარში ამოქმედებიდან, პროექტმა CryptoGPT უკვე მიაღწია შემდეგ საკვანძო მაჩვენებლებს:

  • აუდიტორია: 2 მილიონი მომხმარებელი
  • პროექტის კაპიტალიზაცია: $15 მილიონი
  • ნატიური ტოკენის, CryptoGPT-ის მიმდინარე ფასი: $0.0448 (2023 წლის აპრილის მესამე დეკადის მდგომარეობით)
  • გასაყიდი ტოკენების რაოდენობა: 3,000,000,000 (საერთო რაოდენობის 20%).

სულ ახლახან ჩატარებული, სერია A-ს  დაფინანსების რაუნდის შემდეგ, რომელსაც მარკეტმეიკერი DWF Labs ხელმძღვანელობდა, ეს Layer-2 $250 მილიონად შეფასდა. კომპანია 2023 წლის II (მიმდინარე) კვარტალში უკვე გეგმავს მომხმარებელთა რაოდენობის 5 მილიონამდე გაზრდას, ხოლო მომდევნო კვარტალში - 10 მილიონის მიღწევას.

პროექტ CryptoGPT-ის სახეები

ნებისმიერი პროექტის წარმატებას, როგორც წესი, წარმატებული ადამიანები უზრუნველყოფენ. CryptoGPT არის DAO Maker-ისა და StepApp/Primal-ის გუნდის ქმნილება.

სტარტაპის გენერალური დირექტორი: ჯამილა ჯელანი, ადრე Alibaba Group-ში მარკეტინგს ხელმძღვანელობდა.

ტექნიკური დირექტორი: დეიან ერია, Ripple Gatehub-ის ყოფილი СЕО, ETH-ის მასშტაბირების ექსპერტი
აპლიკაციების ეკოსისტემის უფროსი: არტ ბაგდონასი, რომელიც ხელმძღვანელობდა ევროპულ სტარტაპს HomeToGo.

CryptoGPT-ის ძირითადი უპირატესობები

რა დასამალია და პროექტის მთავარი მარკეტინგული უპირატესობა იყო აჟიოტაჟი AI-სა და ჩატბოტების თემის გარშემო. Crypto-მ ეს თემა ძალიან დროულად გამოიყენა სათავისოდ. ტოკენის ტიკერი ახლა „ყველას პირზე აკერია“, ამავე სახელწოდების ჩატბოტის წარმატების წყალობით.

არანაკლედ მნიშვნელოვანია, რომ პროექტი DAO Maker-ის ცნობილი პლატფორმა IDO-ს პარტნიორი გახდა. IDO-ს (Initial DEX Offering) მექანიკის არსი მდგომარეობს ტოკენების გამოშვებაში, რომლებიც DEX-ზე არსებული ლიკვიდობის პულებითაა უზრუნველყოფილი.

უპირატესობების რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ "პერსონალურ მონაცემებზე ფულის გამომუშავების" სტრატეგიაც. პოპულარულ M2E და P2E პროექტებში ტოკენების მისაღებად, თქვენ უნდა "გაინძრეთ" - იაროთ, ითამაშოთ ან, NFT მაინც შეიძინოთ. ტოკენებზე წვდომის ასე უბრალოდ მიღება აქაც არ გამოვა. მაგრამ CryptoGPT Launcher გვპირდება პასიურ შემოსავალს მომხმარებლის მონაცემების შეგროვების ხარჯზე ნებისმიერ აპლიკაციაში, რომელიც მოგეწონებათ.

AI to Earn

ახალი სტარტაპი საკუთარ თავს წარმოუდგენლად "თავმდაბლად" ახასიათებს, როდესაც თავს უწოდებს რევოლუციას მონაცემთა სფეროში. თუმცა, ამავდროულად, ის მომხმარებელსაც არ ივიწყებს და ჰპირდება შემოსავლის ახალ მოდელს "AI to Earn" (ანუ, მოდი, ერთად ვიშოვოთ ცოტა ფული).
 
მომხმარებლებს შეეძლებათ:

  • მიჰყიდონ თავიანთი მონაცემები სამედიცინო კომპანიებს, საგანმანათლებლო პროექტებს, ან სხვა მომხმარებლებს;
  • მიჰყიდონ ხელოვნურ ინტელექტს თავისი მონაცემები ნეიროქსელის გასაუმჯობესებლად და ახალი აპლიკაციების შესაქმნელად.

არსებითად, CryptoGPT-ის სლოგანი მოუწოდებს: "აქციეთ ყოველდღიური ცხოვრების ყოველი ამოცანა შემოსავლის წყაროდ".

ამასთან, პროექტის ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემა საშუალებას გაძლევთ, შეინახოთ და დაამუშაოთ დიდი რაოდენობით მონაცემები, მონაწილეების სრული კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების გარანტიით. წარმოდგენილი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი, არამედ  ZK-rollups-იც - ნულოვანი ცოდნის მტკიცებულებები. შემაჯამებელი მონაცემები ჩაიწერება, შეინახება და გადაიცემა Data Capsule NFT-ების მეშვეობით.

თავად მონეტა CryptoGPT-ის გამოყენება მომხმარებლებს შეუძლიათ ქსელური ტრანზაქციებისთვის, სტეიკინგისთვის, ყველანაირი საკომისიოს გადასახდელად და ა.შ. ასევე, ტოკენომიკა ითვალისწინებს ვენჩურულ ინვესტირებას, შესყიდვას, დაწვასა და მომგებიანობის გაზრდას.

ამავდროულად, პროექტი შემოსავალს იღებს:

  • ეთირიუმის გადასახადიდან;
  • ძირითადი აპლიკაციებიდან;
  • GPT მონაცემთა ბაზრიდან;
  • Data Capsule NFT-ების გაყიდვებიდან.
CryptoGPT-ის ღირებულება 2022-2023 წლებში წყარო: CoinMarketCap

CryptoGPT-ის ღირებულება 2022-2023 წლებში წყარო: CoinMarketCap

შესაძლო ანლოქები

დანამდვილებით ცნობილია, რომ შემქმნელებმა "ჩადეს" 10% TGE-ზე (ტოკენების გენერაციის მოვლენები) ჩვეულებრივი ინვესტორებისთვის და 20% - სტეიკერებისთვის. შემდეგ დაგეგმილია 90-დღიანი კლიფი, რასაც მოჰყვება ყოველთვიური 4.5%-ის ანლოქი რეგულარული წევრებისთვის და 4%ისა -  სტეიკერებისთვის. პრობლემა ის არის, რომ გაყიდვების ზუსტი თარიღები ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. კომპანია გვირჩევს, თვალყური ვადევნოთ რეგულარულ შეტყობინებებს.

CryptoGPT-ის პერსპექტივები

ჯერჯერობით, ჩატბოტების პოპულარობა პიკზეა, მაგრამ უკვე ისმის ხმები ტრენდის შესაძლო ცვლილების შესახებ. და აქ ჩნდება საინტერესო კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ? CryptoGPT-მ გადაწყვიტა, ფუნქციონალის მაქსიმალურად გაფართოების გზით  წასულიყო. პროექტმა ახლახან აამოქმედა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი “Alex”. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს მექანიზმზე data-to-AI, რომელიც შეაგროვებს, დაშიფრავს და გადასცემს მონაცემებს კომერციული აპლიკაციებისთვის. ასე რომ, მაშინაც კი, თუ ჩატბოტებისადმი ინტერესი დაიკლებს, CryptoGPT ბაზრისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების შეთავაზებას შეძლებს.